13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

რამ წარმოშვა ეს თეთრი სხივები, რომლებიც დაბლობებს კვეთდნენ და მთებშიიჭრებოდნენ, მიუხედავად ამ მთების სიმაღლისა? ყველა სხივი ერთი საერთოცენტრიდან - ტიხოს კრატერიდან იფანტებოდნეა და იქიდან "ასხივებდა". ჰერშელიფიქრობდა, ეს ნათელი ხაზები გაციებული ლავის ნაკადებიაო, მაგრამ მიმდევრები არგამოსჩენია. სხვა ასტრონომები ამ იდუმალ სხივებში უზრმაზარი ქვებისა დაბელტების წყებას, ერთგვარ მორენებს ხედავდნენ, რაც ტიხოს წარმოქმნის დროსამოფრქვევებს უნდა წარმოეშვა.- იქნებ, მართლაც ასე იყო? - თქვა ნიკოლმა, რომელსაც ბარბიკენი თანმეცნიერთა სხვადასხვა შეხედულებებს უზიარებდა და თან თანმიმდევრულადუბათილებდა ყველას.- ასე როგორ იქნებოდა, როგორ უნდა ყოფილიყო ის ძალა, რომელიც ვულკანურქანებს ამ სიშორეზე გადაისროდა, ასევე ამოუხსნელია ნათელი ხაზებისგეომეტრიულად ასე სწორად განლაგება! - თქვა ბარბიკენმა.- ვითომ შეუძლებელია! - აღფშფოთდა არდანი. - მე კი მგონია, ამ სხივებისწარმოშობა ძალზე დვილი ასახსნელია.- მართლა? - ჰკითხა ბარბიკენმა.- აბა რა, - უპასუხა არდანმა. - ჩემი აზრით, ვარსკვლავი ნაპრალია, ფანჯრისმინზე ტყვიის ან ქვის მოხვედრით წარმოქმნილ ბზარს რომ წააგავს.- შეუდარბელია, - გაიღიმა ბარბიკენმა, - ვისმა ძლიერმა ხელმა ისროლა ეს ქვა?- ხელი რა საჭირო იყო, - არ უთმობდა არდანი, - რაც შეეხება ქვას, მისმაგივრობას რომელიმე კომეტაც გასწევდა!- კომეტა? ყველაფერს კომეტებს აბრალებენ! - წამოიძახა ბარბიკენმა. - ძვირფასომიშელ, შენი განმარტება ცუდი არ არის, მაგრამ კომეტა არაფერ შუაშია. ის ძვრები,რამაც ამგვარი ნაპერწკლები წარმოშვა, იქნებ თვით პლანეტის წიაღშიც მომხდარიყო.ასეთი გიგანტური ვარსკვლავისმაგვარი ნაპრალის წარმოსაქმნლად კი გაციებისზემოქმედებით ქერქის ზედაპირის ძლიერი და სწრაფი შეკუმშვაც იკმარებდა.- კარგი, გეთანხმები. ეტყობა, მთვარესაც აწუხებს ჭვლები! - უპასუხა მიშელარდანმა.- ეს ერთ-ერთი ინგლისელი მეცნიერის ნემსის აზრია, - დაუმატა ბარბიკენმა. - მემგონი, ამ სხივების წარმოშობის მისეული განმარტება სრულიადდამაკმაყოფილებელი უნდა იყოს.- ჩანს, ნემსის სულაცარ არის სულელი! - განაცხადა მიშელმა.მოგზაურები ტიხოს დიდებული სანახაობის მზერით ვერაფერით ვერ გაძღნენ.მთვარისა და მზის ორმაგ ელვარებაში ჩაძირული ყუმბარ გავარვარებულ ბურთსჰგავდა. ასე მოულოდნელად მოხვდნენ ჩვენი მოგზაურები სიცივიდან პაპანაქებაში.თვით ბუნება უწყობდა ხელს მათ სელენიტებად გადაქცევას.სელენიტებად გადაქცევა! ამ აზრმა მათ კვლავ მთვარეზე ადამიანის არსებობისპრობლემება გაახსენათ. ყოველივეს ნახვის შემდეგ, ჰქონდათ ამ პრობლემისდადებითად ან უარყოფითად გადაჭრის უფლება! არდანი მეგობრებს ჩააცივდა.მთვარეზე ცხოველის ან ადამიანის არსებობის შესახე ბოლოს და ბოლოს აზრითქვენც გამოთქვითო.- მე ვფიქრობ, შეგვიძლია ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ, - თქვა ბარბიკენმა, -მხოლოდ, ჩემი აზრით, კითხვა ცოტა სხვანაირად უნდა დავსვათ...- შენი ნება არ არის ! კითხვა როგორც გინდა ისე დასვი, - უთხრა არდანმა.- მაშ ასე, ამოცანა ორკითხვიანია და პასუხიც ორივე კითხვას უნდა გავცეთ:დასახლებულია თუ არა მთვარე ამჟამად? და ოდესმე დასახლებული თუ იყო?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!