13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

თანაბარი ძალით მიიზიდავდა და ვერაფერი ვერ შეძლებდა გამოეყვანა სხეული ამმდგომარეობიდან.ბიძგის ძალა რომ ზუსტად ყოფილიყო გამოთვლილი, ყუმბარა ამ წერტილამდენული სიჩქარით მივიდოდა, ამასთან შიგ მოთავსებულ საგნებიდან წონადაკრგული.რა მოხდებოდა შემდეგ? სამი რამ: ერთი, ყუმბარა, რომელსაც რაღაც სიჩქარემაინც ექნებოდა შენარჩუნებული, მიზიდულობათა გატოლების წერტილსგასცილდებოდა თუ არა, მთვარის მიზიდულობის ძალა იმოქმედებდა და მთვარეზედაეცემოდა.მეორე, შეიძლებოდა ყუმბარას სიჩქარე არ ჰყოფნოდა ნეიტრალურ წერტილამდემისაღწევად, მაშინ მას დედამიწა მიიზიდავდა და უკანვე დაეცემოდა.და ბოლოს, რაღაც სიჩქარით მოძრავი ყუმბარა ნეიტრალურ წერტილს კიმიაღწევდა, მაგრამ მას ვეღარ გადალახავდა სიჩქარის უკმარისობის გამო დასამუდამოდ იმ წერტილზე გაჩერდებოდა ლეგენდარული მუჰამედი კუბოსავით,ზენიტსა და ნადირს შორის გამოკიდებული.აი, ამგვარი ამბები იყო მოსალოდნელი და ბარბიკენმაც დაწვრილებით აუხსნათავის თანამგზავრებს და უზომოდ დააინტერესა ისინი. მაგრამ როგორ გაიგონ,მიაღწია თუ არა ყუმბარამ ნეიტრალურ წერტილს, რომელიც დედამიწიდან 78 114ლიეზე მდებარეობს? რა ქნან, როდესაც არც ადამიანი და არც საგანი არავითარმიზიდულობას არ ემორჩილება. მოგზაურები ამჩნევდნენ, რომ დედამიწისმიზიდულობის ძალა თანდათანობით მცირდებოდა, მაგრამ სრული გაქრობისშემჩნევა არ შეეძლოთ. სწორედ ამ დილით კი ნიკოლს ჭიქა გაუვარდა ხელიდან,მაგრამ ძირს როდი დავარდა, ჰაერში გაჩერდა.- რა ოინია! - შესძახა არდანმა, - ესეც შენი ფიზიკის კანონები!მართლაც, ყოველი საგანი, იარაღი თუ ბოთლი, თავის ნებაზე მიშვებული,ჰაერში ეკიდა. მიშელმა ხელში აიყვანა დიანა და ძაღლმაც სრულიად თავისუფლადაჩვენა შესანიშნავი საცირკო ნომერი, კასტონისა და ძმები რობერ- გუდენის მსგავსადჰაერში ჩამოეკიდა. ძაღლი ვერც კი ამჩნევდა, რომ იგი ჰაერში ლივლივებდა.ამ საოცარ სამყაროში მოხვედრილი მოგზაურები, გაოცებულნი დაშეძრწუნებულნი თავიანთი მეცნიერული განსჯის მიუხედავად, სხეულის წონისშემსუბუქებას გრძნობდნენ. გაწვდილი ხელი გაწვდილადვე რჩებოდათ, თავიკისერზე უყანყალებდათ, ფეხებს იატაკზე ვერ ადგამდნენ. წონსწორობა დასიმყუდროვედაკარგულ მთვრალებს ჰგავდნენ. ადამიანის ფანტაზიამ უჩრდილოადამიანები წარმოშვა, აქ კი ორი პლანეტის მიზიდულობის ძალთა გათანაბრებამუწონო ადამიანები შექმნა.მიშელი უცებ შეხტა და ჰაერში დაეკიდა, როგორც მურილიოს კეთილი ბერი"ანგელოსურ სამზარეულოში". მას ბერბიკენი და ნიკოლიც შეუერთდდა. ყუმბარისცენტრში "სასწაულებრივი ამაღლება" წარმოიქმნა.- წარმოგიდგენიათ, რა ხდება! დაუჯერებელია! - ყვიროდა გაოცებული მიშელი.- საოცარია, მაგრამ ასეა! რაფაელს რომ დავენახეთ, შესანიშნავი ნატურა ვიქნებოდითმისი "ამაღლებისათვის!"- შეუძლებელია, ასეთი მდგომრეობა დიდხანს გაგრძელდეს, - თქვა ბარბიკენმა. -როგორც კი ყუმბარა ნეიტრალურ ხაზს გადასცილდება, იმ წუთში მთვარისმიზიდულობა ამოქმედდება და მთვარეზე დაცემას დავიწყებთ.- რას ვიზამთ, ყუმბარი ზედა ნაწილში თავდაყირა დგომა მოგვიწევს? - იკითამიშელმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!