13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მოახლოება შეეძლოთ. აქ კი, ყუმბარაში მთვარიდან 120 კილომეტრის მოშორებით,სადაც ატმოსფერო ხედვაში ხელს არ უშლიდათ, ჭოგრიტით 1500 მეტრზემიუახლოვდნენ მთვარეს.მეთერთმეტე თავიფანტაზია და სინამდვილე- თუ გინახავთ ოდესმე მთვარე? - დამცინავად ჰკითხა ერთ-ერთ სტუდენტსვინმე პროფესორმა.- არა, - ისევ დამცინავად უპასუხა სტუდენტმა, - მაგრამ გამოგიტყდებით, რომმის შესახებ ცოტა რამ გამიგია.ასე იოხუნჯებდა ალბათ დედამიწის მცხოვრებთა დიდი ნაწილი. რამდენადამიანს სცოდნია მთვარის შესახებ ბევრი რამ, მაგრამ არავის უნახავს ის არცსათვალთვალო მილებიდან და არც ტელესკოპიდან. ვინ იცის, რამდენ ადამიანსთვალიც კი არ შეუვლია ჩვენი თანამგზავრის რუკისათვის.მთვარის რუკაზე ყველაზე მეტად ერტი რამ გვაოცდებს. მთვარის მატერიკებიდედამიწის და მარსის მატერიკებისაგან განსხვაებით, უფრო მეტად სამხრეთნახევარსფეროზეა თავმოყრილი. მათი მოხაზულობანი ისე გარკვევითა და მკვეთრადროდი ჩანს, როგორც, მაგალითად, სამხრეთ ამერიკისა, აფრიკისა ან ინდოეთისნახევარკუნძულებისა. მათი კუთხოვანი, უცნაურად შეჭრილ-შემოჭრილი ნაპირებიუთვალავი ყურითა და ნახევარკუნძულითაა დასერილი. მთვარის მატერიკებიწააგავს ურიცხვ ნაწილებად დაქუცმაცებულ ზონდის არქიპელაგს. და თუ ოდესმემთვარეზე ნაოსნობა არსებობდა, იგი საშიშიც იქნებოდა და ძალიან ძნელიც.თანდაგრძნობის ღირსია მთვარის მეზღვაურები და ჰიდროგრაფები. პირველნიიმიტონ, რომ შემოუარეს ამ დაკლაკნილ ნაპირებს და მეორე იმიტომ, რომ გაზომესისინი. რუკაზე ისიც შეიმჩნევა, რომ მთვარის სამხრეთ პოლუსზე ხმელეთი უფრომეტია, ვიდრე ჩრდილოეთით.მთვრის ჩდილო პოლუსზე არის აგრეთვე კუნძულების პატარა ჯგუფი,რომლებიც სხვა დანარჩენი მატერიკებისაგან ფართე ზღვებით გამოიყოფა. "ზღვას"ჩვენ, რასაკვირველია, იმ უზარმარ სივრცეებს ვუწოდებთ, რომლებიც, ალბათოდესღაც წყლით იყო დაფარული. ახლა კი მხოლოდ ვრცელი დაბლობებია. სამხრეთნახევარსფერო თითქმის მთლიანად ხმელეთია. ადვილი შესაძლებელია,სელენიტებმა ერთ-ერთ პოლუსზე უკვე გაშალეს კარავი. მაშინ, როდესაც ვეცფრანკლინმა, ვერც როსმა, კანმა, დიუმონ-დ´ურვილმა, ლამბერმა დედამიწისპოლუსებს ჯერ ვერ მიაღწიეს.რაც შეეხება კუნძულებს, ისინი მთვარეზე უამრავია და ყველას ოვალური ანმრგვალი ფორმა აქვს, ფარგლით მოხაზულებს ჰგვანან და დიდ არქიპელაგს ქმნიან.ეს არქიპელაგი საბერძნეთსა და მცირე აზიას შუა გაფანტულ თვალწარმტაცკუნძულებს წააგავ, რომლებიც ოდესღაც მითოლოგიამ პოეტური ლეგენდებისცენტრად აირჩია. მთვარის კუნძულების დანახვისას უნებურად გაგონდება ნაკსოსი,ტენედოსი, მილოსი, კარპატოსი და ასევე თვლი უნებურად ოდისევსის გემს ან კიდევარგონავტების იალქნიან გემს დაეძებს. ყოველ შემთხვევაში, მიშელ არდანს ასეთიშთაბეჭდილება შეემქნა: მთვარის რუკაზე ის საბერძნეთის არქიპელაგს ხედავდა.უფრო ნაკლები ფანტაზიის მქონე მისი თანამგზავრებს კი მთვარის სანაპიროების

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!