13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

იმყოფებოდნენ მთვარესთან, რომ მას ცაზე ვეებერთელა შავ წრესავით ხედავდნენ.მაგრამ მთვარემდე მანძილის გამოთვლა მაინც წარმოუდგელენი იყო.ყუმბარამ რომელსაც უხილავი ძალა ამოძრავებდა, მთვარის ჩრდილოეთპოლუსს ორმოცდაათ კილომეტრზე გადაუფრინა. მაგრამ უკვე ორი საათი იყო, რაცმოგზაურები ჩრდილების კონუსში შევიდნენ და ვერაფრით ვერ დაადგენდნენ,გაიზარდა ეს მანძილი თუ შემცირდა. არავითარი საწყისი წერტილი არ ჰქონდათ,რომ ყუმბარის სიჩქარე და მიმართულება განესაზღვრათ. იქნებ, კიდეც დაშორდნენმთვარეს და მალე წყვდიადიდანაც უნდა გამოსულიყო, ან პირიქით, იქნებ ისემიუახლოვდნენ მთვარეს, რომ მისი უხილავი ნახევარსფეროს რომელიმე პიკს უნდადაჯახებოდნენ, რაც სამწუხაროდ, წერტილს დაუსვამდა მათ შემდგომ მოგზაურობას.ამის გამო ატყდა კამთი, მიშელ არდანმაც კი ახსნა-განმარტებებისთვისმუდამზად რომ იყო, გამოთქვა აზრი: მთვარის მიზიდულობის გამო ყუმბარა ბოლოსდა ბოლოს მთვარეზე დაეცემა ისევე, როგორც აეროლითი ეცემა დედამიწისზედაპირზეო.- ჯერ ერთი, აეროლითის უმცირესობა ეცემა დედამიწაზე, - შეეკამათაბარბიკენი, - ასე რომ, ეროლითის მდგომრეობაშიც რომ აღმოვჩნდეთ, ეს გარემოებასრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მთვარეზე დავეცემით.- მაგრამ თუკი ასე ახლოს ვართ მთვარესთან?- მცდარი აზრია, - შეაწყვეტინა ბარბიკენმა, - ნუთუ "მოწყვეტილი ვრსკვლავები"არ გინახავს, ხანდახან ცას ათასობით რომ აჭრებელენ?- რასაკვირველია, მინახავს!- ეს ვარსკვლავები, უფრო სწორად პატარა ციური სხეულები მხოლოდ იმიტომანათებენ, რომ ატმოსფერულ შრეებში გავლისას ძლიერ ხურდებიან. რახანატმოსფეროს გადაკვეთენ, მაშასადამე, დედამიწიდან დაახლოებით თექვსმეტ ლიეზეიმყოფებიან, მაგრამ მის ზედაპირზე ძალიან ისვიათად ეცემიან. მოსალოდნელია,რომ ჩვენს ჭურვსაც ასევე დაემართოს, მიუხედავად იმისა, რომ ასე ახლოსვიმყოფებით, შეიძლება მთვარეზე მაინც არ დავეცეთ.- ძალიან მაინტერესებს, როგორ მოიქცევა სივრცეში ჩვენი მოხეტიალე ვაგონი? -იკითხა მიშელმა.- ჩემი აზრით, ამ კითხვაზე ორგვარად შეიძლება უპასუხოს კაცმა, - თქვაბარბიკენმა მცირეოდენი დაფიქრების შემდეგ.- მაინც როგორ?- ყუმბარამ ორ მათემატიკურ მრუდს შორის ერთ-ერთი უნდა აირჩიოს დაგაჰყვეს თავისი მოძრაობის სიჩქარის შესაბამისად, მხოლოდ რომელს აირჩევს, ამისგანსაზღვრა მე ჯერ არ შემიძლია.- რა თქმა უნდა, - თქვა ნიკოლმა. - მას შეუძლია ან ჰიპერბოლა გაჰყვეს, ანპარაბოლას.- ასეა, - უპასუხა ბარბიკენმა. - თუ ერთ სიჩქარეს აირჩევს, ყუმბარა პარაბოლითწავა, უფრო დიდი სიჩქარის დროს კი - ჰიპერბოლით.- მიყვარს კაცი მაღალფარდოვანი სიტყვებით რომ ლაპარაკობს! - წამოიძახამიშელ არდანმა. - ყურს დაუგდებ და ყველფერი ნათელია. ნება მომეცით, გკითხოთ,რა არის ეს პარაბოლა?- ჩემო მეგობარო, - უპასუხა ნიკოლმა, - პარაბოლა მეორე რიგის ჩაუკეტავიმრუდია და წარმოიქმნება, თუ კონუსს ერთ-ერთი მსახველის პარალელური სიბრტყეგადაკვეთს.- აი, თურმე რა ყოფილა! - წარმოთქვა მიშელმა მოჩვენებითი კმაყოფილებით.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!