13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ნაწილის სელენიტები, როგორც კი მზე ზედიზედ თხუთმეტი დღე-ღამის ნათებისშემდეგ ჰორიზონტს მიეფარება, ცის მოპირდაპირე მხარეზე ხედავენ მოელვარემნათობს - დედამიწას, რომლის დისკოც ცამეტჯერ უფრო მეტადაც ანათებს.ატმოსფერო დედამიწის შუქს ვერ შთანთქავს. დედამიწა მთვარის ჰორიზონტსმხოლოდ მაშინ ეფარება, როცა მოპირდაპირე მხრიდან მზე ამოდის.- კარგი ნათქვამია! - შეაწყვეტინა მიშელმა, - მართალია, აკადემიურია, მაგრამოსტატურად კია წარმოთქმული.- აქედან გამომდინარეობს, - გააგრძელა ბარბიკენმა, ისე, რომ მიშელისხუმრობისათვის ყურადღება არ მიუქცევია, - რომ მთვარის დისკოს ხილულ ნაწილზეცხოვრება ძალიან სასიამოვნოა - სავსე მთვარის დროს მზეს ხედავ, ახალი მთვარისდროს კი - დედამიწას.- მე კი მგონია, - თქვა ნიკოლმა, - რომ ეს უპირატესობა ყოველგვარმნიშვნელობას კარგავს მზის სხივებით გამოწვეული აუტანელი სიცხის გამო.- ამ უხერხულობას ორივე ნახევარსფერო თანაბრად განიცდის, ვინაიდანდედამიწის არეკლილ შუქს სითბო არა აქვს. პირიქით, მთვარის უხილავ ნაწილშიუფრო მეტად ცხელა, ვიდრე ხილულში. ნიკოლ, მე თქვენს გასაგონად ვამბობ, რადგანმიშელი ალბათ ამას ვერც კი მიხვდება.- გმადლობთ, - ფეხი ფეხს შემოჰკრა მიშელმა.- იმას ვამბობდი, - გააგრძელა ბარბიკენმა, - რომ მთვარის უხილავი ნაწილიახალი მთვარის დროს, მაშინ, როცა მთვარე მზესა და დედამიწას შორის იმყოფება,სარგებლობს მზის შუქითდა სითბოთი. ამ დროს მთვარე ორჯერ უფრო ახლოსაამზესთან, ვიდრე დედამიწასთან. ეს მანძილი დაახლოებით ორასი ათასი ლიეა, ესეიგი, როდესაც მთვარის უხილავ ნაწილს მზის სხივები ანათებს, მთვარედედამიწისაგან ორასი ათასი ლიეთია დაშორებული.- სწორია, - შენიშნა ნიკოლმა.- და პირიქით.... - გააგრძელა ბარბიკენმა.- ერთი წუთით, - შეაწყვეტინა მიშელმა მეგობარ მეცნიერს.- რა მოხდა?- გთხოვ, ნება დამრთო და ეგ განმარტება ახლა მე გამაგრძელებინო.- რატომ?- მინდა დაგიმტკიცოთ, რომ ზოგ რამეს მეც მივხვდი.- კარგი, თქვი, თქვი, - ღიმილით დაეთანხმა ბარბიკენი.- მაშ ასე, პირიქით, - დაიწყო მიშელმა, თან მოძრაობითა და ინტონაციით"საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტს ბაძავდა. - როდესაც მზე ანათებს მთვარისხილულ ნაწილს, ესე იგი სავსე მთვარის დროს, დედამიწა იმყოფება მზესა დამთვარეს სორის. მაშასადამე, მთვარესა და მზეს შორის მანძილი ორასი ათას ლიემდეიზრდება და მთვარის სითბო უკვე უმნიშვნელოა.- დიდებულია! - წამოიძახა ბარბიკენმა. - იცი, მიშელ, მსახიობის კვალობაზე,ძალიან ჭკვიანი ხარ...- დიდი ამბავი! - აიჩეჩა მხრები მიშელმა. - ჩვენთან, იტალიურ ბულვარზე,ყველა ასეთია.ბარბიკენმა ღირსეულად ჩამოართვა ხელი მხიარულ თანამგზავრებს დამთვარის ხილული ნახევარსფეროს მობინადრეთა უპირატესობების ჩამოთვლაგანაგრძო.სხვათა შორის, მან ახსენა მზის დაბნელებებიც, რაც მხოლოდ მთვარის ხილულნაწილსი ხდება, რადგან ამ დროს მთვარე აუცილებლად მზის საპირისპირო მხარეს

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!