13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

დილის ოთხი საათისათვის ჩვენი გმირები ოროცდამეათე პარალელზეიმყოფებოდნენ და მთვარეს მხოლოდ ექვსასი კილომეტრი აშორებდათ. მათგანმარცხნივ მიზს მოკაშკაშე სხივებით გაშუქებული უცნაური მოხაზულობისმთაგრეხილი აღმართულიყო. მარჯვნივ კი - პირიქით - პირქუში, უძირო ჭის მსგასადპირი დაეღო შავ ღრმულს.ეს იყო პლატონის ცირკი, შავი ტბა, რომელიც დედამიწის ზედაპირიდანაცშეიმჩნევა მთვარის უკანასკნელ მეოთხედსა და ახალი მთვარის შუალედში, როდესაცჩრდილები მთვარეზე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ეცემიან.პლატონი წარმოადგენს რგოლისმაგვარ მთას, რომელიც ჩრდილო განედის 51გრადუსსა და აღმოსავლეთის გრძედის 9 გრადუსს შორის მდებარეობს. მისიკრატერის სიგრძე 92 კილომეტრია, სიგანე კი 61 კილომეტრი. ბარბიკენს გულიწყდებოდა, რომ ყუმბარამ არ გადაუფრინა ცირკის ყველზე ჩაღრმავებულ ადგილს;შესაძლებელია ამ უფსკრულსი ისინი საიდუმლოებით მოცულ რაიმე მოვლენასწაწყდომოდნენ. ყუმბარის მიმართულებას ვერ შეიცვლიდნენ, ეს მათ ძალ-ღონესაღემატებოდა. ასე რომ, უნდოდათ თუ არა, ძალაუნებურად ბედს უნდადამორჩილებოდნენ. შეულებელია საჰაერო ბურთის მარტვა, კიდევ უფრო ძნელიამართა ყუმბარისა, რომელშიც ისე ხარ გამოკეტილი, როგორც ციხის საკანში.დაახლოეით დილის ხუთი საათისათვის მოგზაურები, როგორც იქნა, გასცდნენწვიმის ზღვის საზღვრს. მათგან ხელმარცხნივ დარჩა - კონდამინის, ხელმარჯვნივ კიფონტენელის მთა. მთვარის დისკოს ეს ნაწილი დაწყებული 60 გრადუსიდან, სულმთებით იყო დაფარული. ჭოგრიტში ისინი ერთი ლიეს სიშორეზე მოჩანდნენ, რაცდაახლოებით ზღვის დონიდან მონბლანის სიმაღლის ტოლია. ყველგან პიკები დაცირკები აღმართულიყო. 70 გრადუსზე აზიდული 3 700 მეტრის სიმაღლის მთა-ფილოლაის კრატერს ელიფსის ფორმა, 16 ლიე სიგრძე და 4 ლიე სიგანე ჰქონდა.ამ მანძილიდან მთვარე საოცარ სანახაობად ჩანდა. სხვაობა დიდი იყოდაკვირვების პირობებისა, სად იქიდან დაკვირვება და სად დედამიწიდან!მთვარეზე ჰაერი არ არის და გაზისებრი გარსის უქონლობას მეტად საინტერესოშემდეგები მოჰყვება.მთვარეზე არ არის ბინდი; თვალის დახამხამებასი იცვლება ღამე - დღით, დადღე - ღამით. მსგავსად ლამპისა, რომელიც უცბად ქრება და ინთება სიბნელეში.სითბო და სიცივე აქ თანდათანობით არ ენაცვლება ერთმანეთს. მთვარეზეტემპერატურა უცებ ეცემა დუღილის წერტილიდან საპლანეტათშორისო სივრცისტემპერატურამდე.მთვარეზე უჰაერობას კიდევ ის მოჰყვა, რომ მისი მზით გაუნათებელ ნაწილებშიასოლუტური სიბნელეა გამეფებული. მთვარეზე არ არსებობს ის მოვლენა, რომელსაცდედამიწაზე გაფანტულ სინათლეს ეძახიან. ეს არის ჰაერში გაბნეული მანათობელინივთიერება, რომელიც წარმოქმნის საღამოსა და განთიადისწინა ბინდს, დღის ღამეშითანდათანობით გადასვლის მომხიბვლელ სილამაზეს. აქედან გამომდინარეობს ისარაჩვეულებრივი სიმკვეთრე კონტრასტებისა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ორიფერია დასაშვები - თეთრი და შავი. თუ მთვარის ბინაარი მზეზე თვალებსმოიჩრდილავს, ცა სრულიად შავი მოეჩვენება, ვარსკვლავები კი ისეთივე კაშკაშა,როგორც შუაღამისას.შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ როგორი შთაეჭდილება მოახდინა ბარბიკენსადა მის მეგობრებზე სანახაობამ! ისინი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდნენ და ვეღარამჩნევდნენ სხადასხვა რაიონების ფარდობითსიდიდეს. დედამიწის პეიზაჟისტისმთვარის ვერც ერთ ლანდშაფტს ვერ დახატავდ, რადგან მათ შუქჩრდილების

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!