13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

უფრო გვიან დანციგელმა ასტრონომმა ჰეველიუსმა ამ მთების სიმაღლედაიყვანა 2600 ტუაზამდე. მაგრამ მისმა იტალიელმა თანამოძმემ რიჩიოლიმ კვლავაიყვანა იგი 7 ათას ტუაზამდე.მე-18 საუკუნის ბოლოს ჰერშელმა იმ დროისათვის მძლავრი ტელესკოპისმეშვეობით მნიშვნელოვნად შეამცირა ეს რიცხვები. მაგრამ ისიც ცდებოდა. შემდეგ ამსაკითხს სწავლობდნენ: შერეტერი, ლუვილი, გალეი, ნესმისი, ბაინჩინი, პასტორფი,ლორმანი, გიუიტჰაზენი. ამ მეცნიერთა შრომებმა, განსაკუთრებით კი ბერისა დამედლერის მრავალწლოვანმა დაკვირვებებმა, საბოლოოდ გადაწყვიტეს იგი. მათიწყალობით უკვე საბოლოოდ დადგენილია მთვარის გორაკების სიმაღლე. მათგაზომეს 1905 მთვარის მთა, აღმოჩნდა, რომ ექვსი 2600 ტუაზზე მეტია, ოცდაოთხი2400 ტუაზს აჭარბებს, ხოლო მთვარის ყველაზე მაღალი მთა 3801 ტუაზს აღწევს.თანდათანობით გამოირკვა მთვარის აგებულების სხვა წვრილმანებიც. მისიზედაპირი ჩამქრალი ვულკანების კრატერებით აღმოჩნდა დაფარული,დაკვირვებებმა დაადასტურეს მათი საერთო ვულკანური ხასიათი. შემდეგდადგინდა, რომ პლანეტებიდან მომავალი სინათლის სხივები არ გადატყდებიან მისზედაპირზე, ვინაიდან ეს პლანეტები მთვარის დისკოთი არიან დაფარული. აქედანგამოდიოდა, რომ მთვარეზე არ არის ჰაერი, მაშასადამე, არც წყალია. ამგვარად, თუკიარსებობენ სელენიტები, ასეთ პირობებში რომ იცხოვრონ, მათ დედამიწისმცხოვრებთაგან სრულიად განსხვავებული აგებულება უნდა გააჩნდეთ.ნელ-ნელა, დაკვირვებათა ახალი მეთოდებითა და სრულყოფილიხელსაწყოებით გამოკვლეული იქნა მთვარის ზედაპირის თითოეული კუთხე-კუნჭული, მიუხედავად მთვარისზედაპირის საკმაო სიდიდისა: მთვარის მთელიდიამეტრი ტოლია 2150 მილისა, მისი ზედაპირი მხოლოდ ცამეტჯერ ნაკლებიადედამიწისაზე, ხოლო მოცულობა - ორმოცდაცხრაჯერ. ამისდა მიუხედავად,ასტრონომთა მახვილ თვალს არ გამოჰპრავია მთვარის არც ერთი საიდუმლოება. ასემაგალითად, მათ შენიშნეს, რომ მთვარის გავსების ჟამს მთვარის დისკო ალაგ-ალაგიფარება მოთეთრო ზოლებით, რომლებიც მთვარის სხვა ფაზების დროს შავად ჩანან.უფრო გულმოდგინე შესწავლის შედეგად გაირკა, რომ ისინი სხვა არაფერია, თუ არაგრძელი, პარალელურნაპირებიანი წვრილი ღარები, რომლებიც მეტწილადკრატერებს ემიჯნებიან. ამ კვლების სიგრძე ათიდან ას მილამდეა, სიგანე კი - რვაასტუაზამდე. ასტრონომებმა მას მთვარის ნაბზარები უწოდეს. დღემდე გაურკვეველია,დამშრალი მდინარეების კალაპოტებია ისინი, თუ სხვა წარმოშობისაა. ამიტომაცამერიკელებმა სხვათა შორის, მიზნად დაისახეს მთვარის გეოლოგიის ამ მოვლენისგამორკვევა. მათ აინტერესებდათ აგრეთვე პარალელური ზვინულების წარმოშობამთვარის ზედაპირის ზოგიერთ ადგილებში რომ აღმოჩინა მიუნჰენელმაპროფესორმა გიუტჰაიზენმა. პროფესორი მათ მთვარის ინჟინრების მიერ აშენებულსიმაგრეთა სისტემად მიიჩნევდა. ეს ორი ბუნდოვანი და, რასაკვირველია, მთელირიგი სხვა საკითხებიც საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო მხოლოდ მთვარეზემოგზაურობის შემდეგ.მთვარის სინათლის საკითხი ამოხსნილად ითვლებოდა, ცნობილია, რომმისიცხოველმყოფელობა მზისას სამასათასჯერ ჩამორჩება. მთვარის გამოსხივებათერმომეტრს არც ასწევს და არც დასწევს, რაც შეეხება "ფერფრლისფერ სინათლეს",მზის სიხვთა გამონაკრთომია. ფერფლისფერი სინათლე პირველ და ბოლო ფაზაშინახევარმთვარეს ავსებს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!