13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

უნდა იყოს. ეს დაბნელებები, რასაც დედამიწის, მზისა და მთვარის დაპირისპირებაიწვევს, გრძელდება ორ საათს, ამ ხნის განმავლობაში დედამიწის ატმოსფეროთიმზის სხივების გარდატეხის შედეგად მთვარიდან დედამიწა ისე მოჩანს, როგორცპატარა შავი ლაქა მზეზე.- მაშასადამე, ბუნებამ სიძუნწე გამოიჩინა და დაჩაგრა მთვარის ერთ-ერთინახევარსფერო, - თქვა ნიკოლმა.- დიახ, ასეა. - უპასუხა ბარბიკენმა. - თუმცა ცნობილი ლიბრაციის, ზოგიერთიმერყეობის, თავისი ცენტრის გარშემო მთვარის რხევის გამო, მზის დისკოს ნახევარზემეტი დედამიწისაკენაა მოქცეული. ის ცოტათი წააგავს ქანქარას, რომლის სიმძიმისცენტრი დახრილია დედამიწის სფეროსაკენ და განუწყვეტლივ ლიბრციას განიცდის.რა არის ამ ლიბრაციის მიზეზი? ის, რომ თვისი ღერძის გარშემო მთვარე ერთნაირისიჩქარით ბრუნავს, მაშინ, როდესაც მისი წინსვლითი მოძრაობა დედამიწის გარშემოელიფსურ ორბიტაზე - არათანაბარია. პერიგეაში, სადაც წინსვლითი სიჩქარეჭარბობს, მთვარე დედამიწისაკენ ბრუნავს დასავლეთ ნაპირის მცირე ნაწილით.აპოგეაში, პირიქით, ჭარბობს მთვარის უკუსვლითი სიჩქარე, რის გამოც ისდედამიწისაკენ ტრიალებბდა აღმოსავლეთ ნაპირის დიდი ნაწილით. ამგვარად,ორივე შემთხვევაში, ხან დასავლეთიდან, ხან აღმოსავლეთიდან გამოჩნდება რვაგრადუსის გალუელი, ნამგალა მთვარე. აქედან გამომდინარეობს, რომ მთვარის ათასინაწილიდან ხილვადია მხოლოდ ხუთას სამოცდაცხრა.- სულ ერთია, - შენიშნა მიშელმა, - თუ ჩვენ ოდესმე სელენიტებად ვიქცევით,მთვარის ხილულ ნაწილში დავსახლდებით. მე უსინათლოდ ვერ ვიცხოვრებ!- კარგი, დავსახლდით, - უპასუხა ნიკოლმა, - მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუატმოსფერო სწორედ უხილავ ნაწილში არ არის თავმოყრილი, როგორც ამასზოგიერთი ასტრონომი ამტკიცებს.- სწორი შენიშვნაა, - დაეთანხმა მიშელი.საუზმის შემდეგ მოგზაურები კვლავ დაკვირვებას შეუდგნენ. შუქი ჩააქრეს დაცდილობდნენ, ვაგონის ჩაბნელებული ფანჯრებიდან რაიმე გაერჩიათ. მაგრამგარემომცველ სიბნელეში რომელიმე ნათელი ატომის დანხვაც კი შეუძლებელი იყო.ბარბიკენი განუწყვეტლივ იმაზე ფიქრობდა, თუ რა იყო იმის მიზეზი, რომყუმბრა, რომელმაც ასე ახლოს, ორმოცდაათ კილომეტრზე ჩაუარა, მაინც არ დაეცამთვარეზე? ყუმბრას რომ უფრო მეტი სიჩქარით ეფრინია, მაშინ გასაგები იქნებოდა,მაგრამ მისი შედარებით მცირე სიჩქარის დროს წიანააღმდეგობა მთვარისმიზიდულობის მიმართ, ამოუხსნელი რჩებოდა. ხომ არ მოქმედებდა ყუმბარაზერაიმე იდუმალი ძალა? ხომ არ იზიდავს მას ეთერში რომელიმე ციური სხეული? ასეათუ ისე, ცხადი იყო, რომ ის მთვარის ზედაპირის არც ერთ წერტილს არ შეეხებოდა.საით მიფრინავდა ყუმბარა? შორდებოდა თუ უახლოვდებოდა მთვარისდისკოს? თუ ამ წყვდიადში რაღაც ძალა საიდუმლოებით მოცული უკიდეგანოსივრცეში მიაქროლებდა?ეს კითხვები აღლვებდა ბარბიკენს, მაგრამ პასუხი ვერ გაეცა. იქნებ უხილავიმნათობი რამდენიმე ლიეს, ან რამდენიმე მილის დაშორებით იყო, მაგრამ ვერცთვითონ და ვერც მისი მეგობრები ვერ ხედავდნენ. იქნებ მთვარის ზედაპირზე რაიმეხმაურიც ისმოდა, მაგრამ ვერც ეს ხ,აირო აღწევდა. ხმის გამტარი ჰაერიც კი არ იყო,რომ მათთან მიეტანა მთვარის "კვნესა", არაბულ ლეგენდებში "ნახევრადგაქვევებულ, მაგრამ ტკივილით აკანკალებულ და აკვნესებულ ადამიანს" რომეძახიან.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!