13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მერე კი ვნახოთ, ღირს თუ არა გამგზავრება მზეზე, სადაც ერთი ჭიქა ღვინისდასალევად თურმე ამწეა საჭირო.მეცხრე თავიგადახრის შედეგიბარბიკენი მეტს აღარ შფოთავდა. მართალია, მოგზაურობის დასასრული ჯერკიდევ ბურუსითიყო მოცული, მაგრამ ყუბარის გასროლის სიძლიერე უკვე ნათელიგახლდათ. ყუმბარამ ნეიტრალური ხაზი გადაკვეთა. მაშ ასე, დედამიწაზე უკანვედავარდნა უკვე შეუძლებელი იყო. ვერც ნეიტრალურ წერტილზე შეჩერდებოდა.მაშასადამე, მთვარის მიზიდულობის ძალით ყუმბარა მიზანს მიაღწევდა.რვა ათას ორას ოთხმოცდათექვსმეტი ლიეს სიმაღლიდან უნდა დაწყებულიყოპლანეტაზე ყუმბარის დაშვება. მართალია, მთვარის მიზიდულობის ძალადედამიწასთან შედარებით ექვსჯერ ნაკლები იყო, მაგრამ მაინც სიფრთხილემართებდათ. ჯერ ერთი, მთვარესთან ყუმბარის შეხების დარტყმა უნდაშეესუსტებინათდა მეორეც, საჭირო იყო სიჩქარის შენელება, რათა დაფრენა რაცშეიძლება ნაკლებ ეგრძნოთ.ბარბიკენი ძალიან ნანობდა, რომ დედამიწიდან აფრენის დროს ბიძგისშესასუსტებლად გამოყენებულ საშუალებებით, როგორიც იყო წყალი, ბუფერისმაგივრობას რომ უწევდათ, და გამყოფი ტიხრებით აქ ვერ ისარგებლებდნენ. ტიხრებიუვნებლად შერჩათ, მაგრამ წყალი აღარ იყო. მარაგის ასე გამოცლა არ შეიძლებოდა.მთვარეზე რომ უცებ ვერ ნახონ სასმელი წყალი, რა უნდა იღონონ?წყალი ყუმბარის აფრენისას წყალგაუმტარ დისკოზე დამაგრებულ ხისტიხრებში ესხა. ტიხრების სიმაღლე სამ ფუტამდე იყო და 54 კვადრატული ფუტიფართობი ეჭირა. წყლის მოცულობა ექვს კუბიკურ მეტრს აღწევდა, ხოლო წონა - 5 750კილოგრამს. ახლა ყუმბარაში არსებულ ყველა ამ წყლის მეხუთედიც აღარ იქნბოდადა ამგვარად, მისი საშუალებით ბიძგის შესუსტებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო.საბედნიეროდ, ბარბიკენი მარტო წყლის იმედად არ ყოფილა. მან მოძრავიიატაკი მაგარი ზამბარებით აღჭურვა, რომელთაც ჰორიზონტალური ტიხრებისდამსხვრევის შემდეგ ბიძგი უნდა შეენელებინათ. ეს ბუფერები მთელი იყო, მხოლოდწესრიგში უნდა მოეყვანათ, მოძრავი იატაკი პირვანდელ ადგილას უნდადაემაგრებინათ. ყველაფერი სწრაფად და ადვილად გაკეთდა, მით უმეტეს, ყოველინივთი თითქმის უწონო იყო.ყველაფერი მზად იყო, ყოველი ნაწილი თავ-თავის ადგილზე დაამაგრესქანჩებითა და ჭანჭიკებით. ყოველგვარი ხელსაწყო აღმოაჩნდათ და მალე ფეხზეშემდგარი მრგვალი მაგიდის მსგავსად იატაკი ფოლადის ზამბარებზე მიამაგრეს. ესდანადგარი მხოლოდ ერთ რამეში უშლიდათ ხელს. ქვედა სარკმელი დაიფარა დამოგზაურები მთვარეზე ყუმბარის დაშვებას ვეღარ დაინახავდნენ. მაგრამ რასიზამდნენ. სამაგიეროდ, გვერდითა სარკმელებიდან ისე მოჩანდა მთვარისვეებერთელა სივრცეები, როგორც დედამიწა მოჩანს საჰაერო ბურთის გონდოლიდან.დისკოს დამაგრებას ისინი ერთ საათს მოუნდნენ და ნაშუადღევისთვის უკვეყველაფერი მზად იყო. ბარბიკენმა თავიდან დაათვალიერა ყველაფერი და დაადგინა,რომ სამწუხაროდ ყუმბარა მთვარის პერპენდიკულარულად ჯერ კიდევ არშებრუნებულიყო, მთვარის დისკოსაკენ ირიბი ტრაექტორიით მიდიოდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!