13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მისდევდნენ. არავითარი დაბლობი, არავითარი ზღვა უკვე აღარ ჩანდა. ქვემოთრაღაც უსასრულო შვეიცარია თუ ნორვეგია გადაჭიმულიყო.ბოლოს აქ ქაოსის შუაგულის უმაღლეს წერტილში გამოჩნდა მთვარის ყველაზელამაზი მთა, თვალისმომჭრელი ტიხო, რომელმაც შთამომავლობას ცნობილიდანიელი ასტრონომის სახელი შემოუნახა.ვინც კი უღრუბლო ცაზე სავსე მთვარეს დააკვირვებია, აუცილებლადშეამჩნევდა სამხრეთ ნახევარსფეროს ამ მანათობელ წერტილს. არდანის აღტაცებასსაზღვარი არ ჰქოდნა და მთას ყველანაირი ეპითეტებით ამკობდა, რასაც კი ფიცხიგონება კარნახობდა. მისი სიტყვებით, ტიხო იყო სინათლის მოკაშკაშე წყარო,გამოსხივების ცენტრი. ცეცხლოვანი ბორბალი, ვეებერთელა მოელვარე თვალი,ვერცხლის საცეცებით მთვარეზე გართხმული კომეტა; პლუტონის შარვანდი;შემოქმედის მიერ ციდან მოწყვეტილი და მთვარის ზედაპირზე ნამსხვრევებადქცეული ვარსკვლავი.ტიხო წარმოადგენს სხივური ენერგიის ისეთ თავმოყრას, რომ დედამიწისბინადარნი მას ასი ათას ლიეზეც კი უოკულაროდ დაინახავდენ. წარმოიდგინეთ,როგორი ელვარება ექნებოდა მოგზაურების წინაშე სულ რაღაც ას ორმოცდაათლიეზე აღმართულ ამ მთას. იგი სამყროს კრიალა ჰაერში ციმციმებდ და იმედენადთვალისმომჭრელი იყო, რომ ბარბიკენმა და მისმა მეგობრებმა ოკულარული მინებიგაჭვარტლეს, რომ აუტანელ ბრჭყვიალს თვალი არ მოეჭრა. გაოცებისაგანგაშეშებულნი იშვიათად თუ უზირებდნენ ერთმანეთს აღტაცებას და მთებს თვალსარ აშორებდნენ. მთელი მათი გრძნობა და გონება ერთ აზრს შეეპყრო და მზერადქცეულებს გული ის უცემდათ, როგორც ეს დიდი განცდის დროს ხდება ხოლმე.ტიხო სხივური მთების სისტემას მიეკუთვნება, ყველაზე დასრულებული დასრულყოფილი მთების - არისტარქეს და კოპერნიკის მსგავსად. იგი უდავოდადასტურებს იმ ძლიერ ვულკანურ მოქმედებას, რომელსაც მთვარე უნდაუმადლოდეს თავის წარმოქმნას.ტიხო გადაჭიმულია სამხრეთ განედის 43 გრადუსსა და აღმოსავლეთ გრძედის12 გრადუსზე. მთის შუაგულში ოთხმოცდაშვიდი კილომეტრის სიგანის კრატერია.იგი ელიფსური ფორმისაა და გარსშემორტყმუმლია მთებით, რომლებიცდასავლეთით და აღმოსავლეთით გადაჭიმულ დაბლობებზე ხუთი ათას მეტრზეაზიდულან. ეს გახლავთ ერთი ცენტრის გარშემო განლაგებული და მოკაშკაშესხივების გვირგვინით გარემოცული მრავალი "მონბლანი".ფოტოგრაფია ვერ გადმოგვცემს ამ შეუდარებელ მთის სიდიდეს, ამთიანიპეიზაჟის შემოგარენის სილამაზეს, მისი კრატერის ჯადოსნურ კალეიდოსკოპს.მართლაც, მთელი თავისი სიდიდით ტიხოს მხოლოდ სავსე მთვარის დროს თუდაინახავთ. მაგრამ მაშინ ჩრდილები ქრება, პერსპექტივა იკარგება და ფოტოსურათიუფერულია და გამომსახველობას მოკლებული. ეს მეტად გულდასაწყვეტია, რადგანმთვარის ამ განსაცვიფრებელი რაიონის ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოცემასულ სხვა ინტერესს გამოიწვევდა. სურათებზე კი მხოლოდ უფსკრულების,კრატერებისა და ცირკების გროვა, მთაგრეხილების თავბრუდამხვევი ხლართი დამთვარის დაჩვრეტილ ზედაპირზე აქა-იქ მიმოფანტული ვულკანების ქსელიააღბეჭდილი. ამ სურათიდან ცხადი, რომ გაქვავებულმა ზედაპირმა ოდესღაცამოფრქვევული და აბობოქრებული ლავის სახე შეინარჩუნა. გაციების ზემოქმედებისშედეგად დაკრისტალებული მთვარის ეს პეიზაჟი სამუდამოდ ასახულია, როგორცმთვარის სტერეოტიპული მდგომარეობა მისი პლუტონური მოძრაობის ჟამს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!