13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ამ დროს ფანჯარასთან მდგომი ბარბიკენი თანამგზავრებს მიუბრუნდა.გაფითრებულიყო, წარბები შეეჭმუხნა და ტუჩები მოეკუმა.- ვეცემით, - თქვა მან.- როგორც იქნა! მთვარეზე?- იყვირა მიშელმა.- დედამიწაზე! - უპასუხა ბარბიკენმა.- ეშმაკმა დალახვროს! - წამოიძახა მიშელმა და მაშინვე ბრძნულად შენიშნა: - რაგაეწყობა! ამ ყუმბარაში ჩასხდომისას უვნებლად დაბრუნების იმედი თითქმის არცაგვქონდა.ამ წუთიდან მრთლა დაიწყო სწრაფად დაშვება დედამიწაზე. ვიდრე მეგობრებირაკეტებს გაუშვებდნენ რაღაც სიჩქარის წყალობით, რომელსაც ყუმბარა ჯერ კიდევინარჩუნებდა, მან ნეიტრალური ხაზის გადაკვეთა მოასწრო, ამიტომ მათი აფეთქებაყუმბარას მიმართულებას ვეღარ შეუცვლიდა.ის სიჩქარე, რომელიც ხელს უწყობდა მთვარისაკენ მიმავალ ყუმბარასნეიტრალურ ხაზზე გადაფრენისას, უკან მობრუნების დროსაც იმავე ხაზითმიაქროლებდა. ფიზიკის კანონების მიხედვით,ელიფსური ორბიტის შემოხაზვისასყუმბარას ერთხელ უკვე განვლილი გზა ხელახლა უნდა გაევლო.და აი ახლა ყუმბარა დედამიწისაკენ მიჰქროდა, ამასთანავე მიზიდულობისგანუწყვეტელ ზრდასთან ერთად მისი სიჩქარეც მატულობდა. შემზარავი იყო 78ათასი ლიეს სიმაღლიდან ჩამოვარდნა. რომელსაც უკვე ვეღარაფერი შეასუსტებდა!ბლისტიკის კანონის თანახმად დედამიწაზე ჩამოვარდნილი ყუმბარის სიჩქარეკოლუმბიადიდან მისი გაფრენის თავდაპირველი სიჩქარის, ანუ წამში 16 ათასიმეტრის ტოლი უნდა ყოფილიყო.უფრო თვალნათლივ წარმოვიდგინოთ ეს რიცხვი. გავიხსენოთ, რომ ჩატარებულგამოანგარიშებათა შესაბამისად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი 200ფუტიანი კოშკიდან გადმოგდებული საგანი ქვაფენილზე საათში 120 ლიეს სიჩქარითეცემა.- დავიღუპეთ! - გულგრილად წარმოთქვა ნიკოლმა.- რა ვუყოთ, - გამოეხმაურა რაღაც რელიგიურ ექსტაზში მყოფი ბარბიკენი. - ესჩვენს ექსპერიმენტს კიდევ უფრო გააღრმავებს. ახლა უკვე თვით უფალიგაგვაგებინებს თავისი ქმნილების საიდუმლოებას. იმ ქვეყანაში ჩვენს სულს სამყრაოსშესაცნობად არც მანქანები და არც ხელსაწყოები აღარ დასჭირდება! იგი მარადიულსიბრძნეს შეერწყმის!- რაც მართალია, მართალია, - უპასუხა მიშელმა. - ჩვენი წარუმატებლობისთვის"იმ ქვეყანაში" დავჯილდოვდბით მთვრედ წოდებული რომელიღაც უბადრუკიპლანეტით.ბარბიკენმა ბედს შერიგებული კაცივით ხელები გულზე დაიკრიფა.- საკუთარი ბედ-იღბალი ღვთის ნება-სურვილსთვის მიმინდვია! - თქვა მან.მეოცე თავი"სუსკეჰანას" გაზომვები- რას იტყვი, ლეიტენენტო, როგორ მიდის საქმეები?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!