13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მათი სიმაღლე 500-600 ტუაზით მეტია. თუ ამ მთებს ორივე სამყაროსათვის შესაბამისერთეულს შევადარებთ, მაშინ მთვარის მთები დედამიწისაზე შედარებით მაღალიაღმოჩნდება. პირველნი შეადგენენ მთვარის დიამეტრის ერთ ოთახს სამოცდამეათედნაწილს, მეორენი კი - დედამიწის დიამეტრის მხოლოდ ათას ოთხას მეორმოცედნაწილს. დედამიწის მთამ მთვარის მთის შესაბამის სიდიდეს რომ მიაღწიოს, მისისიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით ექვს-ნახევარ ლიეზე მაინც უნდა იყოს,მაშინ, როდესაც დედამიწის ყველაზე მაღალი მთა 9 კილომეტრსაც კი არ აღემატება.ამრიგად, თუ შედარების მეთოდით ვისარგებლებთ, დედამიწაზე მთვარისმთებზე უფრო მაღალი აღმოჩნდება ჰიმალაის მთაგრეხილის სამი მწვერვალი:ევერესტი, რომლის სიმაღლე - 8 187 მეტრია, მთვარის მთებს - დერფელსა დალეიბნიცს იგივე სიმაღლე აქვთ, რაც ჰიმალაის ჯაჭვის ერთ-ერთ მთას - ჯევაგირს, ესეიგი მათი სიმაღლე 7 603 მეტრს აღწევს. ნიუტონი, კაზატი, კურტი, შორტი, ტიხო,კლაიუსი, ბლანკანი, ენდიმონი, მთვარის კავკასიონისა და აპენინეის მთავარიმწვერვალები მღალია მონბლანზე, რომელიც 4 810 მეტრია. მონბლანის სიმაღლემორეს, თეოფილისა და კატარნის ტოლია; პიკოლომინის, ვერნერისა და ჰარპალუსისმთების სიმაღლეა მონტე-როზას მთა და შეადგენს 4 636 მეტრს; 4522 მეტრიანისერვენი შეიძლება მაკრობის, ერატოსთენის, ალბატესკის, დალამბერის მთებსშევადაროთ; 3 710 მეტრის ტენერიფის პიკი - ბეკონის, სიზატის, ფილოლაის დაალპების მწვერვალებს. პირენეის მონ-პერდიუს მწვერვალები, რომელთა სიმაღლე 3351 მეტრია, ტოლია რემერისა და ბოგუსლავსკის მთებისა; ეტნას სიმაღლე კი 3237მეტრია და ტოლია ჰერკულესისა, ატლანტისა და ფურნერიის მთებისა.ასეთია ის რიცხვები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მთების სიმაღლეწარმოიდგინოთ მთვარეზე. ყუმბარის ტრაექტორია გადიოდა სწორედ სამხრეთნახევარსფეროს მთიან ნაწილზე, სადაც მთვარის ოროგრაფიის ყვლაზე უფროშესანიშნავი ნიმუშები აღმართულიყო.მეჩვიდმეტე თავიტისის მთასაღამოს ექვს საათზე ყუმბარამ სამოც კილომეტრზე უფრო ახლო მანძილზეგადაუფრინა მთვარის სამხრეთ პოლუს. დაახლოებით ასეთივე მანძილზე შემოურაჩრდილოეთ პოლუსსაც. მაშასადამე, ზუსტად ელიფსური ორბიტით მოძრაობდა.მოგზაურები ისევ მზის სხივების ცხოველმყოფელ ნაკადში აღმოჩდნენ. მათკვლავ იხილეს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ნელა მოძრავი ვარსკვლავები.გაცისკროვნებული მნათობის გამოჩენას სამჯერ "ვაშას" შეძახილით შეხვდნენ.სინათლესთან ერთად მზე სითბოსაც გზავნიდა. რამაც მალე ყუმბარის ლითონისკედლებშიც შეაღწია. ფანჯრებზე ყინულის ფენა თითქოს ჯადოქარმა გააქროო,მინები ისევ გამჭვირვალე გახდა. მომჭირნეობისათვის გაზი მაშინვე ჩააქრეს. ახლამხოლოდ ჟანგბადის ხელსაწყოს ჩვეულებრივი განსაზღვრული რაოდენობით უნდაეხარჯა გაზი.- ოჰ, რა კარგია, როგორ თბილა! - უხაროდა ნიკოლს. - ასეთი გრძელი ღამისშემდეგ დღის სინათლის გამოჩენას ალბათ როგორ მოუთმენლად ელიანსელინიტები!- აბა, რა, - უპასუხა მზის სინათლითა და სითბოთი გაბრუებულმა არდანმა, -სითბო და სინათლე - აი, რა არის სიცოცხლის წყარო!

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!