13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- კარგი, ვთქვათ ნაპრალებია, - დაეთანხმ მიშელი, - მაგრამ მაინც რა ჰგონიათმეცნიერებს ეს ნაპრალები?ბარბიკენმა მაშინვე მოუთხრო მეგობარს ყველაფერი, რაც კი მთვარისნაპრალების შესახებ გაეგონა. მან იცოდა, რომ ნაპრალები შემჩნეული იყო მთვარისდისკოს ყველა დაბლობ რაიონში, რომ მათი სიგრძე ოთხიდან ორმოცდაათ ლიემდე,ხოლო სიგანე ათასიდან ხუთას მეტრამდე აღწევდა, და რომ მათი ნაპირებიყოველთვის პარალელური იყო. მაგრამ მათ წარმოშობასა და ბუნებაზე მას თითქმისარაფერი გაეგებოდა.ჭოგრიტით აღჭურვილი ბარბიკენი დაჟინებით აკვირდებოდა უცნაურნაპრალებს. მან შეამჩნია, რომ ნაპრალებს ძალიან დაქანებული ნაპირები ჰქონდათ. ესიყო პარალელური მიწაყრილების მსგავსი რამ, რაც ფანტაზიით შეიძლებოდამთვარის ინჟინრების მიერ აგებულ სიმაგრეთა გრძელ მწკრივად წარმოედგინა კაცს.ზოგიერთი ნაპრალი ლარივით სწორი იყო, ზოგი კი მოხრილი, მაგრამ მათინაპირები ყოველთვის პარალელური რჩებოდა. ზოგი ერთმანეთში იყოგადაჯვარედინებული, ზოგი კი კრატერებს კვეთდა, სადაც ისინი პეტაიის ანპოსეიდონის რგოლისმაგვარ ღრმულებს და აჭრელებულ მოწმენდილობის ზღვისნაპირებს სერავდნენ.არ შეიძლებოდა, რომ მთვარის ამ უცნაურ ბუნებრივ მოვლენას დედამიწისასტონომთა ინტერესი არ გამოეწვია. მთვრეზე პირველი დაკვირვებებისას ესხნულები შეუმჩნეველი დარჩა ვერც ჰეველიუსმა, ვერც კასინიმ, ვერც ლაგირიმ დავერც ჰერშელმა, როგორც ჩანს, ვერ შეამჩნიეს ისინი. სამეცნიერო სამყაროს ესმოვლენა პირველად შრეტერმა გააცნო 1789 წლეს. ხოლო შემდეგ მათ შესწავლასშეუდგნენ პასტორფი, გრუიტჰეიზენი, ბერი და მედლერი. ამჟამად სამოცდაათამდენაპრალს ითვლიან. მათი დათვლა კი მოხერხდა, მაგრამ წარმოშობის მიზეზიჯერჯერობით დაუდგენელია. ცხადია, ეს არც სიმაგრეებია და არ დამშრალიმდინარეთა კალაპოტები, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მთვარეზე წყალს უმნიშვნელოხვედრითი წონა აქვს და ვერ შეძლებდა ასეთი ღრმა კალაპოტის გათხრას, მეორემიზეზი კიდევ ის არის, რომ ეს ნაპრალები ხშირად მნიშვნელოვან სიმაღლეზეგადაკვეთავენ კრატერებსა და ცირკებს.მიშელ არდანმა გამოთქვა ვარაუდი, რომელიც შემთხვევით იულიუს შმიდტისაზრს დაემთხვა.- იქნებ, ეს გაურკვეველი ხაზები რაიმე ნარგვების მწკრივებია?- ამით რის თქმა გსურს? - მოუთმენლად შეაწყვეტინა ბარბიკენმა.- ნუ ცხარობ, პატივცემულო პრეზიდენტო, - უპასუხა მიშელმა. - მე ვკითხულობ,ეს მუქი ხზები ჩარიგებული ხეები ხომ არ არის-მეთქი?- ესე იგი, შენი აზრით, მცენარეულია?- დიახ, - დაჟინებით მიუგო მიშელმა, - მე მსურს ნათელი მოვფინო იმას, რაცაქამდე თქვენ, მეცნიერებმა ვერ გამოიცანით! ყოველ შემთხვევაში ჩემი ჰიპოთეზაიმას მაინც ცხადყოფდა, თუ ეს ხაზები გარკვეულ პერიოდში რატომ ქრებიან, ანრატომ გვეჩვენება, თითქოს გაქრნენო.- შენი აზრით, რატომ ხდება ასე?- იმიტომ, რომ ფოთოლცვენის დროს, ხეები უხილავნი არიან, ხოლო როდესაციფოთლებიან, მათი დანახვა შესაძლებელია.- ჩემო ძვირფასო, შენი განმარტება მართლაც ძალიან გონებამახვილურია, -შეესიტყვა ბარბიკენი, - მაგრამ ყოვლად უვარგისი.- რატომ?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!