13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

იგი დაინახავდა, მოძრავი მოლეკულებისაგან შედგენილი, ჯერ კიდევგაზისებური მზე როგორ ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო და თანდათანმკვირივდება. მექანიკის კანონების თანახმად, ეს მოძრაობა თანდათან უნდადაჩქარებულიყო მოცულობის შემცირებისდა მიხედვით და დადგებოდა წამი, როცაცენტრიდანული ძალა გადაძლევდა ცენტრისკენულს, რომელიც მოლეკულებსცენტრისკენ ეწევა.მაშინ დამკვირვებელი ახალი მოვლენების მოწმე გახდებოდა: ეკვატორისზონაში მყოფი უთვალავი მოლეკულები შურდულივით გაიტყორცნებოდნენმზისაგან და იმ რგოლისებურ ფორმას მიიღებდნენ, სატურნს რომ გარს არტყია.მაგრამ კოსმოსური მატერიის ეს რგოლები ცენტრალური ბირთვის გარშემო სწრაფიმოძრაობის შედეგად თავის მხრივ უნდა დარღვეულიყვნენ და გარდაქმნილიყვნენმეორეულ ნისლეულებად, საიდანაც წარმოიშვნენ პალენტები.თუკი დამკვირვებელი ყურადღებას გაამახვილებდა პლანეტებზე, იგიდაინახავდა, როგორ იმეორებენ ისინი მზის გავლილ სტადიებს, და გარკვეულეტაპზე როგორ იქმნება მათ გარშემო ერთი ან რამოდენიმე რგოლი, დასაბამს რომაძლევენ უფრო დაბალი რანგის მნათობებს - ე.წ. თანამგზავრებს (სატელიტებს).ასე და ამგვარად, ციურმა სხეულებმა, დაწყებული სამყაროს შექმნის პირველიდღიდან, განიცადეს მთელი რიგი გრდაქმნები. ატომებიდან წამოიქმნენმოლეკულები, მოლეკულებიდან - ნისლეული, ნისლეულიდან - ცენტრალურივარსკვლავი, ცენტრალური ვარსკვლავიდან - მზე, მზიდან - პლანეტები,პლანეტებიდან -მისი თანამგზავრი.მზე თითქოს ჩაკარგულა ვარსკვლავთა უკიდეგანო სამყაროში, თანაც როგორცასტრონომებმა დაადგინეს, იგი შედის ირმის ნახტომის სახელით ცნობილვარსკვლავთა ნისლეულში. მართალია, მზე ცალკე "სამყაროს" ცენტრია, მაგრამ იგიარარაობად ჩანს ცის უკიდეგანო სამყაროში. თუმცა ჩვენთვის იგი მაინცუშველებელია, რადგან მისი მოცულობა მილიონ ოთხასჯერ აღემატება დედამიწისას.მზის გარშემო ბრუნავს რვა პლანეტა, ეს პლანეტები მზის შექმნის პირველიდღეებიდანვე გამოიყვნენ მისივე წიაღიდან. უახლოესი მათგანი - მერკულრია,შემდეგ ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. გარდაამისა, სივრცეში მარსსა და იუპიტერს შუა განსაზღვრულ ორბიტაზე სხვა მცირეზომის სხეულებიც ბრუნავენ. შესაძლებელია, ისინი პლანეტათა ნამსხვრევებიცაა.ასეთი ასტეროიდები, უკანასკნელ დროს ოთხმოცდაჩვიდმეტამდეა შენიშნულიტელესკოპებში.მზის ამ თანამგზავრთაგან ზოგიერთს, რომლებსაც მიზიდულობის დიადიკანონი ელიფსურ ორბიტზე აკავებს, გააჩნია თავისი თანამგზავრები: ურანს დასატურნს რვა-რვა, იუპიტერს - ოთხი, ნეპტუნს ალბათ - ორი, დედამიწას კი - ერთი.მზის სისტემაში შედარებით უმნიშვნელო ამ მნათობს ეწოდება მთვარე. და საჭიროიყო ამერიკელების გაბედული გენია, რომ გაჩენილიყო აზრი ჩვენი თანამგზავრისდაპატრონებისა.ღამის მნათობი, დედამიწასთან მისი სიახლოვისა და ფაზების თანაბარი ცვლისგამო, და მზე დიდი ხანია იპყრობენ დედამიწის მცხოვრებთა ყურადღებას. მაგრამმზეს თვალს ვერ გაუსწორებ, მისი მკვეთრი შუქის ბრწყინვალება და სიძლიერეყოველთვის თვალს ჭრის ადამიანს.ქერათმიანი ფებოსი შედარებით უფრო ადამიანურია და გულმოწყალედგვრთავს ნებას დავტკბეთ მისი მოკრძალებული სილამაზით, თვალი გავუსწოროთმის სინათლეს. იგი თავმდაბალია, თუმცა ზოგჯერ ჩრდილავს თავის ძმას, სხივოსან

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!