13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ცეცხლისმფრქვეველი მთა მთვარის უხილავი დისკოს დაახლოებით სამხრეთგანედის 45 გრადუსზე აღმართულიყო. მაგრამ, ბარბიკენის სამწუხაროდ, მრუდმა,რომლითაც ყუმბარა მიფრინავდა, ისინი ამოფრქვევის ადგილიდან საკმაოდ შორსგაიტცა. ამიტომ მოგზაურებმა ვერ შეძლეს, ალის მიზეზი ზუსტად დაედგინათ.ნახევარ საათში კი ყველფერი ბნელ ჰორიზონტს იქით გაუჩინარდა. ამ ვულკანისშესწავლას სელენოგრაფიისათვის უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა!დამტკიცდებოდა, რომ მთვარის სფეროს წიაღი ჯერ კიდევ არ იყო გაციებული. ხოლოიქ, სადაც სითბო შენარჩუნებულია, სტიქიის გამანადგურებელი ზემოქმედებისმიუხედავად, მცენარეული და ცხოველთა სამყარო არსებობს. თუ დედამიწისმეცნიერები მოქმედი ვულკანების არსებობას ზუსტად დაადგენენ, ხელსშეუწყობდნენ მთვარეზე ადამიანის არსებობის მრავალი თეორიის წარმოშობას.ბარბიკენი ჩაფიქრდა. დედამიწის თანამგზავრის საიდუმლოება არ ასევენებდა.იგი თავისი ცალკეული დაკვირვებების ერთმანეთისათვის დაპირისპირებასცდილობდა, რომ ახალმა, მოულოდნელმა შეხვედრამ უცებ გამოაფხიზლა.ეს ახალი კოსმოსური მოვლენა არა მარტო მეცნიერულად იყო საინტერესო,გაბედულ მოგზაურებს სიკვდილის საფრთხითაც ემუქრებოდა.უეცრად მათ გარემომცველ წყვდიადში გამოჩნდა მთვარის მსგავსი უზარმაზარიმასა, რაც ისე მკვეთრად და თვალისმომჭრელად ანათებდა, რომ მისი შუქი მძაფრადიჭრებოდა ცის უსასრულო სიბნელეში. ეს ბურთისმაგვარი მასა ისე მძლავრადასხივებდა, რომ ყუმბარა გახურდა. ბარბიკენს, ნიკოლსა და მიშელ არდენსთვალისმომჭრელი თეთრი სინათლის ნაკადით განათებულ სახეები უსიცოცხლო,ფერმკმრთალ მოჩვენებებს მიუგავდათ. მსგავსი ეფექტი აქვს ზოგიერთ მარილთანშერეული სპირტის წვის შედეგად მიღებულ ხელოვნურ ალს.- ეშმაკმა დალახვროს! - იყვირა მიშელმა, - საზარელი შესახდავები ვართ! ესახალი მთვარე რაღაა!- ბოლიდია, - უპასუხა ბარბიკენმა.- სიცარიელეში მოკაშკაშე ბოლიდი?- დიახ.ცაზე გამოჩენილი ცეცხლოვანი ბურთი ნამდვილად ბოლიდი იყო. ბარბიკენი არცდებოდა. ამ კოსმოსური მეტეორების შუქი, დედამიწიდან დაკვირვებისას,ჩვეულებრივ, მთვარის შუქზე უფრო სუსტია. მაგრამ აქ, წყვდიადში მეტეორი თვალსჭრიდა. ცდომილი ციური სხეულების წვის წყარო თვით ამ სხეულებსია. ისინიჰაერის გარემოცვას არ საჭიროებენ. ზოგიერთი ბოლიდი ატმოსფეროს ფენებშიდედამიწიდან ორი-სამი ლიეს მანძილზე გაივლის, ზოგი კი პირიქით, თავისიტრაექტორიას შემოხაზავს ისეთ სიმაღლზე, სადაც ატმოსფერო აღარ არის. ასეთიაბოლიდები, რომელთაგან ერთი გამოჩნდა 1844 წლის 27 ოქტომბერს 128 ლიესსიმაღლეზე, ხოლო მეორემ გაიელვა 1841 წლის 18 აგვისტოს დედამიწიდან 182ლიეზე. ზოგიერთი მეტეორი, რომელთა დიამეტრი სამიდან ოთხკილომეტრამდეა,ხოლო სიჩქარე წამში 75 კილომეტრი, დედამიწის მოძრაობისსაწინააღმდეგო მიმართულებით მიილტვის.ბარბიკენის ვარაუდით ყუმბარიდან ას მილზე სიბნელეში მოულოდნელადგამოჩენილი მფრინავი ბურთის დიამეტრი დაახლოებით ორი ათასი მეტრი უნდაყოფილიყო. ბურთი წამში ორი კილომეტრის, ანუ წუთში ოცდაათი ლიეს სიჩქარითახლოვდებოდა. პირდაპირ ყუმბარისკენ მოჰქროდა და რამდენიმე წუთში მათიშეჯახება გარდაუვალი იყო. რაც უფრო ახლოვდებოდა ბოლი, მით უფრო თანდათანიზრდებოდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!