13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- არც მეტი, არც ნაკლები, - შეაწყვეტინა ბარბიკენმა, - ჩვენ ხომ უჰერო სივრცეშიმივფრინავთ, სადაც სიმძიმის ძალა არ არსებობს.- მაშასადამე, მხოლოდ ერთი გამოსავალი გვრჩება! - გადაჭრით თქვა მიშელმა.- რა?- ვისაუზმოთ, - მშვიდად უპასუხა ფრანგმა, რომელიც ყველაზე მძიმე დაგამოუვალ მდგომარეობაში თავის დახსნის ამ საშუალებას მიმართავდა ხოლმე.მართლაც, თუ საუზმე ყუმბარის მოძრაობაზე ზეგავლენას ვერ იქონიებდა,უარის თქმა მაინც არ ღირდა, თუნდაც ჯანმრთელობისათვის. ყველა, ყველა დამიშელის აზრები მუდამ მოსაწონი იყო.ამრიგად, დილის ორ საათზე მეგობრებმა ისაუზმეს: თუმცა, დროს უკვემნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მიშელმა ჩვეულებრივ მენიუ შესთავაზა, ოღონდ საუზმეფარული სარდაფიდან ამოღებულმა ერთმა ბოთლმა კარგმა ღვინომ დააგვირგვინა.თუკი ღვინომ მოგზაურებს არავითარი აზრი არ გაუჩინა, მაშასადამე, 1863 წლისშამბერტენი, არაფრად ვარგებულა.მოგზაურებმა ძალა მოიკრიბეს და კვლავ დაკვირვებას შეუდგნენ.ყუმბარიდან გადმოყრილი საგნები მისგან უცვლელ მანძილზე დაფრინავდნენ.მთვარის ირგვლივ ფრენის დროს ყუმბარას ალბათ არვითარ ატმოსფეროში არგაუვლია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საგნების სხვადასხვა წონა მათშეფარდებით მოძრაობას შეცვლიდა.დედამიწის მხრიდან არაფერი ჩანდა, რადგან მხოლოდ წინადღეს, შუაღამისასდადგა "ახალი დედამიწა". მხოლოდ ორი დღის შემდეგ, როდესაც მისი ნამგალი მზისშუქიდან გამოვა, დედამიწა კვლავ შეასრულებს, ასე ვთქვათ, საათის მოვალეობასმთვარის მცხოვრებთათვის: მისი ბრუნვითი მოძრაობისას დედამიწის ყოევლიწერტილი ხომ ყოველი დღე-ღამის შემდეგ მთვარის ერთსა და იმავე მერიდიანსგადაკვეთს.სულ სხვა სურათი იყო მთვარეზე. იგი მთელი ძალით კაშკაშებდა უთვალავთანავარსკვლავედებში, რომელთა ნათებას ვერ ჩრდილავდა მისი შუქი. მთქვარისდაბლობებს კი ის ნაცრისფერი დადებოდათ, დედამიწიდან რომ მოჩანს. დისკოსდანარჩენი ნაწილი ძველებურად ანათებდა და მის შუაგულში მზესავით ბრწყინადატიხოს მთა.ბარბიკენმა ყუმბარის სიჩქარე ვერაფრით განსაზღვრა, მაგრამ მისი ვარაუდით,ეს სიჩქარე მექანიკის კანონების შესაბამისად ნელ-ნელა უნდა შემცირებულიყო.მართლაც, თუ დავუშვებთ, რომ ყუმბარა მთვარის გარშემო ორბიტასშემოხაზავს, მაშინ ორბიტა აუცილებლად ელიფსის ფორმას მიიღებს. ამასამტკიცებდნენ მეცნიერები. ამ კანონს ემორჩილება ყოველი სხეული, რომელსაც სხვასხეული იზიდავს და მის გარშემო ბრუნავს. სხეულის მიერ სივრცეში შემოხაზულიყველა ორბიტა ელიფსურია: ელიფსით მოძრაობენ პლანეტები, თანამგზავრები,ელიფსით მოძრაობს რომელიმე უხილავი მნათობის გარშემო და ის მნათობისღერძის როლს ასრულებს. არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისსავარაუდებლად, რომ ამ კანონს "საზრბაზნე კლუბის" ყუმბრაც არდაემორჩილებოდა.ვინაიდან მიმზიდავი სხეული ყოველთვის ელიფსურ ორბიტის ერთ-ერთფოკუსშია მოქცეული, ამიტომ ყუმბარა გარკვეულ პერიოდში ახლოს უნდა იყოსმნათობთან, რომლის გარშემოც ბრუნავს, ხოლო როდესაც მეორე ფოკუსშია -მნათობსშეორდება. როდესაც დედამიწა მზეს უახლოვდება, პერიჰელიუმშიმდებარეობს, და პირიქით, როდესაც მზისგან ყევლაზე შორსაა - აფელიოსშია.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!