13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- ღრუბლების ზღვის ჩრდილოეთ ნაწილს, -განუმარტა ბარბიკენმა. - ის ჯერკიდევ ძალიან შორსაა ჩვენგან და ამიტომ ძნელია დაადგინო, წარმოადგენენ თუ არაეს დაბოლოებები უნაყოფო ქვიშას. როგორც ამას ძველი ასტრონომები ამტკიცებდნენ,თუ იქ ვრცელი ტყეებია, როგორც ფიქრობდა უორენ დე ლა რიუ, რომელიც მთვარესძალიან დაბალ და მკვრივ ატმოსფეროს მიაწერდა, - ამას ჩვენ მოგვიანებითშევიტყობთ. ნურაფრის დამტკიცებას ნუ შევეცდებით, სანამ ამის უფლებას არმოვიპოვებთ.ღრუბლების ზღვის საზღვრები რუკებზე საკმაოდ გაურკვევლად არისაღნიშნული. ფიქრობენ, რომ ეს ვრცელი დაბლობი მოფენილია ამ ზღვის მარჯვნივმდებარე ვულკანებიდან ამოფრქვევული გაციებული ლავის ბელტებით.ყუმბარა საგრძნობლად უახლოვდებოდა მთვარეს და უკვე შესაძლებელი იყომთაგრეხილეის გარჩევა, რომლებიც ღრუბლების ზღვას გარს ერტყა ჩრდილოეთით.- ეს რა არის? - იკითხა მიშელმა.- კოპერნიკია, - უპასუხა ბარბიკენმა.- ერთი ვნახოთ, რას წარმოადგენს ეს კოპერნიკი!ეს მთა მდებარეობს ჩრდილოეთ განედის ცხრა გრადუსსა და აღმოსავლეთგრძედის ოც გრადუსზე და აღმართულია მთვარის ზედაპირიდან 3 438 მეტრისსიმაღლეზე. იგი კარგად მოჩანს დედამიწიდან და ასტრონომთათვის მისი შესწავლაიოლია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი მთვარეს უკანასკნელ მეოთხედსდა ახალ მთვარეს შორის აკვირდებიან, ვინაიდან ამ პერიოდში მთის ჩრდილიაღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დიდ მანძილზე ეცემა და შესაძლებელი ხდებამისი სიმაღლის განსაზღვრა.ტიხოს მთის შემდეგ, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს.კოპერნიკი ყველაზე მაღალი მწვერვალია მთვარის დისკოზე. ის დგასგანცალკევებით, ღრუბლების ზღვისა და ქარიშხლების ოკეანის საზღვარზე და თავისკაშკაშა სხივებით ვეებერთელა შუქურასავით ერთდროულად ორივე ზღვას ანათებს.საუცხოო სანახავია სინათლის ეს გრძელი ზოლები, განსაკუთრებითთვალისმომჭრელია სავსე მთვარის დროს, როდესაც მიიწევენ მთაგრეხილებისგადაღმა, ჩრდილოეთით და ბოლოს წვიმების ზღვაში ქრებიან. როცა დედამიწაზეთენდებოდა, ყუმბარა ამ დიდებულ მთის თავზე ზევით ატაცებული ჰერისბურთივით ქანაობდა.ბარბიკენს შეეძლო გულდასმით დაეთვალიერებინა მისი მოხაზულობა.კოპერნიკი მიეკუთვნება მაღალი, რგოლისმაგვარი მთების რიგს, ანუ უდიდესცირკებს. მსგავსად კეპლერისა და არისტარქესი, რომლეიც ქარისხლების ოკეანეზემბრძანებლობენ, ხანდახან იგი ისე მოჩანს, როგორც მოკაშკაშე წერტილიმონაცრისფრო დისკოს ფონზე, რის გამოც ერთხანს ის მოქმედი ვულკანი ეგონათ.სინამდვილეში კოპერნიკი ჩამქრალი ვულკანია ისევე, როგორც მთვარის ამ ნაწილშიმდებარე სხვა ვულკანები. მისი ცირკის გარშემოწერილობა დიამეტრში დაახლოებითოცდაორ ლიეს ტოლია.ჭოგრიტში მოჩანდა კოპერნიკის ფერდობებზე არსებული ვულკანური შრეები -ნაკვალევი თანმიმდევრული ვულკანური ამოფრქვევებისა; ირგვლივ ყველაფერიდაფარული იყო გაციებული ლავის ბელტებით, ასევე იყო კრატერის ფსკერზეც.- მთვარეზე ბევრი სხვადასხვანაირი ცირკია, - თქვა ბარბიკენმა, - და კოპენიკისცირკიც, ეტყობა, სხივურ სისტემათა ტიპს მიეკუთვნება. რომ მივუახლოვდებოდით,შევამჩნევდით მის ფსკერზე აღმართულ კონუსებს, რომლებიც ოდესღაცცეცხლისმფრქვეველ კრატერებს წარმოადგენდნენ. მთვარის ყველა ცირკისატვის

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!