13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

რომ ბოლოს და ბოლოს წყვდიადს თავს დააღწევდნენ და მზის სინათლითგანათებულ მიდამოებს დაუბრუნდებოდნენ.ამასობაში მთვარის ბნელ ზედაპირზე მთები, ბარბიკენმა რომ შეამჩნია,თანდათან ნათლად გამოიკვეთა. ეს მთები მთვარის სამხრეთ პოლუსის მახლობლადაღმართული დერფელი და ლეიბნიცი იყო.ხილული ნახევარსფეროს ყველა მთის სიმაღლე ზუსტადაა გაზომილი. იქნებ ესუჩვეულოდაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ ჰიპსომეტრული მონაცემების სისწორეში ეჭვსვერ შევიტანთ. ის კი არა, იმის მტკიცებაც კი შეგვიძლია, რომ მთვარისა დადედამიწის მთების სიმაღლე თანაბარი სიზუსტითაა დადგენილი.სიმაღლის განსაზღვრის ყველაზე ხშირდ გამოყენებული მეთოდი იმაშიმდგომარეობს, რომ მთის ჩრდილს ზომავენ,მაგრამ ამ გაზომვის დროსითვალისწინებენ მზის სიმაღლეს ჰორიზონტზე. ეს მარტივი გაზომვა წარმოებს ორიპარალელური ძაფის ბადურით აღჭურვილი ტელესკოპის საშუალებით. ამასთან,ვარაუდობენ, რომ ზუსტად არის ცნობილი მთვარის დისკოს ნამდვილი დიამეტრი.იგივე მეთოდი საშუალებას გვაძლევს, მთვარის ღრუმლებისა და კრატერების სიღრმეგავზომოთ. ამ მეთოდით სარგებლობდა გალილეი; უფრო მოგვიანებით კი დიდიწარმატებით იყენებდნენ ბერი და მედლერი.მეორე მეთოდს ტანგენციური სხივეის მეთოდს ეძახიან და ასევე მთვარისრელიეფის გასაზომად იყენებენ. ამ უკანასკნელით სარგებლობენ, როდესაც მთებისმწვევალები დისკოს ბნელ ნაწილში, განათებული ნაწილის საზღვართან წარმოქმნიანმოკაშკაშე წერტილებს. ეს წერტილები ღრუბლებს ზემოთ მზის სხივებითგანათებული მთების მწვერვალებია, რომლებიც საზღვარს წარმოადგენენ მთვარისზედაპირის განათებულ და ბნელ ნაწილებს შორის. მოკაშკაშე წერტილებსა დამთვარის ზედაპირის უახლოეს განათებულ ნაწილს შორის მდებარე ბნელიშუალედის გაზომვა საშუალებას გვაძლევს ამ განათებული მთების სიმაღლე ზუსტადგანვსაზღვროთ. ცხადია, გაზოვის ასეთი მეთოდი მხოლოდ სინათლისა და ჩრდილისსაზღვართან მდბარე მდების გასაზომად გამოიყენება.მესამე მეთოდი მთვარეზე მთების პროფილის მიკრომეტრის გაზომვაა; ამმეთოდს მხოლოდ ნახევარსფეროს განაპირის მდებარე სიმაღლეების გაზომვის დროსიყენებენ. ბუნებრივია, რომ ყველა შემთხვევაში - ჩრდილების ან განათებულიმწვერვალებისა და ჩრდილების საზღვარს შორის არსებული შუალედების, ანდაბოლოს, მთების პროფილის გაზომვა - რელიეფის შესწავლა, მხოლოდ იმ პირობებშიაშესაძლებელი, თუ მზის სხივები დამკვირვებელთან მიმართებით ირიბად ეცემამთვარეს. ხოლო როდესაც მზის სხივები შვეულად ეცემა, ეს კი მთვარის გავსებისასხდება, ყველა ჩრდილი ქრება და დაკვირვება შეუძლებელია.გლილეიმ, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა მთვარის მთების არსებობა,ჩრდილების სიგრძის გაზომვით განსაზღვრა მათი სიმაღლე. როგორც უკვეაღვნიშნეთ, მან გამოიანგარიშა, რომ მთვარის მთების სიმაღლე საშუალოდ 4 500ტუაზს აღწევს. ჰეველიუსს გაცილებით პატარა რიცხვები მოჰყავს, ხოლო რიჩიოლისმონაცემები ორჯერ მეტია. ჰერშელი, რომელიც გაუმჯობესებულ ხელსაწყოებსიყენებდა, ჰიპსომეტრის მონაცემებს უფრო მიუახლოვდა. ზუსტი სიდიდეები კითანამედროვე ასტრონომების ნაშრომებში უნდა ვეძიოთ.თანამედროვე სახელგანთქმულმა ასტრონომებმა ბერმა და მედლერმა მთვარის 1095 მთა გაზომეს. მათი გამოანგარიშებით ექვსი მწვერვალის სიმაღლე 5 800 მეტრსაღემატება, 22 მთისა კი - 4 800 მეტრს. ყველაზე მაღალი მწვერვალი მთვარეზე 7 603მეტრის სიმაღლისაა. ამგვარად, დედამიწის მთები მთვარის მთებზე უფრო მაღალია,

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!