13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

სხვაგვარი ყაიდის ადამიანები ეცდებოდნენ, საკითხი პრაქტიკულადგადაეჭრათ: გამოენაგარისებინათ, თუ საით მიჰყავდა ისინი ბედუკუღმართყუმბარას? მაგრამ ჩვენი მოგზაურები ამაზე არ ფიქრობდნენ. მათ მხოლოდ ყუმბარისგადახრის მიზეზი აწუხებდათ. ახლაც ამ საკითხზე დაიწყეს საუბარი.- ამგვარად, ლიანდაგს გადავცდით, - თქვა არდანმა, - მაგრამ რატომ?- ვშიშობ, წინასწარ მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად,კოლუმბიადა ზუსტად მაინც არ იყოს დამიზნებული, - თქვა ნიკოლმა. - როგორიუმნიშვნელოც არ უნდა იყოს შეცდომა, ჩვენ მაინც მთვარის მიზიდულობის მიღმამოვხვდებით.- მაშასადამე, ცუდად დაუმიზნეს? - იკითხა მიშელმა.- არა მგონია, - შეედავა ბარბიკენი. - ქვემეხი ზუსტად პერპენდიკულარულადიყო დადგმული და ზენიტში დამიზნებული და რაკი მთვარე ახლა ზენიტსუახლოვდება, ჩვენ მის ცენტრში უნდა მოვხვდეთ. არა, რაღაც სხვა მიზეზია,რომელსც ვერ მივმხვდარვარ.- ხომ არ ვიგვიანებთ? - ივარაუდოდა ნიკოლმა.- ვიგვიანებთ? - ჩაჰკითხა ბარბიკენმა.- დიახ, - გააგრძელა ნიკოლმა. - კემბრიჯის ობსერვატორიის წერილში ნათქვამიიყო, რომ ჩვენი მოგზაურობა ოთხმოცდაჩვიდმეტ საათს, ცამეტ წუთსა და ოც წამშიუნდა დამთავრდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროზე ადრე მთვარე დანიშნულ ადგილასარ მოვა, ცოტა გვიან კი გასცილდება იმ ადგილს.- სრული სიმართლეა, - დაუმოწმა ბარბიკენმა. - მაგრამ ჩვენ ხომ პირველიდეკემბრის საღამოს ათ საათს, ორმოცდა ექვს წუთსა და ოცდახუთმეტ წამზეგამოვფრინდი, დანიშნულ ადგილას ხუთ დეკემბერს, შუაღამისას, სავსე მთვარისდროს უნდა ვიყოთ. დღეს სწორედ ხუთი დეკემბერია, ნაშუადღევის ოთხის ნახევარი.რვანახევარი საათი სრულიად საკმარისია მიზნამდე მისაღწევად. მაშ, რატომგადავიხარეთ მისგან?- შეიძლება ზედმეტი სიჩქარის გამო? - ისევ ჰკითხა ნიკოლმა. - ჩვენთვის ხომუკვე ვიცით, რომ საწყისი სიჩქარე წინასწარ განზრახულზე მეტი აღმოჩნდა.- არა, არა! არავითარ შემთხვევაში, - წამოიძახა ბარბიკენმა. - არავითარისიჩქარის სიჭარბე არ შეგვიშლიდა ხელს, ყუმბარას რომ სწორი მიმართულება არშეეცვალა. არა! ყუმბარა გადაიხარა საწყისი ტრაექტორიიდან, რაღაცამ გადახარა იგი.- მაინც რამ? რანაირად?- ეგ მეც არ ვიცი...- მისმინე, ბარბიკენ, - მოუთმენლად შეაწყვეტინა მიშელმა, - გინდა ჩემი აზრიგითხრა?- თქვი.- ნახევარ დოლარსაც არ მივცემდი ასეთი აღმოჩენისათვის! გზას რომგადავუხვიეთ, ფაქტია. ხოლო, საით მივდივართ, რა მნიშვნელობა აქვს! დღეს იქნებათუ ხვალ, ყველფერს გავიგებთ. რადგანაც უკიდეგანო სივრცესი ვმოძრაობთ. ბოლოსდა ბოლოს, რომელიღაც მიზიდულობის სივრცეში მაინც მოვხვდებით!მიშელ არდანის უდარდელმა ლაპარაკმა ბარბიკენი ვერ დაამშვიდა. მასგაურკვეველი მომავალი კი არ აწუხებდა, არამედ ის, რომ გადახრის მიზეზი ვერგაეგო.ყუმბრა თავისი ამალით, გადაყრილი ნივთებით. მთვარისაკენ გვერდულადგანაგრძობდა ფრენას. მთვარის მწვერვალების მიხედვით, ბარბიკენს შეეძლოგანესაზღვრა, რომ მთვარე მათ ორი ათას ლიეზე ნაკლებ აშორებდათდა რომ ყუმბრის

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!