13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

წარმოუდგენელი და ძნელია ჩვენი მოგზაურების განცდების გადმოცემა.მიუხედავად მათი მამაცობისა და შემართებისა, მიუხედაად იმისა, რომ საფრთხესარაფრად აგდებდნენ, თავზრდაცემულნი ჩუმად გახევებული8ყვნენ. ყოველი ძარღვი,ყოველი კუნთი დასჭიმოდათ. ყუმბრა, რომელსაც ვერ მართავდნენ, პირდაპირ ამალმოდებული მასისაკენ მიფრინავდა. იგი ღუმელის დაღბული ხახასავითვარვარებდა და გეგონებოდათ, ყუმბარა ცეცხლოვან უფსკრულოში იჩეხებაო.ბარბიკენმა ხელი ჩაჰკიდა მეგობრებს და სამივენი ნახევრად თვალმოჭუტულნითეთრად გავარვარებულ ასტეროიდს მიაშტერდნენ. თუკი გონება ჯერ კიდევშერჩენოდათ და აზროვნებდნენ, უსათუოდ უნდა მიმხდვარიყვნენ, რომ დღუპვა არასცდებოდათ!ბოლიდის გამოჩენიდან გასული ორი წუთი შემაძრწუნებელი სიკვდილის ორსაუკუნედ მოეჩვენათ! ყოველ წუთს იყო მოსალოდნელი ყუმბარის ბოლიდთანშეჯახება. უცებ, მათ თვალწინ ცეცხლოვანი ბურთი ყუმბარასავით, მაგრამ სრულიადუხმაუროდ გასკდა. გარემომცველ სიცარიელეში ჰერის რხევის გამო აფეთქებახმაურს არც გამოიწვევდა.ნიკოლის შეძახილზე მეგობრები ფანჯრებს მისცვივდნენ. რა სანახაობა იყო! ვისკალამს, ვის ფუნჯს შეეძლო გამოეცნო მათ თვალწინ გადაშლილი სურათის ფერებისსიმდიდრე!იგი შეიძლებოდა შეგვედარებინა კრატერის დაღებული ხახისათვის, ანგრანდიოზული ხანძრისათვის. სივრცეს სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ფერისათასობით ნამტვრევი კვეთდა და ანათებდა. მეგობრებმა თითქოს დაინახესმრავალფეროვანი გიგანტური მარაო, რომელიც ცისარტყელასავით ყვითლად,ნარინჯისფრად, წითლად, მწვანედ და ნაცრისფრად ანათებდა. საშინელიუზარმაზარი ბურთისაგან დარჩა ყველა მიმართულებით გაფანტული და შემდეგწვრილ ასტეროიდებად ქცეული ნამსხვრევები. ზოგი ფოლადივით ბზინავდა, ზოგსთეთრი ღრუბლები ერტყა გარს; დანარჩენს კი კოსმოსური მტვრის მოკაშკაშე კუთიგასდევდა.მანათობელი ნამსხვრევები იხლართებოდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ, ნაკუწ-ნაკუწებად იმსხვრეოდნენ, ზოგი ყუმბარის კედლებს ეხლებოდა. ასეთი ნამსხვრევისძლიერმა დარტყმამ ყუმბარის მარცხენა ილუმინატორი კიდევაც გაბზარა, თითქოსხელყუმბარების წვიმაში მოხვდაო. ყოველ მათგანს შეეძლო თვალის დახამხამებაშიარარაობად ექცია იგი.ასტეროიდების გარშემო თვალისმომჭრელად აკაშკაშებული სინათლის სხვებიმთელ ხილულ სამყაროს ეფინებოდა. როდესაც ამ სინათლეს თვალი ვეღარგაუსწორეს, მიშელმა ბარბიკენი და ნიკოლი თვის ფანჯარასთან მიიყვანა.- როგორც იქნა, უხილავი მთვარის დანახვა შევძელით! - წამოიძახა მან.და თვალისმომჭრელი სინათლის წყალობით სამმა მეგობარმა რამდენიმე წამისგანმავლობაში ნათლად დაინახა იდუმალი დისკო, რომელსაც პირველად მისწვდაადამიანის მზერა.მაინც რა გაარჩიეს ამ განუსაზღვრელი მანძილის მიღმა? დისკო დაფარული იყოწაგრძელებული, ღრუბლების მსგავსი ზოლებით, რაც ძლიერ გაიშვიათებულატმოსფეროში წარმოიქმნებაა. ამ ღრულბებს შორის მარტო მთები კი არ მოჩანდა,არამედ რელიეფის ყოველი წვრილმანი, პიკები, ცირკები, ისევე პირდაღებული დაუცნაურად მიმოფანტული კრატერები, როგორც მთვარის ხილულ ნახევარსფეროზეა.შემდეგ მოჩანდა თვალუწვდენელი სივრცეები, მაგრამ უნაყოფო დაბლობები კი არა,ნამდვილი ზღვები და მრავალრიცხოვანი უკიდეგანო ოკეანეები, რომელთა

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!