13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

იმდენად დიდი იყო, რომ იძულებული გახდა, ხელოვნური განათებისათვისმიემართა.- წყეული მზე! - ყვიროდა არდანი. - იმის მაგივრად, რომ ჩვენს უფასოგანათებაზე იზრუნოს, პირიქით, გაზს გვახარჯინებს.- მზეს ნუ შემოსწყრები, - შეაწყვეტინა ნიკოლმა. - მთვარის ბრალია, ეკრანივითჩამოეფარა მზეს.- ტყუილია, მზეა დამნაშავე! - არ ცხრებოდა მიშელი.- არა, მთვარე! - ჯიუტობდა ნილო.უსარგებლო კამათი ბარბიკენმა შეაწყვეტინა.- ჩემო მეგობრებო, - თქვა მან, - არც მზის ბრალია და არც მთვარისა. ჩვენმაყუმბარამ, ნაცვლად იმისა, რომ მიცემული მიმართულებით ზუსტად ეფრინა,გვერდზე გადაუხვია. კიდევ უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუ ბრალს დავდებდითბოლიდს, მან აიძულა ჩვენი ხელსაწყო თავდაპირველი მიმართულებისათვისგვერდი ექცია.- კარგი! - შემრიგებულურად თქვა მიშელმა. - საკითხი გადაჭრილია, ჩემიაზრით, ახლა ისღა დაგვრჩენია, ვისაუზმოთ. მთელი ღამის შრომის შემდეგდანაყრება არ გვაწყენდა.მიშელის წინადადება ერთხმად მიიღეს და რამდენიმე წუთში საუზმეც მზადიყო. მაგრამ უგემურად ჭამდნენ და სასმელიც ისე დალიეს, რომ ერთმანეთისდალოცვაც კი გადაავიწყდათ. უჰაერო სივრცის წყვდიადით შეშფოთებულები, ვერისვენებდნენ. ყოველი მხრიდან, ვიქტორ ჰიუგოს საყვარელი სიტყვებით რომ ვთქვათ,"ავის მომასწავებელი" სიბნელე ერტყათ გარს.საუზმის დროს ისინი მხოლოდ და მხოლოდ იმ გრძელ ღამეზე საუბრობდნენ,რომელიც 354 საათს, ან 15 დღე-ღამეს გრძელდებოდა და ფიზიკის კანონებსდამორჩილებულ, მთვარის საბრალო მცხოვრებთ უნდა მოეთმინათ. ბარბიკენიმეგობრებს ამ საინტერესო მოვლენას უხსნიდა.- აბა, დაუფიქრდით, - თქვა მან, - თუ მთვარის თითოეულ ნახევარსფეროსმთელი თხუთმეტი დღე-ღამის განმავლობაში მოაკლდა მზის სხივები, მაშინ ერთ-ერთი მათგანი, რომლის თავზეც ამჟამად მივფრინავთ, დედამიწის სინათლითაც კივერ ისარგებლებს, თუმცა ახლა იგი მკვეთრად არის განათებული. ამრიგად,დედამიწამ შეიძლება თანამგზავრობა გაუწიოს მთვარის მხოლოდ ერთ ნახევარს.იგივე პირობები დედამიწაზე რომ გადაგვეტანა, მაგალითად, ევროპას რომ არასოდესენახა მთვარე, ძნელი წარმოსადგენი არ არის. ვთქვათ, ავსტრალიაში ჩასულიევროპელის გაკვირვება!- ხალხი ავსტრალიაში მხოლოდ იმიტომ ჩადიოდა, რომ მთვარე დაენახა, არა? -ჰკითხა მიშელმა.- დიახ, სწორედ ამიტომ, - თქვა "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტმა. ასევეგაოცდებოდა ის სელენიტი, რომელიც მთვარის იმ ნაწილიდან მოვიდოდა,დედამიწიდან სულ რომ არ ჩანს და მის საპირისპიროდ იმყოფება.- იგივეს დავინახავდით ჩვენც, აქ რომ ახალი თვარის დროს, თხუთმეტი დღითგვიან მოვსულიყავით, - დაუმატა ნიკოლმა.- სამაგიეროდ, - გააგრძელა ბარბიკენმა, - მთვარის ხილული ნაწილის ბინადართმათი ანტიპოდებისაგან გნსხვავებით ბუნება ანებივრებს. როგორც ხედავთ, უხილავინაწილის სელენიტებს წილად ხვდათ სამას ორმოცდათოთხმეტსაათიანი ღამეები,რომელთა წყვდიადში ვერც ერთი სხივი ვერ აღწევს. ხოლო მთვარის ხილული

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!