13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- მგონი, დასასრულს უახლოვდება, - უპასუხა ლეიტენენტმა ბრონსფილდმა. -ვინ იფიქრებდა, რომ ამერიკის სანაპიროდან სულ რაღაც ასიოდე ლიეზე ხმელეთთანასეთი სიღრმე იქნებოდა.- მართლაც, ფსკერი აქ ძალიან ღრმაა, - თქვა კაპიტანმა ბლემბსბერიმ. - ამადგილზე ჰუმბოლდტის დინებით წალეკილი წყალქვეშა ველია, რომელიც ამერიკისსანაპიროს მაგელანის სრუტემდე გარს ეკვრის.- ასეთი დიდი სიღრმეები აბრკოლებს ტელეგრფის კაბელების გაყვანას.ვალენსიასა და ნიუ-ფაუნდლენდს შორის, ბრტყელ ფსკერზე გაყვანილი ამერიკისკაბელი ბევრად უფრო მოსახერხებელია.- არ გედავები, ბრონსფილდ. მხოლოდ ის მითხარი, თუ შეიძლება, ლეიტენანტო,ახლა როგორაა საქმე?- ახლა ჩვენ ოცდაერთი ათასი ფუტის სიგრძის ტროსი გვაქვს გაჭიმული,ყუმბარა კი, რომელსაც ლოტი ეწევა, ჯერ არ შეხებია ფსკერს, თორემ ლოტი ზემოთთავისთავად ამოვიდოდა.- მეტად გონივრულია ეს ბრუკის ხელსაწყო. სიღრმეს ზუსტად ზომავს!- ფსკერი! - იყვირა ერთ-ერთმა მეზღვაურმა, რომელიც სამუშაოს თვალყურსადევნებდა.კაპიტანი და ლეიტენანტი გემის კიჩოსაკენ გაემართნენ.- აბა, რა სიღრმეა? - იკითხა კაპიტანმა.- ოცდაერთი ათას შვიდას სამოცდათორმეტი ფუტი, - უპასუხა ლეიტენანტმა დაეს რიცხვი ბლოკნოტში ჩაინშნა.- დიდებულია, ბრონსფილდ! ამ მონაცემებს რუკაზე გადავიტან. ახლა კი,უბრძანთ, ლოტი ამოსწიონ. კიდევ რამდენიმე საათს მოგვიწევს ჯახირი. ამასობასიმექანიკოსი განკარგულებას გასცემს, რომ ორთქლი გაუშვან და, როგორც კი საქმესმორჩებით, ღუზას ამოვწევთ. უკვე ღამის ათი საათია, და თქვენი ნებართვით,დასაძინებლად წავალთ.- ღამე მშვიდობისა! - თავაზიანად უთხრა ლეიტენანტმა."სუსკეჰანას" კაპიტანი - ჩინებული ადამიანი და უაღრესად გულკეთილიუფროსი - თავის კაიუტისაკენ გაემართა, გროგი დალია, მებუფეტე შეაქო, მერესაწოლზე წამოწვა, მოსამსახურეს მადლობა უთხრა, ლოგინის გაშლა შეგძლებიაო დაუდრტვინველ ძილს მიეცა.ღამის ათი საათი იყო. დეკემბრის მეთერთმეტე დღის ნელ-ნელა ენაცვლებოდაუნეტარესი სამხრეთის ღამე.ხუთას ცხენისძალიანი კორვეტი "სუსკეჰანა", რომელიც შეერთებული შტატებისეროვნული ფლოტს ეკუთვნოდა, წყნარი ოკეანის ფკერის გაზომვას აწარმოებდაამერიკის სანაპიროდან დაახლოებით ას ლიეზე, ვიწრო ნახევარკუნძულისპირდაპირ, რომელიც მექსიკის სანაპიროს მხარს იყო გადაჭიმული.ქარი თანდათან ჩადგა. ჰაერი თითქოს გაილურსა. კორვეტის ანძაზე ალამიუმოძრაოდ ეკიდა.კაპიტანი ჯონათან ბლემბსბერი - "საზარბაზნე კლუბის" ერთ-ერთი აქტიურიწევრის, პოლკოვნიკ ბლემსბერის ნათესავი იყო, რომელსაც ჰორშბიდენის გვარისქალი ჰყავდა ცოლად - კაპიტნის დეიდა და კენტუკელი საპატიო კომერსანტისქალიშვილი, -კაპიტან ბლემბსბერის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან კარგიამინდი გასაზომი სამუშაოების წარმატებით დამთავრბას ხელს უწყობდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!