13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

დასახლებული იყო ადამიანებით, რომლებსაც ბევრი რამ ჰქონდათ საერთო ჩვენსაღნაგობასთან და იქ ბინდრობდნენ ისეთივე ანატომიური აგებულების ცხოველები,როგორიც დედამიწაზეა. მაგრამ ადამიანთა ამ მოდგმამ და ცხოველებმა თავისი დრომოჭამეს და სამუდამოდ გაქრნენ.- გამოდის, რომ მთვარე დედამიწაზე უფრო ძველი პლანეტა ყოფილა? -ჰკითხამიშელ არდანმა.- არა, - მტკიცედ უპასუხა ბარბიკენმა, - მაგრამ, გაცილებით ადრე დაბერდა. მისიწარმოქმნისა და ნგრევის პროცესები უფრო სწრაფად მიმდინარეობდა. მთვარისშიგნით ნივთიერების წარმომშობი ძალები უფრო მძაფრად ვითარედებოდნენ, ვიდრედედამიწის წიაღში. ამას ადასგურებს მთვარის დისკოს დათხრილი, დაღარული,დაფლეთილი ზედაპირი. თავდაპირეველად მთვარეც და დედამიწაც გაზისმაგვარმასასს წარმოადგენდნენ. შემდეგში, მრავალგვარი ზემოქმედების შედეგად გაზისითხედ გადაიქცა და ბოლოს მკვრივ მასად. მაგრამ შეიძლება მტკიცედ ითქვას, რომჩვენი დედამიწა ჯერ ისევ გაზისმაგვარ ან თხევად მდგომარეობაში იმყოფებოდა,როდესაც გაციების ზემოქმედებით მთვარე გამკვრივდა და დასახლდა.- გეთანხმები, -თქვა ნიკოლმა.- იმ დროს, - გააგრძელა ბარბიკენმა, - მთვარეს გარს ერტყა ატმოსფერო. წყალიგაზისმაგვარ გარსში იყო მოქცეული და ვერ ორთქლდებოდა. ჰაერის, წყლის,სინათლის,მზის სითბოსა და საკუთარი შინაგანი სითბოს ზემოქმედებით,მცენარეული მისთვის ხელსაყრელ ნიადაგზე სწრაფად უნდა განვითარებულიყო დაამიტომ სავარაუდებელია, რომ მთვარეზე სიცოცხლე სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა,და რადგან ბუნება ბოძებულს ტყუილუბრალოდ არ ფლანგავს, საცხოვრებლაგამოსადეგ ქვეყანას თავისი ბინადარი უნდა გამოსჩენოდა.- თუმცა, - შეეპასუხა ნიკოლი, - მთვარის მოძრაობასთან დაკავშირებულ ზოგპირობას მცენარეული და ცხოველთა სამყაროს განვითარება მაინც უნდაშეეფერხებინა. მაგალითისათვის ავიღოთ თუნდაც სამასორმოცდათოთხმეტსაათიანი დღეები და ღამეები.- დედამიწის პოლუსებზე ეს დღეები და ღამეები ექვს თვეს გრძელდებოდა, -შენიშნა არდანმა.- ჰო, მაგრამ ეგ ჩემს აზრს არ ეწინააღმდეგება, პოლუსები ხომ დაუსახლებელია.- არ დაგავიწყდეთ, ჩემო მეგობრებო, - თქვა ბარბიკენმა, - რომ თუ ახლა ესხანგრძლივი ღამეები და გრძელი დღეები ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებსიწვევენ, უძველეს დროში საქმე სხვაგვარად იყო. მაშინ მთვარეს გარს ერტყაატმოსფერო და მისი მკვრივი საბურველი მზის სხივების მხურვალებას ასუსტებდადა ღამის გამოსხივებას აკავებდა. ჰაერის ატმოსფერო სინათლეს და სითბოსფანტავდა. სწორედ აქედან გამომდინარეობს ამ მოვლენათა წონასწორობა, რომელიცახლა დარღვეულია, რადგან მთვარეზე ატმოსფერო თითქმის აღარ არის. გარდაამისა, მე თქვენ გაგკვირვებთ...- აბა, ერთი გაგვაკვირვე! - დაინტერესდა მიშელ არდანი.- ჩემი აზრით, როცა მთვარეზე ხალხი ცხოვრობდა, დღე და ღამე უფრო მოკლეიყო.- რატომ? - დაეჭვდა ნიკოლი.- იმიტომ, რომ ალბათ ღერძის გარშემო მთვარის ბრუნვის პერიოდი დედამიწისგარშემო მთვარის ბრუნვას არ ემთხვეოდა და სწორედ ამ ტოლობის გამოა, რომმთვარის ყოველი წერტილი თხუთმეტი დღის განმავლობაში მზისკენ არისშემობრუნებული.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!