13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მკვეთრად დაეცა. ფანჯრებზე ტენი ყინულად იქცა, რაც ყოველგვარ დაკვირვებასაფერხებდა.ნიკოლმა თერმომეტრს დახედა და აღმოაჩინა, რომ ტემპერატურა ნულს ქვემოთჩვიდმეტ გრადუსამდე დაცემულიყო. მიუხედავად იმისა, რომ გაზს მომჭირნედხმარობდნენ, ბარბიკენი იძულებული გახდა, ახლა უკვე არა მარტო გასანათებლად,ჭურვის გასათბობადაც გამოეყენებინა. სიცივის ატანა თანდათან ჭირდა. მოგზაურებსგაყინვის საშიშროება ემუქრებოდათ.- ჩვენს მოგზაურებს ერთფოერვნებას ვერ ვუსაყვედურებთ! - თქვა მიშელარდანმა. - რა მრავალფეროვანი შეგრძნებები გვაქვს - თუნდაც ტემპერატურის მხრივ!ხან კაშკაშა სინათლე გვჭრის თვალს და აუტანელი სიცხით ამოგვდის სული,როგორც ინდიელებს პაპასებში, ხან იდუმალებით მოცულ წყვდიადში ვიძირებითდაესკიმოსებივით სიცივით ვკანკალებთ! ასე, რომ არაფერი გვაქვს სამდურავი.შეიძლება ითქვას, რომ ბუნება კეთილსინდისიერად ზრუნავს ჩვენზე და გვართობს.- გარეთ რა ტემპერატურაა? - ჰკითხა ნიკოლმა ბარბიკენს.- ისეთივე, რაც საპლანეტათშორისო სივრცეში ყოველთვის, - უპასუხა ბრბიკენმა.- მაშასადამე, ახლა სწორედ იმ ცდის ჩატარების დროა, მაშინ რომ ვერ შევძელით,როცა მზე ანათებდა, - თქვა არდანმა.- მართალი ხარ, ან ახლა ან არასოდეს, - უპასუხა ბარბიკენმა, - სწორედ ახლაისეთ მდგომრეობაში ვიმყოვებით, რომ შეგვიძლია დიდი სიზუსტით გავზომოთსაპლანეტთაშორისო სივრცის ტემპერატურა და შევამოწმოთ ფურიეს ან პუიესგამოანგრიშებები.- ყოველ შემთხვევაში, ისე ცივა, ძაღლი არ გაიგდება გარეთ, - თქვა მიშელმა. -ნახეთ, როგორ ილექება ტენი ფანჯრის მინებზე, თუ ტემპერატურა კიდევ დაიწევს,მელე თოვლად ქცეული ჩვენი ამონასუნთქი დაგვიტანს.- მოამზადეთ თერმომეტრი! - თქვა ბარბიკენმა.ცხადია, ჩვეულებრივი თერმომეტრი ასეთ განსაკუთრებულ პირობებშივერაფერს გვიჩვენებდა. ვერცხლისწყლი თერმომეტრის მილში გაიყინებოდა, რადგანნულს ქვემოთ მხოლოდ 42 გრადუსამდე ინარჩუნებს თხევად მდგომარეობას. მაგრამბარბიკენს გამზადებული ჰქონდა უოლფერდინის სისტემის ხელსაწყო, რომელიცგანსაკუთრებით დაბალ ტემპრატურას აჩვენებდა.მაგრამ ხმარებამდე, ეს ხელსაწყო ჩვეულებრივი თერმომეტრის საშუალებითუნდა შეემოწმებინათ და ტემპერატურა გარეთ ამის შემდეგ გაეზომათ.- როგორ უნდა მოვიქცეთ? - იკითხა ნიკოლმა.- ამაზე ადვილი არაფერია, - უპასუხა არდანმა, ვერავითარი დაბრკოლება რომვერ აშინებდა. - ფანჯარას სწრაფად გავაღებთ, გარეთ გადავაგდებთ ხელსაწყოს დათხუთმეტი წუთის შემდეგ კვლავ შიგნით შემოვიტანთ...- რით? ხელით? - ჰკითხა ბარბიკენმა.- ხელით, - უპასუხა მიშელმა.- არ გირჩევ, მეგობარო, ამ საშინელ ყინვაში, ხელი მაშინვე ყინულის უფორმონატეხად გადაგექცევა.- რას ლაპარაკობ!- ხელი ისე დაგეწვება, როგორც სითეთრემდე გავარვარებულ რკინაზეშეხებისას. - ჩვენი სხეული ხომ ერთნაირად განიცდის ძლიერ სიცივესა და სიცხეს.გარდა ამისა, მე არა ვარ დარწმნებული, რომ ჩვენს მიერ გადაგდებული საგნები უკანდაგვიბრუნდეს.- რატომ? - ჰკითხა ნიკოლმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!