13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- რა მოგველის, როცა ამ მკვდარ წერტილს მივაღწევთ? - ჰკითხა არდანმა.- არ ვიცი, - უპასუხა ბარბიკენმა.- კი, მაგრამ, ხომ შეიძლება რაიმე ვივარაუდოთ?- მხოლოდ ორი რამ: ან ყუმბარის სიჩქარე არ აღმოჩნდება საკმარი და ორმაგიმიზიდულობის ამ მკვდარი წრტილიდან ვეღარასოდეს გამოვა...- წინასწარ ვაცხადებ, რომ უპირატესობას მეორე შესაძლებლობას ვანიჭებ,როგორიც არ უნდა იყოს იგი, - შეაწყვეტინა მიშელმა.- ან ყუმბარას საკმარი სიჩქარე ექნება და ელიფსური ორბიტით მთვარისგარშემო სამუდამოდ იფრენს.- ვერაფერი სანუგეშო ცვლილებაა, - ამოიოხრა მიშელმა, - მთვარისმოკრძალებულ თანამგზავრებად გადავიქცევთ მაშინ, როდესაც მთვარისმაყურებლის მორჩილ როლს ასე შევეგუეთ! რას იზამ, ჩვენი ბედიც ეგა ყოფილა!არც ბარბიკენს უპასუხაია და არც ნიკოლს.- რას გაჩუმებულხართ? - ვეღარ მოითმინა მიშელმა.- არაფერი მაქვს სათქმელი, - უპასუხა ნიკოლმა.- ნუთუ ვერაფერს ვიღონებთ?- ვერაფერს ვიღონებთ?- ვერაფერს, - უპასუხა ბარბიკენმა. - განა შეიძლება ბრძოლა შეუძლებელთან?ნუთუ გგონია, რომ ეს სიტყვები შეაშინებს ერთ ფრანგს და ორ ამერიკელს?- მაინც რა უნდა ვქნათ?- ჩვენი მოძრაობის ბატონ-პატრონებად უნდა ვიქცეთ! ჩვენ უნდა ვმართოთ!- ვმართოთ?- აბა რა, - უპასუხა გამხნევებულმა არდანმა. - შევაჩეროთ ჩვენი მოძრაობა,შევცვალოთ, ერთი სიტყვით, ვაიძულოთ, რომ ჩვენს მიზნებს ემსახუროს!- ეგ როგორ უნდა გავაკეთოთ?- ეს უკვე თქვენი საქმეა. თუ არტილერისტები თავიანთ ქვემეხებს ვერ უვლიან,ღირსნი არც არიან არტილერისტები იყვნენ. როდესაც ქვემეხია არტილერისტისუფროსი, მაშინ ქვემეხი ყუმბარით კი არა, არტილერისტით უნდა დავტენოთ! რაკარგი მეცნიერები ხართ!... ხაფანგში გამაბეს და ახლა არ იციან, რა ქნან...- ხაფანგში გაგაბეს! - იყვირეს ერთხმად ბარბიკენმა და ნიკოლმა: - ამით რაგინდა რომ თქვა?-კინკლაობის დრო არ არის. საყვედური არ მეთქმის. მომწონს ეს გასეირნება!ყუმბარაც საჩემოა, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ყველა ღონე უნდავიხმაროთ, რომ მთვარეზე თუ არა, სადმე მაინც დავეშვათ.- ჩვენც მოხარული ვიქნებოდით, რაიმე გვეღონა, მაგრამ არაფერი შეგვიძლია, -უპასუხა ბარბიკენმა.- ნუგუ ყუმბარას მიმართულებას ვერ შევუცვლით?- ვერა!- სიჩქარესაც ვერ შევამცირებთ?- ვერა!- რა მოხდება ხომალდივით ყუმბარასაც ზედმეტი ტვირთი რომ მოაშოროთ?- აბა, რა მოვაშოროთ? - ჰკითხა ნიკოლმა - გემზე ზედმეტი ტვირთი არა გვაქვს.ამასთან, შემსუბუქებულ ყუმბარას, ჩემი აზრით, უფრო მეტი სისწრაფე ექნება.- არა, უფრო ნაკლები, - თქვა არდანმა.- არა, უფრო მეტი, - შეეპასუხა ნიკოლი.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!