13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მართალია, მოგზაურებს ტიხოს რგოლისმაგვარი მწვერვალებიდან საკმაოდდიდი მანძილი აშორებდათ, მაგრამ მისი ძირითადი მოხაზულობა მაინც დაინახეს.ტიხოს რკალის შემკვრელ ცირკს გარედან და შიგნიდან გიგანტურ ტერასებადდაზვიანული მთები ეკვროდა. ეს ტერასები დასავლეთით სამასი-ოთხასი ფუტითმაღალი ჩანდა, ვიდრე აღმოსვლეთით. სტრატეგიული ხელოვნების ვერც ერთიქმნილება დედამიწაზე ამ ბუნებრივ სიმაგრეებს ვერ შეედრებოდა. ამგვარი ქვაბისსიღრმეში აგებული ქალაქი სრულიად მიუდგომელი იქნებოდა ისევე, როგორცამდენი ამოფრქვევების შედეგად ანგრეულ ნიადაგზე რაღაც სასწაულით აღმართულიციხესიმაგრე! ბუნებას მისი კრატერის ფსკერი არ დაუცარიელებია და არგაუსწორებია. ამ განცხალკევებულ, ჩაკეტილ სამყაროს განსაკუთრებულიოროგრაფია, საკუთარი მთების სისტემა ჰქონდა. მოგზაურები გარკვევით ხედავდნენკონუსებს, მაღლობებს, უცნაურად უსწორმასწორო ნიადაგს, რაც თითქოს თვითბუნებას მთვარის ხუროთმოძღვართათვის არქიტექტურული ნაგებობისასაშენებლად მოემზადებინა. აქ ტაძრისათვის მოედანი იყო შერჩეული, იქ -გრანდიოზული ფორუმი მოჩანდა; ერთგან თითქოს სასხლის საძირკველიაღმართულიყო, მეორეგან - ციხესიმაგრის საყრდენი მოედანი. ყოველივე ამას გარსერტყა ათას ხუთასი ფუტის სიმაღლის რგოლისმაგვარი მთები. ვრცელ დაბლობზეთუნდაც ათჯერ უფრო დიდი ანტიკური რომი დაეტეოდა.- ღმერთო ჩემო, ამ მთებს შორის გრანდიოზული ქალაქი აშენდებოდა! -წამოიძახა აღტაცებულმა მიშელ არდანმა. - სიმშვიდისა და მყუდროების ესციტადელი ყოველგვარი ადამიანური მღელვარებისაგან შორს იქნებოდა! ყველამიზანთროპი, ყველა კაცთმოძულე, საზოგადოების ყოველი მტერი ამ სიწყნარეში დამარტოობაში რა ლაღად იცხოვრებდა.- ყველა?! ყველას არ ეყოფოდა ადგილი! - იხუმრა ბარბიკენმა.მეთვრამეტე თავისაყურადღებო საკითხებიამ დროს ყუმბარა ტიხოს მთის განშტოებებს გასცდა. ბარბიკენი და მისიმეგობრები დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ მოკაშკაშე სხივებს, რაცსახელგანთქმული მთის ცენტრიდან ყევლა მიმართულებით იფანტებოდა.რა იყო ეს მანათობელი შარავანდედი! ეს გაცისკროვნებული მარაო რომელმაგეოლოგიურმა პროცესებმა წარმოშვა? ბარბიკენს ეს კითხვა განაკუთრებითაწუხებდა.მის თვალწინ ყველა მიმართულებით გაჭიმულიყო ბოლოებაპრეხილი დაშუაგულჩაზნექილი ნათელი ხაზები. ზოგიერთის სიგანე ოცი კილომეტრი იყო,ზოგისა კი - ორმოცდაათი. თეთრი სხივები ზოგან ტიხოდან ათას კილომეტრზეიფანტებოდნენ და სამხრეთ ნახევარსფეროს თითქმის ნახევარს მთლიანადფარავდნენ, განსაკუთრებით აღმოსავლეთისაკენ, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ დაჩრდილოეთისაკენ. ერთ-ერთი ასეთი სხივი მეორმოცე მერიდიანზე - ნეანდრისცირკამდე აღწევდა. მეორე გადიოდა ნექტარის ზღვაზე და ოთხასი ლიეს შემდეგპირენეის მთების ძირთან იმსხვრეოდა. დანარჩენი სხივები დასავლეთისაკენმიემართებოდნენ და მოელვარე ბადით ფარავდნენ ღრუბლებისა და ტენიანობისზღვებს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!