13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

"სუსკეჰანას" მიერ ჩატარებულ ძირითად გაზომვათა მიზანი იყო ჰავაისკუნძულებსა და ამერიკის მატერიკს შორის წყალქვეშა კაბელის გასაყვანადშედარებით ხელსაყრელი სიღრმეების გამოკვლევა.ეს სამუშაოები სრულდებოდა ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის პროექტით,რომლის დირექტორსაც - წინდახედულ საირუს ფილდს განზრახული ჰქონდატგელეგრაფის მავთულების ქსელით დაეფარა ოკეანის ყველა კუნძული - ესგახლდათ ამერიკელთათვის ღირსეული უზარმაზარი წამოწყება.პირველი გაზოვმების ჩატარება დავალებული ჰქონდა კორვეტ "სუსკეჰანას" 11და 12 დეკემბრის ღამეს კორვეტი ვაშინგტონის მერიდიანზე ჩრდილოეთ განედის27°7´და დასავლეთ გრძედის 41°37´ იმყოფბოდა.მთვარის უკანასკნელი მეოთხედი ჰორიზონტზე გამოჩნდა.კაპიტან ბლემბსბერის წასვლის შემდეგ ოკაჩხეზე ლეიტენანტმა ბრონფილდმადა ზოგიერთმა ოფიცერმა მოიყარეს თავი. ამოვიდოდა თუ არა, მათი ფიქრი მთვარესდასტრიალებდა, რომლისკენაც, იმ დღეებში მთელი ნახევარსფეროს მცხოვრებთამზერა იყო მიმართული.საუკეთესო საზღვაო ჭოგრიტებშიც კი ვერ გამოჩნდებოდა სადღაც, მთვარისგარშემო მოხეტიალე ყუმბრა, მაგრამ მთელი მსოფლიოს ტელესკოპები ამ წუთასმთვრისაკენ იყო მიმართული და მილიონობით ადამიანი მოკაშკაე დისკოს თვალს არაშორებდა.- უკვე ათი დღეა, რაც გაფრინდნენ, - თქვა ლეინტენანტმა ბრონსფილდმა. - ნეტასად არიან ახლა?- დანიშნულ ადგილზე მივიდნენ! - წამოიძახა ახალგაზრდა მიჩმანმა. - და ახლაალბათ, როგორც უცხო ადგილას მოხვედრილ მოგზაურებს სჩვევიათ, მთვარისმიდამოებში დასეირნობენ.- თქვენს სიტყვებში ეჭვს ვერ შევიტან, - ღიმილით უპასუხა ლეიტენანტმა.- მართლაც, შეუძლებელია მთვარეზე რომ არ დაშვებულიყვნენ, - შენიშნა სხვაოფიცერმა. - ყუმბარა ხუთ რიცხვში, შუაღამისას, სავსე მთვარის დროს უნდადაშვებულიყო. - ახლა თერთმეტი დეკემბერია, ექვსი დღე-ღამე გვიდა. ამ ხნისგანმავლობში კი თავისუფლად დაბინავდებოდაკაცი ახალ ადგილზე.წარმოდგენილი მაქვს, როგორ დაბანაკდებოდნენ ჩვენი მამაცი თანამემამულენისადმე ღრმა ხეობაში, მდინარის პირას, ვულკანურ ნიადაგში ნახევრად ჩაფლულიყუმბარის მახლობლად. ვხედავ, ნიველირმომარჯვებული ნიკოლი როგორ ზომავსადგილობრივ რელიეფს, ბარბიკენს წესრიგში მოჰყავს თავისი ჩანაწერები,მიშელარდანი კი სურნელოვან სიგარას აბოლებს და მთვარის მინდვრებზე დასეირნობს.- დიახ!@ დიახ! ასეც უნდა იყოს! - წამოიძახა მთვარის ახალმოსახლეთა ყოფისიდილიური სურათით აღტაცებულმა მიჩმანმა.- ღმერთმა ქნას, რომ მართლაც ასე იყოს, - თქვა ლიეტენანტმა ბრონსფილდმა,რომელიც აღტაცებისაგან თავს იკავებდა. -სამწუხაროდ, ჩვენ ვერასოდეს ვეღარმივიღებთ რაიმე ცნობას მეგობრებისაგან.- მაპატიეთ, ლეინტენანტო, ნუთუ ბარბიკენს წერა გადაავიწყდა?- ჰკითხამიჩმანმა.მიჩმანის ხუმრობაზე ყველას გაეცინა.- წერილები არა მაქვს მხედველობაში, - მკვირცხლად გააგრძელა მიჩმანმა, - რათქმა უნდა, წერილებზე არ ვლაპარაკობ! ფოსტა აქ რა შუაშია.-დეპეშას ხომ არ ელოდებით? - ირონიულად ჰკითხა ერთ-ერთმა ოფიცერმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!