13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- გეთანხმები, - უპასუხა ნიკოლმა, - მაგრამ თუკი ეს ტოლობა ახლა არსებობს,რატომ არ იყო მაშინ?- ეს ტოლობა დედამიწის მიზიდულობით რის განპირობებული. ვინდაამტკიცებს, რომ ეს მიზიდულობა იმ შორეულ წარსულში, როცა დედამიწა ჯერკიდევ თხევად მდგომარეობაში იმყოფებოდა, იმდენად ძლიერი იყო, რომ მთვარისმოძრაობაზე ზეგავლენას მოახდენდა?- მართლაცდა! - თქვა ნიკოლმა, - ვინ დაამტკიცა, მთვარე ყოველთვისდედამიწის თანამგზვრი რომ იყო?- მეც სწორედ მაგას ვამბობ, - ჩაერია მიშელ არდანი, - ვინ თქვა; დედამიწამთვარეზე გაცილებით გვიან წარმოიშვაო!ჩვენმა მეგობრებმა რაღარ არ წარმოიდგინეს, - ეს კიტხვა ნებისმიერ ჰიპოთეზასდიდ გასაქანს აძლევდა.ეს გადაუჭრელი საკითხები მეტისმეტად ნუ გაგვიტაცებს, - შეაწყვეტინაბარბიკენმა, - ნურც ღრმად ჩაწვდომას მოვისურვებთ. მხოლოდ დედამიწისმიზიდულობის თავდაპირველი სისუსტე დავუშვათ. აი მაშინ, ღერძისა დადედამიწის გარშემო სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობისას მთვარეზე დღისა და ღამისხანგრძლივობა ისეთივე იქნებოდა, როგორც დედამიწაზეა. თუმცა სიცოცხლე ამპირობების გარეშეც შეიძლებოდა.- მაშ, კაცობრიობა მთვარიდან მთლიანად გაქრა? - ჰკითხა არდანმა.- დიახ, - უპასუხა ბარბიკენმა, - მრავალი ათასი საუკუნის არსებობის შემდეგგაქრა. ამის შემდეგ ატმოსფერო თანდათან გაიშვიათდა. მთვარეზე სიცოცხლეშეწყდა: ასეთივე დაუსახლებელი იქნება ოდესმე დედამიწაც, იგი თანდათანობითგაცივდება.- გაცივდება?- რასაკვირველია, - განმარტა ბარბიკენმა, - იმისდა მიხედვით, თუ როგორცივდებოდა მთვარის წიაღი, მისი შინაგანი სითბო უფრო ღრმად, ცენტრისაკენმიიწევდა, ზედაპირი კი მკვრივდებოდა. ამის შედეგები თანდათანობითმჟღავნდებოდა: გაქრა სულიერი, მცენარეული. ამის შემდეგ დედამიწისმიზიდულობის გამო მალე თითქმის მთლიანად გაიფანტა, ასე ვთქვათ, მოტაცებულიატმოსფერო, ამას მოჰყვა ჰაერის გაქრობა და წყლის აორთქლება. მთვარეზესიცოცხლე შეწყდა და გაქრა ყველა ცოცხალი ბინადარი. მთვარე იმ მკვდარ სამყაროდგადაიქცა, როგორსაც ახლა შევყურებთ.- შენი ფიქრით, დედამიწასაც იგივე მოელის?- ადვილი შესაძლებელია.- როდის?- როდესაც დედამიწის ქერქის გაციების შემდეგ უკაცრიელად გადაიქცევა.- ხომ ვერ გამოვიანგარისებთ, ჩვენი ბედკრული პლანეტა როდის დაიწყებსგაციებას?- რა თქმა უნდა, გამოვიანგარიშებთ.- ცნობილია შენთვის ეს გამოანგარიშება?- ზუსტად არის ცნობილი.- მაშ, რად გაჩუმებულხარ, გამოფიტულო მეცნიერო, - წამოიძახა მიშელარდენმა. - ხომ ხედავ, ცნობისმოყვარეობა აღარ მასვენებს.- ჩემო ძვირფასო მიშელ, - მშვიდად უპასუხა ბარბიკენმა, - ცნობილია, როგორეცემა დედამიწის ტემპერატურა ერთი საუკუნის განმავლობაში. ჰოდა, ზოგიერთი

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!