13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

აი, იმის ზუსტი აღწერა, რაც ბარბიკენმა და მისმა მეგობრებმა ზემოთაღნიშნული სიმაღლიდან დაინახეს.თითქოს მთვარის დისკო სხვადასხვა ფერის დიდი ლაქებით იყო მოფენილი.მთვარის მკვლევრები და ასტრონომები სხვადასხვანაირად ხსნიან ამ ლაქებისშეფერილობას. იულიუს შმიდტი ამტკიცებდა, რომ თუ დედამიწის ყველა ოკეანედაშრებოდა, მაშინ მთვარის დამკვირვებელი ზღვებისა და ოკეანეებისშეფერილობაში ვეღარ გაარჩევდა იმ მკვეთრად გამოხატულ ფერებს, რაც დედამიწისდამკვირვებელს წარმოუდგება მთვარეზე. შმიდტის აზრით, საერთო შეფერილობავრცელი დაბლობებისა, რომელთაც "ზღვებს" უწოდებენ, ყავისფერი და მწვანეფერებთან შერწმყმული მუქი ნაცრისფერია. ასეთივე შეფერილობისაა ზოგიერთიდიდი ვულკანის კრატერიც.გერმანელი სელენოგრაფის ეს შეხედულება, რომელსაც იზიარებდნენბერი დამედლერი, ბარბიკენისათვის ცნობილი იყო. მისი საკუთარი დაკვირვებიბი ამშეხედულებას ამტკიცებდნენ, რაც ეწინააღმდეგებოდა სხვა ასტრონომთა აზრს. მათმიაჩნდათ, რომ მთვარის ზედაპირს აქვს მხოლოდ ერთი შეფერილობა - ნაცრისფერი.მთვარის ზოგიერთ დაბლობს ღია მწვანე ფერი დაჰკრავს. იმავე იულიუსს შმიდტისგამოკვლევით, ასეთივე ფერი აქვს ტენიანობისა და მოწმენდილობის ზღვებსაც.ბარბიკენმა გაარჩია განიერი კრატერები, რომელთაც არ გააჩნდათ შიდა კონუსები; ამკრატერებს ახლად გაპრიალებული ფოლადის ფირფიტის მსგავსად მოლურჯო ფერიდაჰკრავდა. მსგავსი შეფერილობა მართლაც დამახასიათებელია მთვარისდისკოსათვის და სრულებით არ არის დამოკიდებული ტელესკოპების ობიექტივებისნაკლზე ან დედამიწის ატმოსფეროს ზემოქმედებაზე, როგორც ამას ზოგიერთიასტრონომი ამტკიცებდა. ბარბიკენს ეჭვიც არ შეჰპარვია ამაში. იგი აკვირდებოდაუჰაერო სივრცეს, სადაც რაიმე ოპტიკური შეცდომა შეუძლებელი იყო. ფერთასხვაობა მას ახლა მეცნიერულად დასაბუთებულ ჭეშმარიტებად მიაჩნდა. მაგრამ იმისმტკიცებას, მწვანე ფერი განპირობებული იყო თუ არა მცენარეულით, რასაც ხელსშეუწყობდა დაბალი და მკვრივი ატმოსფერო, ბარბიკენი ჯერ კიდევ ვერ ბედავდა.მოგვიანებით მან შენიშნა მკვეთრად გამოკვეთილი მოწითალო ფერი. ესშეფერილობა ადრე, ლიხტენბერგის სახელით ცნობილი და განცალკევებით მდგარიცირკის სიღრმეში შეამჩნია, რომელიც მთვარის ნახევარსფეროს განაპირას, გერცინისმთებთან მდებარეობს. ბარბიკენმა ვერც ამ შეფერილობის დადგენა შეძლო.ასევე გაუგებარი იყო მისთვის მთვარის ზედაპირის სხვა თავისებურებაც, რაცშემდეგში მდგომარეობდა.მისელ არდანმა, რომელიც დაკვირვებების დროს ბარბიკენის გვერდით იდგა,შვეული მიზის სხივებით მკვეთრად განათებული გრძელი თეთრი ზოლები შენიშნა.ეს იყო სინათლის ხნულები, რომლებიც სრულიად განსხვავდებოდნენ კოპერნიკისახლახან მოკაშკაშე ზოლებისგან. ეს ხნულები ერთმანეთის პარალელურადმიემრთებოდნენ.მიშელმა ჩვეული რიხით, დაუყოვნებლივ გამოთქვა თავისი აზრი:- შეხედეთ! ეს ხომ დამუშავებული მინდვრებია!- დამუშავებული მინდვრები? - უნდობლად გაიმეორა ნიკოლმა.- ყოველ შემთხვევაში, მოხნულია, - გააგრძელა მიშელმა. - რა შესანიშნავიმხვნელები არიან ეს სელენიტები! ალბათ გუთნებში გიგანტურ ხარებს აბამენ -თორემ ამ ვეებერთელა ხნულებს რა გაავლებდა!- ცდები, მიშელ, - შეეპასუხა ბარბიკენი, - ეს ხნულები კი არა, ნაპრალებია.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!