13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

თვისი კალაპოტიდან გადმოვიდოდა და ბოლოს ატმოსფეროც შემოგვცლებოდა დასივრცესი გაიფანტებოდა. მის ნაწილაკებსაც ასევე მიზიდულობა აჩერებს...- სამწუხაროა, - განაწყენდა მიშელი, - თქვენ სულ ცდილობთ, ზეციდან მიწაზეჩამომაგდოთ.- დაწყნარდი, მიშელ, - განაგრძობდა ბარბიკენი, - თუ საერთოდ არ არსებობსპლანეტა მიზუდულობის ძალის გარეშე, ყოველ შემთხვევასი, შენ ამ პლანეტას მაინცმოინახულებ, სადაც ეს ძალა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დედამიწაზე.- მთვარეზე ამბობ?- ჰო, მთვარეზე. დედამიწასთან შედარებით, იქ ყველაფერს ექვსჯერ ნაკლებიწონა აქვს. ამის დადგენა ადვილია.- ჩვენც შევამჩნევთ ამას?- ცხადია, ჩვენი ასი კილოგრამი იქ ოცდაათს აიწონის.- და თან კუნთის ძალაც არ შემცირდება?- ოდნავადაც არა. თუ შენ მთელი ძალ-ღონით მიწაზე მხოლოდ ერთ მეტრზეახტები, მთვარეზე იმავე ძალით თვრამეტ ფუტზე ახვალ.- როგორც ჩანს, მთვარეზე ყველანი ჰერკულესებად ვიქცევით! - შესძახამიშელმა.- დიახ, მით უმეტეს, - თქვა ნიკოლმა, - თუ სელენიტების სიმაღლეპროპორციულია მთვარის მასისა, ისინი ერთი ფუტის სიმაღლის ჯუჯები იქნებიან.- ქონდრის კაცები! - გამხიარულდა მიშელი. - მე კი გულივერი ვიქნები. ჩვენხორცს შევასხამთ ლეგენდებს გოლიათებზე... წარმოგიდგენიათ, თურმე რასასარგებლო ყოფილა შენი პლანეტის დატოვება და მზის სისტემაში განავარდება?- მოიცა, მიშელ, - შეაჩერა ბარბიკენმა, - თუ შენ უეჭველად გულივერობა გინდა,მაშინ გირჩევ, უფრო პატარა პლანეტებს - მერკურის, ვენერას ან მარსს ესტუმრო,რომელთა მასა გაცილებით ნაკლებია დედამიწსაზე. მაგრამ თუ იუპიტერზე,სატურნზე და ნეპტუნზე მოისურვე წასვლა, მაშინ შენ თვითონ იქნები ქონდრის კაცი.- მზეზე?- მზის სიმკვრივე ოთხჯერ ნაკლებია დედამიწისაზე. მისი მოცულობა კიმილიონ სამას ოცდაოთხჯერ მეტი, მიზიდულობა - ოცდაშვიდჯერ მეტი; ასეთპირობებში იქაური მცხოვრები სიმაღლით ას ფუტამდე იქნებოდა.- დალახვროს ეშმაკმა! - შეჰყვირა მიშელმა. - მაშ, მე თვითონ მზეზე პიგმეი,მუმლი ვიქნებოდი!- არა, გულივერი გოლიათთა შორის! - შეესიტყვა ნიკოლი.- სრული სიმართლეა! - დაეთანხმა ბარბიკენი.- მაშინ ზედმეტი არ იქნებოდა მზეზე რამდენიმე ქვემეხის წაღება.- არა, რა საჭიროა! - თქვა ბარბიკენმა. - ყუმბარები იქ არავითარ ეფექტს არმოახდენენ, ერთ მეტრზეც არ გავარდებოდნენ.- კარგი რამ იქნებოდა!- სრული სიმართლეა. ამ უშველებელი მნათობის მიზიდულობა იმდენადდიდია, რომ დედამიწაზე სამოცდაათი კილოგრამი იქ, მზეზე, ათას ცხრაას ოცდაათკილოგრამს აიწონის. შენი ქუდი ათეულობით კილოგრამი იქნებოდა, სიგარა კი -ნახევარი გირვანქა. ხოლო შენ თვითონ იქ, მზის "მიწაზე" ორი ათას ხუთასკილოგრამამდე გახდები, ასე რომ, ფეხზე დადგომას ვერ შეძლებ.- რა ჯანდაბაა! - წამოიყვირა მიშელმა. - როგორც ჩანს, იქ მუდამ ჯიბისჯალამბარი უნდა ატარო თან! ძვირფასო მეგობრებო, ჯერჯერობით მთვარითდავკმაყოფილდეთ. აქ, ყოველი შემთხვევისათვის, ჩვენ საპატიო არსებები ვიქნებით.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!