13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ღამის მნათობი ცაზე ელვარებდა, ამ დროს კი მეორე მხირდან ყუმბარას უხვადაფრქვევდა თავის სხივებს დღის მნათობი.ყუბარა არ იყო შესაშურ მდგომარობაში.- მივაღწევთ კი მთვარემდე? - ჩასძია ნიკოლმა.- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ, - უპასუხა ბარბიკენმა.- მშიშრებო! - შესძახა მიშელმა. - რასაკვირველია, მივარწევთ. თანაც უფრო მალე,ვიდრე ჩვენ გვინდა.ასეთმა მტკიცე პასუხმა ბარბიკენს მუშაობის სურვილი აღუძრა. ის შეუდგაყუმბარის ნელა დაფრენისათვის ზრუნვას.აქ უნდა გავიხსენოთ ფლორიდის ქალაქ ტამპაში შემდგარი მიტინგი, სადაცნიკოლი ბარბიკენის პოზიციის სრულიად საწინააღმდეგოდ გამოვიდა, მიშელარდენს კი უკმეხად შეეპასუხა. ნიკოლი მაშინ ამტკიცებდა, რომ ყუმბარა მთვარისზედაპირს შეეხება თუ არა, მაშინათვე შუშასავით დაიმსხვრვაო. არდანი შეედავა,რომ იგი წინასწარ გაშვებული რაკეტებით ვარდნას შეაჩერებდა. მართლაც, ძლიერრაკეტებს, რომელთაც საყრდენი წერტილი ყუმბარის ფსკერზე ჰქონდათ,გასროლისას ყუმბარის უკუმოძრაობა უნდა გამოეწვია და რამდენადმე შეემცირებინადაცემის სიჩქარე. მართალია, ამ რაკეტებს უჰაერო სივრცესი მოუწევდათ წვა, მაგრამსაამისო ჟანგბადი თვით რაკეტებში საკმარისად იყო. ვულკანების ამოფრქვევა ხომარასოდეს შეფერხებულა მთვარის ატმოსფეროს უქონლობით.ბარბიკენმა გამომგზავრებამდე წინასწარ მოიმარაგა ოცი ცალი რაკეტა პატარაღარებიანი ფოლიდის ცილინდრებში, რომლებიც ყუმბარის ფსკერზე იყომიხრახნილი. შიგნიდან ისინი ფსკერთან იყვნენ გათანაბრებული, ხოლო გარეთნახევარი ფუტს სიგრძეზე გაშვერილიყვნენ. რაკეტის შიგნით მოთავსებული იყოფითილები, მათ ასანთებად დიკსოს სპეციალური ნახვრეტები ჰქონდა დატანებული.თვით რაკეტა ყუმბარისაგან შორს უნდა აფეთქებულიყო. ფეთქებადი ნივთიერებათითოეულ ცილინდრში წინასწარვე ჩაედოთ. საჭირო იყო მხოლოდ დროზეამოეძროთ ყუმბარის ფსკერზე მოთავსებული მეტალის საცობები და მათ მაგიერჭუჭრუტანებში რაკეტებიანი ცილიდრები ჩაეხრახნათ, კარგად მოერგოთ. სამისაათისათვის სამუშაო დაამთავრეს. ახლა ლოდინის მეტი არაფერი დარჩენოდატ.ამასობაში ყუმბარა საგრძნობლად მიუახლოვდა მთვარეს. რამდენადმე ის უკვეგანიცდიდა მთვარის მიზიდულობის ძალას.მაგრამ ყუმბარა მთვარის ზედაპირისადმი ირიბად მოძრაობდა. ამ ორიფაქტორის - მთვარის მიზიდულობისა და საკუთრივ ყუმბარის სიჩქარის გამოშეიძლებოდა ერთგვარი ტანგენციალური ხაზი მიეღოთ. ყოველ შემთხვევისათვის,ცხადი იყო, რომ ყუმბარა მთვარეზე შვეულად არ დაეცემოდა. სხვაგვარად, ყუმბარისქვედა ნაწილი თავისი სიმძიმის წყალობით, უკვე მთვარისაკენ უნდა ყოფილიყომიმართული.ბარბიკენს მეტი მოუსვენრობა დაეტყო, როცა იგრძნო, რომ ყუმბარა მარტომთვარის მიზიდულობას არ ემორჩილებოდა. ვარსკვლავთშორისი სივრცისშეუცნობლობა აშინებდა მას. დაკვირვებულმა მეცნიერმა თითქოს წინასწარგაითვალისწინა სამივე შესაძლებლობა: დედამიწაზე დაბრუნებაც, მთვარეზედაჯდომაც, და ნეიტრალურ წერტილში სამუდამო დარჩენაც. და აი, ახლა რაღაცმეოთხე შეასძლებლობა გამოჩნდა, რომელსაც დაუსრულებელი საშინელებანიშეიძლება მოჰყოლოდა. ბარბიკენივიტ მამაცი მეცნიერი, ნიკოლივით ფლეგმატურიდა არდანივით თავზეხელაღებული ავანტიურისტი უნდა იყო, რომ ასეთმააღმოჩენამ სულით არ დაგცეს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!