13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ზუსტად ასევეა მთვარეც - როცა დედამიწასთან ახლოსაა - პერიგეაშია, ხოლო როცაშორსაა - აპოგეაში. თუ ანალოგიურ ტერმინეს ყუმბარასთან დავაკავშირებითვიხმართ, რაც ასტრონომიურლ ტერმინოლოგიას უთუოდ გაამდიდრებს, შეიძლებავთქვათ, რომ მთვარის თანამგზავრად ქცეული ყუმბარა "აპოსელენში" იმყოფებამაშინ, როცა ის მთვარიდან ყველაზე შორეულ წერტილში მოექცევა, და"პერისელენში", როცა მთვარეს ყველაზე მეტად მიუახლოვდება.ამ უკანასკნელ შემთხვევაში ყუმბარამ უდიდეს სიჩქარეს უნდა მიაღწიოს,პირველ შემთხვევაში კი - უმცირესს. როგორც ჩანს, ახლა ის "აპოსელენს"მიუახლოვდა და ბარბიკენი მართალი იყო, როდესაც ვარაუდობდა, რომ ამწერტილამდე ყუმბარის სიჩქარე განუწყვეტლივ შემცირდებოდა, ხოლო შემდეგ,მთვარესთან მიახლოების გამო, ისევ გაიზრდებოდა. და ბოლოს, თუ "აპოსელენური"წერტილი თანაბარი მიზიდულობის წერტილს დაემთხვეოდა, ყუმბარის სიჩქარენულზე უნდა დაცემულიყო.ბარბიკენმა აწონ-დაწონა. ჩამოთვლილი საშუალებანი ყუმბარაზე როგორიმოქმედებდა. ფიქრი მიშელის წამოძახილმა შეაწყვეტინა.- რა სულელები ვართ, ეშმაკმა წაგვიღოს!-ვერ შეგეავები, - უპასუხა ბარბიკენმა, - მაგრამ მაინც რისთვის გვასხამ ამ ქება-დიდებას?- ჩვენ ხომ სულ ადვილად შეგვიძლია შევამციროთ ყუმბარის სიჩქარე, ასე რომგვაშორებს მთვარეს! ამ შესაძლებლობას კი ვერ ვიყენებთ.- რა შეასძლებლობაა?- ჩვენი რაკეტების უკუგდების ძალა.- ასე გგონია?- სწორია! აქამდე ეს საშუალება არ გამოგვიყენებია, მაგრამ მალე გამოვიყენებთ, -უპასუხა ბარბიკენმა.- როდისღა?- როცა დრო დადგება. მეგობრებო, დაიმახსოვრეთ, რომ ყუმბარის ახლანდელმდგომარეობაში, ანუ როცა იგი მთვარისკენ გადაიხრება, რაკეტები ყუმბრასმდგომარეობას უცვლიან და მთვარეს კი არ აახლოებენ, არამედ - აშორებენ. თქვენხომ აუცილებლად გინდათ, რომ მთვარეზე მოხვდეთ?- რა თქმა უნდა, - უპასუხა არდენმა.- მაშ, მოთმინება იქონიეთ, რაღაც აუხსნელის ზემოქმედების შედეგად ყუმბარაძირით დედამიწისაკენ ბრუნდება. ადვილი შესაძლებელია, რომ თანაბარიმიზიდულობის წერტილში მისი კონუსური წვერი პირდაპირ მთვარისაკენწარიმართოს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ დროს მისი სიჩქარე ნულსგაუტოლდება. აი, მაშინ კი მოქმედების დრო დაგვიდგება: რაკეტების აფეთქებამ,შეიძლება ყუმბარა მართლაც პირდაპირ მთვარეზე ისროლოს.- ყოჩაღ! - წამოიყვირა მიშელმა.- ჩვენ ვერ შევძელით და ამის გაკეთებას ვერც შევძლებდით მკვდარ წერტილშიპირველი გადაფრენის დროს, რადგან მაშინ ყუმბარა საკმაოდ დიდი სიჩქარითმიფრინავდა.- სრული სიმართლეა, - დაეთანხმა ნიკოლი.- მოთმინება ვიქონიოთ, - გააგრძელა ბარბიკენმა. - ისარგებლოთ ყველაშესაძლებლობით, რაც ჩვენს ხელთაა. ამდენი იმედის გაცრუების შემდეგ, კვლავმინდა დავიჯერო, რომ მიზანს მივაღწევთ!ამ სიტყვებმა არდანის აღტაცებული შეძახილები გამოიწვია.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!