13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ყუმბარიდან მთვარემდე 1 200 კილომეტრი იყო, რაც ჭოგრიტს თითქმის სამ ლიემდეშეემცირებინა.მოგზაურების თვალწინ ვეებერთელა დაბლობის სახით გადაიშალა წვიმებისზღვა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ძნელი გასარჩევი იყო. მათ მარცხნივ აღმართულიყო 1831მეტრი სიმაღლის ლამბერის მთა, ცოტა მოშორებით კი ქარიშხლების ოკეანისსაზღვარზე ჩრდილოეთ განედის 23 გრადუსსა და აღმოსავლეთ გრძედის 29გრადუსზე ბრწყინავდა მოელვარე მთა - ეილერი. მთვარის ზედაპირიდან 1 815მეტრზე აზიდული ეს მთა გერმანელი ასტრონომის შრეტერის მეტად საინტერესონაშრომის კვლევის საგნად იქცა. მთვარეზე მთების წარმოქმნის მიზეზის კვლევისასმეცნიერი დაინტერესდა საკითხით - კრატერის მოცულობა ტოლია თუ არა მისიგარემომცველი მთების რკალის მოცულობისა. აღმოჩნდა, რომ ასეთი თანაფარდობანამდვილად არსებობს, საიდანაც შრეტერმა დაასკვნა, რომ ერთი ამოფრქვევაზედაპირზე ამოტყორცნიდა ციკის წარმომშობ აუცილებელ მასალას, ხოლო მრავალიამოფრქვევა დაარღვევდა ამ თანაფარდობას. ამ საერთო წესს მხოლოდ ეილერის მთაარ ექვემდბარებოდა - მის წარმოსაქმნელად, როგორც ჩანს საჭირო იყო რამდენიმეგანმოერებითი ამოფრქვევა, რადგან ამ მთის კარტერის მოცულობა ორცჯერ მეტიიყო მისი გარემომცველი რკალის მოცულობაზე.ყველა ეს ჰიპოთეზა მისატევებელი იყო დედამიწის მეცნიერთთვის, რადგან მათარ გააჩნდათ საკამოდ ზუსტი და სრულყოფილი ხელსაწყოები. მაგრამ ბარბიკენს არსურდა დაკმაყოფილებულიყო ამგვარი ვარაუდებით. რაც უფრო მეტადუახლოვდებოდა ყუმბარა მთვარის დისკოს, ბარბიკენს მით უფრო მტკიცედ სწამდა,რომ ჩაწვდებოდა მთვარის ზედაპირის წარმოშობის საიდუმლოს, მაშინაც კი თუ იგიფეხს ვერდ დაადგამდა მთვარეზე.მეცამეტე თავიმთვარის ლანდშაფტებიდილის სამის ნახევარზე ყუმბარა უკვე ჩრდილოეთ განედის ოცდამეათეპარალელზე, მთვარიდან ათას კილომეტრზე იმყოფებოდა, ოპტიკური ხელსაწყოებიკი ამ მანძილს ათ კილომეტრამდე ამცირებდნენ. წინანდებურად ცხადი იყო, რომყუმბარა მთვარეს დისკოს ვერც ერთ წერტილს ვერ შეეხებოდა. ბარბიკენი ვერმიმხვდარიყო, თუ რატომ მიფრინავდა ყუმბარა ასეთი პატარა სიჩქარით. მთვარიდანარცთუ ისე დაშორებულ ყუმბარას გაცილებით მეტი სიჩქარით უნდა ეფრინა, მისიმიზიდულოებისათვის წიანაღმდეგობა რომ გაეწია. რა იყო ამის მიზეზი,ჯერჯერობით გაურკვეველი რჩებოდა. ბარბიკენს კი არც რაიმე გამოკვლევის დროჰქონდა. მოგზაურების თვალწინ გადაიშალა მთვარის ლანშაფტების პანორამა დაცდილობდნენ, მხედველობიდან სულ უმნიშვნელო წვრილმანიც კი არგამორჩენოდათ.ამრიგად, ჭოგრიტში მთვარე სულ რაღაც ორნახევარ ლიეზე მოჩანდა.საინტერესოა, ამ სიმაღლეზე ასულ ჰაერნაოსანი რას დაინახავდ დედამიწისზედპირზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ იყო ადვილი, რადგან აქამდეაეროსტატები რვა ათას მეტრზე მაღლ არ ასულან.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!