13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

გამოანგარიშებით, დედამიწის საშუალო ტემპერატურა ნულამდე ოთხასი ათასიწლის შემდეგ დაეცემა.- ოთხასი ათასი წელი! - წამოიძახა არდანმა. - მაშ, ჩვენ ცხოვრებას კიდევმოვასწრებთ! შიშით კინაღამ გული გამიხეთქე. კაცმარომ ყური დაგიგდოს, ასეეგონება, სულ რაღაც ორმოცდაათი ათასი წლის სიცოცხლე დაგვრჩენიაო!მიშელის შიშზე მის მეგობრებს გაეცინათ.პედანტი ნიკოლი, რომელსაც ყველაფერში წესრიგი უყვარდა, ისევ მიუბრუნდა"დღის წესრიგს".- ამრიგად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წინათ მთვარე დასახლებული იყო, არა? -იკითხა მან.ნიკოლმა დადებითი და ერთსულოვანი პასუხი მიიღო.ვიდრე მეგობრები იმდროინდელიმეცნიერული მიღწევების დონის ამსახველგაბედულ თეორიებს განიხილავდნენ, ყუმბარა მთვარის ეკვატორს სწრაფადუახლოვდებოდა და მთვარეს თანდათან შორდებოდა. უკან მოიტოვეს ვოლემისცირკი და დისკოდან რვაასი კილომეტრით დაშორებული მეორმოცე პარალელი.შემდეგ, მარჯვნივ, 30 გრადუსზე ჩამოიტოვეს პიტატი, გადაუფრინეს ღრულბებისზღვის სამხრეთ ნაპირს (მოგზურობის დასაწყისში კი მის ჩრდილოეთ საზღვარსშემოუარეს). სავსე მთვარის თვალისმომჭრელ სითეთრეში, როგორც ნისლში,რიგრიგობით გაიელვეს ცირკებმა: ბუიომ, კვადრატული ფორმის კარტერებმაპურბახმა, შემდეგ კონუსიანმა არზახელმა, რომლის ბრწყინვაებას ენა ვერგადმოსცემდა.ბოლოს მთის კონტურები ნელ-ნელა შორს ჩაიკარგა და დედამიწისთანამგზავრის მთელი საოცარი, არაჩვეულებრივი, უცნაური გარეგნობიდანმოგზაურებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებების გარდა აღარაფერი დარჩათ.მეცხრამეტე თავიბრძოლა შეუძლებელთანბარბიკენი და მისი თანამგზავრები ოდესღაც ქანანის მიწის საზღვარზე მდგომმოსესავით ჩაფიქრებულნი და მდუმარენი დიდხანს დაჰყურებდნენ სამყაროს,რომელსაც სამუდამოდ შორდებოდნენ. ბირთვის მდებარეობა მთვარის მიმართშეიცვალა და ახლა მისი ძირი დედამიწისკენ მიბრუნდა.ამ ცვლილებამ ბარბიკენი საგონებელში ჩააგდო. თუკი ყუმბარა მთვარისგარშემო ელიფსური ორბიტით ბრუნავდა, მისი ყველაზე მძიმე ნაწილი რატომ არიყო მთვარისაკენ მიმართული, როგორც ეს დედამიწის გარშემო მთვარის ბრუნვისდროს ხდება?თუ ყუმბარის მოძრაობას დავაკვირდებოდით, შევამჩნევდით, რომ იგი მთვარესიმავე მრუდით შორდებოდა, რომელიც მასთან მიახლოებისას შემოხაზა. ყუმბარაძალიან გაჭიმული ელიფსით მიფრინავდა და, როგორც ჩანს, იმ წერტილსუბრუნდებოდა, სადაც მთვარის მიზიდულობა დედამიწის მიზიდულობასუწონასწორდებოდა.ყოველ შემთხვევაში, დაკვირრვებების შედეგად ბარბიკენმა ასე გადაწყვიტა. მისამ შეხედულებას ორივე მეგობარი იზიარებდა. ისევ სეტყვასავით დააყარესკითხვები:

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!