13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- არა, ეს არ მოხდება, - დაამშვიდა ბარბიკენმა, - რადგანაც სიმძიმის ცენტრიყუმბარის ფსკერზეა და იგი ნელ-ნელა მთვარისკენ შებრუნდება ფსკერით.- მაშასადამე, რაც გვაბადია, ყველაფერი აყირავდება?- დამშვიდდი, მიშელ, - თქვა ნიკოლმა. - საშიში არაფერია, ყველაფერი თავისადგილზე იქნება. ჩვენ ვერც კი გავიგებთ ყუმბარის შემობრუნებას.- სრული სიმართლეა, - დაამტკიცა ბარბიკენმა, - როგორცკი ნეიტრალურწერტილს მივუახლოვდებით, ქვედა, ყუმბარის შედარებით ყველაზე მძიმე ნაწილიმთვარის ზედაპირის პერპენდიკულარულად მოექცევა. ამისათვის აუცილებელიანეიტრალური წერტილის გავლა.- აი, თურმე რაშია საქმე, ტოლი მიზიდულობის ხაზი უნდა გადავკვეთოთ! -ჩაურთო მიშელმა. - ჰოდა, ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც მეზღვაურებიიქცევიან ეკვატორის გადაკვეთისას: საველოდოთ!მიშელმა სასწრაფოდ გამოიღო კედლიდან სასმელი, მერე ჭიქები და "სივრცეში"თითოეულს წინ დაუწყო. ჭიქები მიუჭახუნეს და "ვაშას" შეძახილებით მიესალმნენდედამიწის მიზიდულობის ზღვარის გადალახვას.დედამიწისა და მთვარის მიზიდულობათა წონაწორობა ერთი საათიგაგრძელდა. მოგზაურები გრძნობდნენ, რომ თანდათან ეშვებოდნენ ფსკერზე.ბარბიკენმა ისიც შეამჩნია, რომ ყუმბარის კონუსისებური თაღი გადაიხრას იწყებდა,ხოლო ფსკერი მნათობს უახლოვდებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მთვარისმიზიდულობის ძალა დედამიწისას სძლევდა. მთვარეზე დაშვება, ჯერჯერობითძალზე შეუმჩნეველი იყო. დაცემის სიჩქარე პირველ წამში მილიმეტრის მესამედსუდრიდა, ანუ ხაზის 590 მეათასედს.მაგრამ მთვარის მიზიდულობის ძალა თანდათან მოიმატებს. და დედამიწისაკენმიმართული ყუმბარის კონუსისებური ნაწილი უკვე გაძლიერებული სიჩქარითმთვარისაკენ იქროლებს, ვიდრე მის ზედაპირზე არ დაეცემა. მიზანს უეჭველადმიაღწევენ. საქმეს ხელს უკვე ვერაფერი შეუშლის. ნიკოლი და არდანიც შეუერთდნენბარბიკენის სიხარულს.ისინი მსჯელობდნენ იმ ახალ-ახალ მოვლენებზე, რომლებიც ყოველ ფეხისნაბიჯზე აოგნებდა მათ. აღტაცებული არდანი ყველაფერზე ფანტასტიკურ დასკვნებსაკეთებდა.- მეგობრებო! - შესძახა მან. - როგორ პროგრესს მიაღწევდა დედამიწა,მიზიდულობის კანონისაგან რომ თავი დაგვეღწია. ეს იგივეა, ტყვე რომბორკილებისაგან გაათავისუფლო. არც ხელები და არც ფეხები არ დამღლია. თუ ახლადედამიწაზე ჰაერში გაჩერებისათვის ადამიანის ძალაზე 110-ჯერ მეტი ძალაასაჭირო, მაშინ მხოლოდ ნებისყოფა იქნებოდა საკმარისი სივრცეში გასაფრენად.- დიახ, - შენიშნა ნიკოლმა ღიმილით, - სიმძიმის ძალის მოსპობა რომშეიძლებოდეს, როგორც ნარკოზით ტკივილის გაყუჩება, ბევრი რამ შეიცვლებოდაჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში.- გადაწყდა, - შესძახა საკუთარი ფანტასტიკური გეგმით გახნევებულმა მიშელმა,- სიმძიმის ძალა უნდა მოვსპოთ! აღარც ჯალამბარი იქნება მერე საჭირო და აღარცამწეები, ტროსები და არც ბერკეტები, - ეს ყველაფერი თავის დანიშნულებასდაკარგავს.- კარგი ნათქვამია, - ჩაურთო ბარბიკენმა, - მაგრამ თუკი ყველაფერი წონასდაკარგავს, მაშინ ადგილზე ვეღარაფერს გავაჩერებთ. ქუდს ვერ დაიხურავ, ძვირფასომიშელ, ვერც სახლს ააშენებ, სახლის აშენებისათვის ხომ საძირკვლის ჩაყრაა საჭირო,ქვები კი წონას დაკარგავდნენ. ნავს მიზიდულობის ძალა აჩერებს ზღვაზე, ოკეანეც

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!