13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ყველაზე ავტორიტეტული მეცნიერი ბარბიკენი თავისი ულმობელი ლოგიკისწყალობით არდანს აზრს უცვლიდა.- არა, მიშელ, არა, - ამბობდა ის. - მთვარეზე მაშინ მოვხვდებით, ყუმბარა რომმასზე დაცემულიყო. ჩვენ კი ვერ ვეცემით. ორ ძალას შუა ვართ მოქცეული -ცენტრისკენული მთვარისკენ გვიზიდავს, ცენტრიდანული კი გვაშორებს.ეს ისე დამაჯერებლად იყო ნათქვამი, რომ მიშელმა საბოლოოდ დაკარგაყოველგვარი იმედი.ყუმბარა მთვარის ჩრდილო ნახევარსფეროსკენ მიემართებოდა. ესნახევარსფერო მთვარის რუკაზე ქვემოთ იყო მოთავსებული, ვინაიდან რუკებიტელესკოპითაა გადაღებული და ტელესკოპი კი, ცნობილია, გადაყირავებულიგამოსახულებას იძლევა. ამ რუკებიდან ერთ-ერთი - Mappa selenographica 1 ბერის დამედლერის ბარბიკენს წინ ედო. ჩრდილო ნახევარსფერო ვერცელი დაბლობებით იყოწარმოდგენილი, რომელზედაც აქა-იქ მთის პიკი იყო აღმართული.შუაღამისას სავსე მთვარე გამოჩნდა. ამ დროს ისინი უკვე მთვარეზე უნდაყოფილიყვნენ, იმ ბედკრულ ბოლიდს რომ ხელი არ შეეშალა. მთვარე ზუსტად___________1 მთვარის რუკა (ლათ.)იმ წერტილთან მივიდა, რომელიც კემბრიჯის ობსერვატორიისთანამშრომლებმა გამოთვალეს. ეს იყო ოცდამერვე პარალელის მთვარის პერიგეასზენიტის მათემატიკური წერტილი. ამ მომენტში ჰორიზონტისპერპენდიკულარულად ამართული უზარმაზარი კოლუმბიადის ფსკერზე მყოფიადამიანი მთვარეს ზუსტად თავს ზემოთ დაინახავდა. ხოლო თუ კოლუმბიადისღერძს გავაგრძელებდით, იგი ზუსტად მთვარის ცენტრში გაივლიდა. თქმა არ უნდა,ექვსი დეკემბერი ისე გათენდა, ჩვენს მოგზაურებს თვალიც არ მოუხუჭავთ. რადააძინებდათ, როცა შეუცნობელ სამყაროსთან ასე ახლოს იყვნენ? მეგობრებისერთადერთი სურვილი იყო ენახათ, რაც შეიძლება მეტი, ისინი დედამიწისწარმომადგენლები იყვნენ, ყველა ეპოქის კაცობრიობის წარმომადგენლები და ახლაადამიანთა მოდგმას მათი თვალებით უნდა დაენახა და შეეცნო თავისითანამგზავრის საიდუმლო. აღელვებულები ხან ერთ ილუმინატორს მიადგებოდნენ,და ხან მეორეს. ისინი ჭოგრიტების საშუალებით ზუსტ დაკვირვებებს აწარმოებდნენდა თან რუკას ადარებდნენ. ბარბიკენი ყოველ წვრილმანსაც კი იწერდა.მთვარეზე პირველი დაკვირვება გალილეიმ მოახდინა. მას ძალზე სუსტიბინოკლი ჰოქნდა, რომელიც დაახლოებით ოცდაათჯერ ადიდებდა. მიუხედავადამისა, მან დაადგინა, რომ მთვარის ლაქები, რომლითაც მთვარის ზედაპირიამოფენილი, "ფარშევანგის კუდის თვლებივით", მთებია და სხვა არაფერი. მან ამმთებისსიმაღლეებიც კი გაზომა, რომელიც თავისი გადიდებული ანგარიშით,მთვარის დისკოს ერთ მეოცედ დიამეტრს გაუტოლდა, ე.ი. 8.800 მეტრს. მაგრამგალილეის თავისი დაკვირებების რუკა არ დაუტოვებია.რამდენიმე წლის შემდეგ დანციგელმა ასტრონომმა ჰეველიმ, რომლისგაზომვები თვეში მხოლოდ ორჯერ იყო სწორი, - მთვარის პირველ და მეორემეოთხედში - გამოიანგარიშა, რომ მთვარის მთების სიმაღლე სინამდვილეში არც ისედიდია და მთვარის დიამეტრის ერთი ოცდამეექვსედს უდრისო. ეს რიცხვები,გალილეისთან შედარებით, შემცირდებული ჩანდა. ამ მეცნიერს უნდა ვუმადლოდეთმთვარის პირველ რუკას. მრგვალი, ნათელი ლაქები მთვარის დისკოზერგოლისმაგვარი მთებია, ე.წ. ცირკები, ხოლო მუქი - ვრცელი ზღვები, რომლებიცსინამდვილეში ვაკეებია და სხვა არაფერი. ჰეველიმ მთვარის მთებსა და ზღვებს

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!