13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მთვარის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო ქმნის დღესა და ღამეს, მაგრამ ესისეთი დღე-ღამეობაა, რომელიც მთელი თავის მანძილზე გრძელდება. მაშასადამე,მთვარეზე დღე და ღამის ხანგრძლივობა 3541/3 საათს შეადგენს. მაგრამ მისდასაბედნიეროდ, დედამიწისაკენ მიმართული ზედაპირი ნათდება ჩვენი პლანეტით,რომლის სინათლე თავისი სიძლიერით 14 მთვარის სინათლის ტოლია. რაც შეეხებამეორე, ჩვენთვის უხილავ მთვარის მხარეს, საგულისხმოა, რომ იქ 354 ღამის სათისმანძილზე სრული სიბნელე მეფობს, თუ არ ჩავთვლით ციური მნათობების მკრთალსინათლეს. ეს მოლენა აიხსნება იმით, რომ ღერძის გარშემო მთვარის ბრუნვის დროზუსტად ემთხვევა დედამიწის გარშემო ბრუნვის ხანგრძლივობას. როგორც კასინიმდა გერშელმა დაადგინეს, ზუსტად მსგავსი მოვლენა შეინიშნება იუპიტერისთანამგზავრების მიმართ. სავსებით სარწმუნოა, რომ იგივე ახასიათებს სხვაპლანეტების თანამგზავრებსაც.აღმოჩნდნენ, რასაკვირველია, ისეთებიც, რომელთაც დასაწყისში არ სჯეროდათ,რომ მთვარე დედამიწისკენ ყოველთვის ერთი და იმავე მხარით არის მოქცეული დაამავე დროს იგი ბრუნავს დედამიწისა და თავისი ღერძის გარშემოც.ასეთ ხალხს ურჩევდნენ: "დადექით სასადილო მაგიდასთან და დაიწყეთსიარული მრგვალი მაგიდის გარშემო ისე, რომ თვალი არ მოაცილოთ მის ცენტრს.როდესაც შემოუვლით მაგდას, დაინახავთ, რომ თქვენ ამავე დროს სრულიდგარშემოუართ თქვენსავე თავს. რადგანაც თქვენმა თვალმა თანმიმდევრულადშემოიარა ოთახის ყოველი კუთხე. და აი პასუხიც: "სასადილო ცაა, მაგიდა -დედამიწა, ხოლო თქვენ მთვარე ხართ". და ადამიანებიც აღტაცებულნი იყვნენ ასეთიშედარებებით.მაშ ასე, მთვარე დედამიწას უჩვენებს ყოველთვის ერთ და იმავე მხარეს.სიზუსტისათვის საჭიროა დავუმატოთ, რომ მთვარის ლიბრაციის ანუჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მისი მცირერწევის სედეგად ადამიანები ცოტად თუ ბევრად ხედავენ მთვარის ზედაპირისუმეტეს ნაწილს, სახელდობრ ორმოცდაჩვიდმეტ მეასედს.მას შემდეგ, რაც რიგითმა ამერიკელმა, მთვარის თავის ღერძის გარშემომოძრაობის შესახებ, მიიღო ისეთივე ცოდნა, როგორც კემბრიჯის ობსერვატორიისდირექტორმა, იგი დიდი მონდომებით შეუდგა დედამიწის გარშემო მთვარისმოძრაობის შესწავლას. ათობიტ ჟურნალ-გაზეთი მაშინვე გამოეხმაურა მის ცხოველინტერესს. მან მაშინვე შეიცნო, რომ ცა თავისი უთვალავი ვარსკვლავებით შეიძლებაშეადარო უშველებელ ციფერბლატს, რომელზეც დადის მთვარე და უჩვენებზ ზუსტდროს დედამიწის ბინადართ; რომ ღამის მნათობის მოძრაბასთანაა დაკავშირებულიმისი ფაზები; რომ სრულ მთვარეს ჩვენ ვხედავთ მაშინ, როცა იგი მზესთან"საწინააღმდეგო მდგომარეობაშია" დედამიწასთან შეფარდებით, უფრო ზუსტად,როდესაც სამივე მნათობი ერთსა და იმავე ხაზზე იმყოფება, თანაც დედამიწამთვარესა და მზეს შორისაა მოქცეული; რომ მთვარე ივსება მაშინ, როდესაც ისმზესთან არის შეერთებული, ანუ როცა მზესა და დედამიწას შორის ექცევა დაბოლოს, რომ მთვარე პირველ ან უკანასკნელ მეოთხედში იქნება მაშინ, როცა ხაზებიმთვარის ცენტრიდან წამოსული გამავალი დედამიწისა და მზის ცენტრისაკენ,ერთმანეთში წარმოქმნიან სწორუკუთხედს.აქედან საზრიან იანკის შეეძლო საკუთარი მოსაზრებით მისულიყო დასკვნამდე- რომ მზისა და მთვარის დაბნელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც მთვარე შეერთებულია მზესთან ან იმყოფება მზის საწინააღმდეგომდგომარეობაში.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!