13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ძალების ზემოქმედებას უფრო მეტად განიცდიდნენ, მაინც ისეთივე ერთფეროვანისტრუქტურისანი იყვნენ. - იქცა ისეთივე გროვა ცირკებისა, ისეთივე ბორცვები დამაღლობები. მაგრამ შეიძლებოდა პირიქთაც გვეფიქრა. ცენტრში მთვარის ჯერ კიდევმთლად გაუმაგრებელ ზედაპირს მთვარისა და დედამიწის მიზიდულობის ორმაგიზემოქმედება უნდა გაეცადა, რაც ერთი პლანეტიდან მეორე პლანეტისაკენმიმრთული რადიუსით უნდა გაგრძელებულიყო. დისკოს ნაპირების მიზიდულობაკი დედამიწის მიზიდულობის პერპენდიკულრული იყო. ამიტომ ბუნებრივიიქნებოდა, რომ ამდენი სხვადასხვა პირობების ზეგავლენით მთვარის ქერქისრელიეფს სხვა ფორმა მიეღო. მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა. როგორც ჩანს,მთვარის ზედაპირის წარმოქმნა და ფორმირება თვით მთვარის უჩინარი ძალებისზემოქმედებით ხდებოდა. სხვა გარეგანი ზემოქმედება არ განუცდია. ესადასტურებდა არაგოს საინტერესო ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ "მთვარისრელიეფის წარმოქმნაში არავითარ გარეგან ზემოქმედებას მონაწილეობა არმიუღიაო".როგორც არ უნდა ყოფილიყო, თავისი ახლანდელი მდგომარეობით ეს სამყაროსიკვდილის სიმბოლოს წააგავდა, იმასაც კი ვერ იტყოდა კაცი, თუ აქ ოდესმესიცოცხლე სუფევდა.დაახლოებით მეოთხმოცე პარალელზე და ოცდაათი გრადუსის გრძედზეარდანს რაღაც ნანგრევების გროვა მოეჩვენა და ბარბიკენს დაანახვა. საკმაოდ სწორადგანლაგებული ქვების გროვა ვეებერთელა ციხესიმაგრესავით აღმართულიყო ერთ-ერთ დიდ ნაპრალზე, რომელიც შესაძლოა უხსოვარ დროში მდინარეთა კალაპოტსწარმოადგენდა. შორიახლოს 5 646 მეტრი სიმაღლის, კავკასიონის ტოლიმთაგრეხილი - შორტი მდბარეობდა. არდანი მისთვის ჩვეული გატაცებითირწმუნებოდა, რომ ეს "უთუოდ" ციხესიმაგრეაო; მას ქალაქის დაკბილულიკედლები, პორტიკის გადარჩენილი თაღი და მის ქვეშ ორი-სამი დანგრეული სვეტიცკი ეჩვენებოდა; შემდეგ მოელანდა ჩანგრეული ხიდის გადარჩენილი თაღები;სხვაგან, ტაფობის ნაპირებზე თითქოს გაცამტვერებული ხიდის გიგანტურისაყრდენები მოჩანდა. არდანი ისეთ ფანტასტიკურ ჭოგრიტში იყურბოდა დაყველაფერი ისე შელამაზებული იყო მის წარმოდგენაში, რომ მის დაკვირვებებს კაცივერ დაეყრდნობოდა.მაგრამ აბა ვინ გაბედავდა და ვინ იტყოდა, რომ ფიცხი ფრანგი ვერ ხედავდაყოველივე იმას, რის დანახვაც მის მეგობრებს არ სურდათ?ყოველი წუთი იმდენად ძვირფასი ეჩვენებოდათ, რომ უაზრო კამათში დროს არკარგავდნენ. მოჩვენებითი თუ რეალური მთვარის ქალაქი უკვე თვალს მიეფარა.მთვრის დისკოდა და ყუმბარას შორის მანძილი თანდათან იზრდებოდა და მთვარისზედაპირზე გარკევით ცირკები, კრატერები და ვრცელი დაბლობები მოჩანდა.ამ დროს ყუმბარის მარცხნივ გამოჩნდა მთვარის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზიცირკი, ამ მატერიკის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა - ნიუტონი. ბარბიკენმა თავისრუკას დახედა და ეს მთა მაშინვე შეიცნო.ნიუტონი ზუსტად სამხრეთ განედის 77 გრადუსზე და აღმოსავლეთ გრძედის 16გრადუსზე მდებარეობს. იგი წარმოადგენს რგოლისმაგვარ კრატერს, რომლის 7 264მეტრზე აზიდული თხემი სრულიად მიუვალი გეგონებათ.ბარბიკენმა მეგობრებს აცნობა, რომ ნიუტონის სიმაღლე კრატერის სიღრმეზეგაცილებით დაბალიაო. უზარმაზარი ყელი უძირო ჩანდა: ბნელ უფსკრულში მზისსხივი ვერ აღწევდა. ჰუმბოლდტის სიტყვებით, ამ ცირკის ფსკერზე გაბატონებულაბსოლუტურ წყვდიადს ვერც მზის სხივები და ვერც დედამიწის შუქი ფანტავდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!