13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

რომელიც ზუსტად იყო რუკაზე თვით პოლუსამდე მოხაზული, შეეძლოთ ყევლახელსაყრელ მომენტში, მთვარისათვის თვალყური ედევნებინათ.მართლაც, ჭოგრიტით დაკვირვებისას მთვარე 1 400 კილომეტრიდან 14კილომეტრზე, ე.ი. სამ-ნახევარ ლიეზე მიუახლოვდათ. კლდოვანი მთებიტელესკოპში უფრო ახლოს მოჩანდა, მაგრამ დედამიწის ატმოსფერო მნიშვნელოვნადამცირებდა ტელესკოპის ოპტიკურ ძალას. ამიტომ ბარბიკენმა, რომელიცფანჯარასთან მიმჯდარიყო ჭოგრიტით ხელში, უკვე შენიშნა ისეთი წვრილმანები,რაც თითქმის მიუწვდომელი იყო დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისათვის.- ჩემო მეგობრებო, - თქვა ამაჩუყებლად "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტმა, -მე არ ვიცი, სად მივფრინავთ, არც ის ვიცი, კიდევ ვნახავთ თუ არა როდისმედედამიწას. მაგრამ მაინც ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი ნაშრომიტ ოდესმეისერგებლონ ჩვენმა ახლობლებმა. დაე, ნუ შეგაშფოთებთ ნურაფერი. უწინარესყოვლისა ჩვენ ასტრონომები ვართ. ჩვენი ყუმბარა იგივე კემბრიჯის ობსერვატორიისკაბინეტია, ოღონდ საპლანეტათშორისო სივრცეში გადატანილი. მაშ, შევუდგეთდაკვირვებებს.ბარბიკენი გაორკეცებული ენერგიით ჩაუჯდა სამუშაოს, ზუსტად მოხაზამთვარის ზედაპირის რელიეფი იმ სხვადასხვა მანძილიდან, რომლებზეც ყუმბრამთანმიმდევრულად გადაუფრინა მთვარეს.ჩრდილოეთ განედის მეათე პარალელის სიმარლეზე მყოფი ყუმბარა, როგორცჩანს, გადაუხრელად მიფრინავდა აღმოსავლეთ გრძედის 20 გრადუსის მერიდიანით.აქ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი რამ უნდა ითქვას, იმ რუკაზე, რომლითაცმოგზაურები დაკვირვებების დროს სარგებლობდნენ.ვინაიდან ჭოგრიტში ყველა საგანის გამოსახულება თავდაყირა მოჩანს მთვარისრუკებზე სამხრეთი ზემოთ ექცევა. ხოლო ჩრდილოეთი - ქვემოთ. ამავე მიზეზითარმოსავლეთი თითქოს მარცხნივ უნდა აღმოჩნდეს, დასავლეთი მარჯვნივ. მაგრამსინამდვილეში ეს ასე არ ხდება. თუ მთვარის რუკას ისე შემოვაბრუნებთ, რომმთვარემ მიიღოს იგივე მდგომარეობა, როგორშიც დედამიწიდან შეუიარაღებელითვალით დაკვირვების დროს ჩანს, მაშინ არმოსავლეთი მარცხნივ იქნება, დასავლეთიკი მარჯვნივ, დედამიწის რუკის საწინააღმდეგოდ. ეს იმით აიხსნება, რომ დედამიწისჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ვთქვათ, ევროპაში მყოფი დამკვირვებლები სავსემთვარეს ცის სამხრეთ ნაწილში ხედავენ. მთვარის დაკვირვებისას ისინიჩრდილოეთისაკენ ზურგშექცევულნი არიან. ეს იმის საწინააღმდეგო მდგომარეობაა,რომელიც მათ დედამიწის რუკის განხილვისას უკავიათ. ვინიდან ისინიჩრდილოეთისაკენ ზურგშექცევით დგანან. აღმოსავლეთი მათ მარცხნივ მოექცევა,დასავლეთი კი - მარჯვნივ. ხოლო ვინც სამხრეთ ნახევარსფეროდან, მაგალითად,პატაგონიიდან, აკვირდება მთვარეს, დასავლეთი მარცხნივ მოექცევა, აღმოსავლეთიკი - მარჯვნივ, რადგან ისინი პირით ჩრდილოეთისაკენ დგანან, ზურგით კი -სამხრეთისაკენ.ასეთია ორი კოორდინატის - დასავლეთისა და აღმოსავლეთის მოჩვენებითიგადანაცვლების მიზეზი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რათა თვალყურივადევნოთ ბარბიკენის დაკვირვებებს.ბერისა და მედლერის 'Mappa selenographica"-ს საშუალებით მოგზაურებსშეეძლოთ, შეუცდომლად გამოეცნოთ მთვარის ის ნაწილი, რომელიც მათი ჭოგრიტისმხედველობის არეში მოექცეოდა.- რას ვხედავთ ახლა ჩვენ? - იკითხა მიშელმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!