დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე დედამიწიდან მთვარემდე

geobestbooks.files.wordpress.com
from geobestbooks.files.wordpress.com More from this publisher
13.07.2015 Views

სიჩქარე თითქმის უცვლელი იყო. ესეც იმას ამტკიცებდა, რომ ყუმბარა შვეულად არჯდებოდა მთვარეზე.ყუმბარის საწყისი სიჩქარე ჯერ კიდევ სძლევდა მთვარის მიზიდულობის ძალას,თუმცა ყუმბარის ტრაექტორია უფრო უახლოვდებოდა მთვარის დისკოს დაშეიძლებოდა იმედი ჰქონოდათ, რომ უფრო ახლო მანძილზე მთვარის მიზიდულობაგადასძლევდა და ყუმბარა მთვარეზე დაეცემოდა.რაკი უფრო მნიშვნელოვანი საქმე არაფერი ჰქონდათ, მეგობრებმა კვლავდაკვირვება განაგრძეს. თუმცა მათ ჯერ კიდევ ნათლად ვერ გაერჩიათ დედამიწისთანამგზავრის ტოპოგრაფია. ყოველი კონტური მზის სხივებში ირეოდა.მეგობრები მთვარეს საღამოს რვა საათამდე აკვირდებოდნენ გერდითაილუმინატორებიდან. მთვარე თანდათან ისე გადადიოდა, რომ ცის თაღი ნახევრადდაფარა. ყუმბარა ცალი მხრიდან მზის სხივებით იყო გაჩახჩახებული, მეორდან კი -მთვარის სინათლით.ამ დროს ბარბიკენმა გამოიანგარიშა, რომ მთვარემდე მხოლოდ 700 ლიე იყოდარჩენილი, რომ ყუმბარა წამში 200 მეტრს გადიოდა, ე.ი. 170 ლიეს საათში.ყუმბარის ქვედა ნაწილი ცენტრისკენული ძალის მეშვეობით მთვარისაკენბრუნდებოდა, მაგრამ ცენტრიდანული ძალა ზემოთ სწევდა და ისეთიშთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ყუმბარის ტრაექტორიაც ამოღუნული იყო,მაგრამ ამის ზუსტად გარკვევა ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა.ბარბიკენი ამ ამოუხსნელი ამოცანის გაგებას ცდილობდა. საათები გადიოდა.აშკარა იყო, რომ ყუმბარა მთვარეს უახლოვდებოდა, მაგრამ უკვე ისიც ნათელი იყო,რომ იგი მთვარეს არ შეეხებოდა. თუ რა მანძილზე აუვლიდა გვერდს, ესმიზიდულობისა და განზიდულობის ძალთა ურთიერთქმედებაზე იყოდამოკიდებული, რომელმაც ყუმბარის მოძრაობა განსაზღვრა.- მხოლოდ ერთი რამ მინდა, - იმეორებდა მიშელი, - რაც შეიძლება ახლოსმივიდეთ მთვარესთან, რათა მთელ მის საიდუმლოს ჩავწვდე!- დასწყევლოს ღმერთმა ის მიზეზი, რამაც ჩვენ გზიდან აგვაცდინა! - ბრაზობდანიკოლი.- დაწყევლილი იყოს... - შესძახა მიზეზის მიხედვით თავზარდაცემულმაბარბიკენმა. - დაწყევლილი იყოს ის ბოლიდი, რომელიც ჩვენ შეგვხვდა!- რა! - ჩაეძია არდენი.- ამით რა გინდათ, რომ თქვათ? - შესძახა ნიკოლმა.- ის, რომ - განაგრძო ბარბიკენმა, - ამ გადახრას მხოლოდ ამ მოხეტიალე ბოლიდსუნდა ვუმადლოდეტ.- მაგრამ ის ხომ არც კი შეგვხებია? - შენიშნა მიშელმა.- ეს არფერს არ ნიშნავს. ბოლიდის მასა გაცილებით დიდია ყუმბარის მასაზე დამისი მიზიდულობის ძალაც საკმარისი იყო, რომ ყუმბარის მიმართულებაზეემოქმედა.- როგორ, ასეთ უმნიშვნელო რამეს? - შეჰყვირა ნიკოლმა.- დედამიწიდან ორხმოცდაოთხი ათასი ლიეს დაშორებით საკმარისი იყო ასეთუბრალო რამ, რომ მთვარეს ავცდენოდით, - უპასუხა ბარბიკენმა.მეათე თავიმთვარეზე დაკვირვება

ბარბიკენმა გადახრის ნამდვილ მიზეზს მიაგნო. როგორი უმნიშვნელოც არუნდა ყოფილიყო ეს მიზეზი, მხოლოდ მას შეეძლო ყუმბარისათვის მიმართულებაშეეცვალა. უაზრო შემთხვევითობამ გაბედული ცდა უშედეგოდ აქცია. თუ რაღაცახალი, მოულოდნელი რამ არ შეცვლიდა ამ მდგომარეობას, მათ მთვარეზე დაჯდომაარ ეწერათ.იმდენად მაინც თუ მიუახლოვდებიან დედამიწის თანამგზავრს, რომფიზიკისადა გეოლოგიის დღემდე უცნობი ზოგიერთი პრობლემა ამოხსნან? ამჯერადმათ მხოლოდ ესღა აფიქრებდათ. საკუთარ ბედზე ფიქრიც კი არ უნდოდათ. ჟანგბადიმალე გამოელევათ. უმისოდ კი რა უნდა ქნან უკიდეგანო სივრცეში? კიდევრამდენიმე დღე და ისინი შეუცნობელი ძალების მოქმედებით მოხეტიალე ყუმბარაშიგამოიგუდებიან. მაგრამ ეს რამდენიმე დღე საუკუნედ ეჩვენებოდათ. დაცდილობდნენ, ყოველი წუთი მხოლოდ მთვარეზე შორიდან დაკვირვებისათვისგამოეყენებინათ, პლანეტაზე მოხვედრის იმედი მათ უკვე აღარ ჰქონდათ.მანძილი ყუმბარასა და მთვარესშორის ამ დროს ორასი ლიე იყო. მთვარისდისკოს რელიეფს ისინი უფრო შორიდან ხედავდნენ, ვიდრე ძლიერი ტელესკოპითშეიარაღებული დედამიწის მცხოვრებლები.მართლაც, პარსონსტოუნში ჯერ როსის მიერ დადგმული ტელესკოპით,რომელიც 6500-ჯერ ადიდებს, მთვარე დედამიწას თექვსმეტი ლიეს მანძილზეუახლოვდება, ხოლო ლონგსპიკის მძლავრი ოკულარიდან, რომელიც 48000-ჯერადიდებს, თითქმის ორი ლიეს მანძილზე მოჩანს მთვარე. ამ მანძილზე კიყოველგვარი ათმეტრიანი დიამეტრის მქონე საგნის დაწვრილებით შესწავლაც კიშეიძლება.ამგვარად, ტელესკოპის გარეშე მთვარის ტოპოგრაფიის ასე თუ ისე ზუსტიშესწავლა ამ მანძილზე არ ხერხდბოდა. შეიძლებოდა მხოლოდ თვალი მოეკრათუზარმაზარი დაბლობების ბუნდოვანი კონტურებისათვის, რომლებიც "ზღვებს"უწოდებენ, მაგრამ რა სახის დაბოლოებები იყო, ვერ გაარჩევდნენ. ქედების რელიეფიკასკაშა მზის არეკლილ სინათლეში მიმქრალებულიყო. გამდნარი ვერცხლივითმოელვარე ამ თვალისმომჭრელ სხივებს ადამიანი უნებლიეთ თვალს ვერგაუსწორებდა.ამასობაში მთვარის ფორმა უკვე მკვეთრად გამოისახა, გაწელილ ბურთსდაემსგავსა. იგი გიგანტურ კვერცხს ჰგავდა, რომელსაც წაწვეტებული ბოლოდედამიწისაკენ ჰქონდა მიმარტული. შორეულ წარსულში, როდესაც მთვარე ის იყოყალიბდებოდა, თხევად თუ გაზისებრ მდგომარეობაში მყოფს ბურთისმაგვარი სწორიფორმა ჰქონდა. მაგრამ შემდეგ დედამიწის მიზიდულობის ძალამ იგი გაანელა. მასშემდეგ, რაც დედამიწის თანამგზავრი გახდა, თავისი თვისებები და სწორი ფორმადაკარგა: სიმძიმის ცენტრმა გეომეტრიულ ცენტრთან მიმართებაში გადაინაცვლა.აქედან გამომდინარე ზოგი მეცნიერი ამტკიცებდა, რომ მთვარის საპირისპირონახევარსფეროზე, რომელიც დედამიწიდან არასოდეს არ ჩანს, შეიძლებოდა წყალი დაჰაერი ყოფილიყო.მთვარის საერთო კონტრურზე დაკვირვება ჩვენს თანამგზავრებს მხოლოდრამდენიმე წუთს შეეძლოთ. მანძილი ყუმბარასა და მთვარეს შორის თანდათანმცირდებოდა, იგი ჩვენი რკინიგზის ექსპრესებზე 8-9- ჯერ ჩქარა მიდიოდა. ყუმბარისდახრილი მდგომარეობა მიშელ არდანს იმედის ნაპერწკალს უღვივებდა, რომშეიძლებოდა რაღაც წერტილში ყუმბარა მთვარეს შეხებოდა. იგი ვერ შეგუებოდა იმაზრს, რომ მთვარეზე ვერ მოხვდებოდნენ. გამუდმებით ამაზე ლაპარაკობდა. მაგრამ

სიჩქარე თითქმის უცვლელი იყო. ესეც იმას ამტკიცებდა, რომ ყუმბარა შვეულად არჯდებოდა მთვარეზე.ყუმბარის საწყისი სიჩქარე ჯერ კიდევ სძლევდა მთვარის მიზიდულობის ძალას,თუმცა ყუმბარის ტრაექტორია უფრო უახლოვდებოდა მთვარის დისკოს დაშეიძლებოდა იმედი ჰქონოდათ, რომ უფრო ახლო მანძილზე მთვარის მიზიდულობაგადასძლევდა და ყუმბარა მთვარეზე დაეცემოდა.რაკი უფრო მნიშვნელოვანი საქმე არაფერი ჰქონდათ, მეგობრებმა კვლავდაკვირვება განაგრძეს. თუმცა მათ ჯერ კიდევ ნათლად ვერ გაერჩიათ დედამიწისთანამგზავრის ტოპოგრაფია. ყოველი კონტური მზის სხივებში ირეოდა.მეგობრები მთვარეს საღამოს რვა საათამდე აკვირდებოდნენ გერდითაილუმინატორებიდან. მთვარე თანდათან ისე გადადიოდა, რომ ცის თაღი ნახევრადდაფარა. ყუმბარა ცალი მხრიდან მზის სხივებით იყო გაჩახჩახებული, მეორდან კი -მთვარის სინათლით.ამ დროს ბარბიკენმა გამოიანგარიშა, რომ მთვარემდე მხოლოდ 700 ლიე იყოდარჩენილი, რომ ყუმბარა წამში 200 მეტრს გადიოდა, ე.ი. 170 ლიეს საათში.ყუმბარის ქვედა ნაწილი ცენტრისკენული ძალის მეშვეობით მთვარისაკენბრუნდებოდა, მაგრამ ცენტრიდანული ძალა ზემოთ სწევდა და ისეთიშთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ყუმბარის ტრაექტორიაც ამოღუნული იყო,მაგრამ ამის ზუსტად გარკვევა ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა.ბარბიკენი ამ ამოუხსნელი ამოცანის გაგებას ცდილობდა. საათები გადიოდა.აშკარა იყო, რომ ყუმბარა მთვარეს უახლოვდებოდა, მაგრამ უკვე ისიც ნათელი იყო,რომ იგი მთვარეს არ შეეხებოდა. თუ რა მანძილზე აუვლიდა გვერდს, ესმიზიდულობისა და განზიდულობის ძალთა ურთიერთქმედებაზე იყოდამოკიდებული, რომელმაც ყუმბარის მოძრაობა განსაზღვრა.- მხოლოდ ერთი რამ მინდა, - იმეორებდა მიშელი, - რაც შეიძლება ახლოსმივიდეთ მთვარესთან, რათა მთელ მის საიდუმლოს ჩავწვდე!- დასწყევლოს ღმერთმა ის მიზეზი, რამაც ჩვენ გზიდან აგვაცდინა! - ბრაზობდანიკოლი.- დაწყევლილი იყოს... - შესძახა მიზეზის მიხედვით თავზარდაცემულმაბარბიკენმა. - დაწყევლილი იყოს ის ბოლიდი, რომელიც ჩვენ შეგვხვდა!- რა! - ჩაეძია არდენი.- ამით რა გინდათ, რომ თქვათ? - შესძახა ნიკოლმა.- ის, რომ - განაგრძო ბარბიკენმა, - ამ გადახრას მხოლოდ ამ მოხეტიალე ბოლიდსუნდა ვუმადლოდეტ.- მაგრამ ის ხომ არც კი შეგვხებია? - შენიშნა მიშელმა.- ეს არფერს არ ნიშნავს. ბოლიდის მასა გაცილებით დიდია ყუმბარის მასაზე დამისი მიზიდულობის ძალაც საკმარისი იყო, რომ ყუმბარის მიმართულებაზეემოქმედა.- როგორ, ასეთ უმნიშვნელო რამეს? - შეჰყვირა ნიკოლმა.- დედამიწიდან ორხმოცდაოთხი ათასი ლიეს დაშორებით საკმარისი იყო ასეთუბრალო რამ, რომ მთვარეს ავცდენოდით, - უპასუხა ბარბიკენმა.მეათე თავიმთვარეზე დაკვირვება

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!