დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე დედამიწიდან მთვარემდე

geobestbooks.files.wordpress.com
from geobestbooks.files.wordpress.com More from this publisher
13.07.2015 Views

რა მოდა? რა იყო მიზეზი ასეთი აღტკინებისა, რომელიც კინაღამ სიცოცხლისფასად დაუჯდათ?მიზეზი გულმავიწყი მიშელის შეცდომა იყო, რომელიც ნიკოლმა დროზეშეამჩნია და გამოასწორა.ასეთი მდგომარეობა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. პირველად კაპიტანიგამოერკვა და შეეცადა, გონს მოსულიყო.მიუხედავად იმისა, რომ მან რაღაც ორი საათის წინ ისაუზმა, საშინელი შიმშილიიგრძნო, თითქოს რამდენიმე დღის უჭმელი ყოფილიყო. მთელი ორგანიზმი,კუჭიდან დაწყებული ტვინით დამთავრებული, აღეგზნო. ნიკოლი ფეხზე წამოდგადა მიშელს დამატებითი საუზმე მოსთხოვა, მაგრამ მიშელი ისე იყოღონეგამოცლილი, პასუხის თავიც არ ჰქონდა. ნიკოლმა გადაწყვიტა, თვითონაედუღებინა ჩაი და სანდვიჩთნ ერთად მიერთვა. მაგრამ ასანთს რომ გაჰკრა, ცეცხლიისე აბრიალდა, თვალები ეტკინა. გაზის მილიდან თვალისმომჭრელი,ელექტრონული სინათლის ნაკადივით კაშკაშა ალი გამოვარდა.მაშინ კი მიხვდა ნიკოლი, რისგანაც იყო გამოწვეული ეს თვალისმომჭრელი ალი,მისი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოვლენები, ფიზიკური და სულიერი აღგზნება.- ჟანგბადი! - წამოიყვირა მან.ნიკოლი ჟანგბადუს აპარატთან დაიხარა და ნახა,რომ ონკანიდან უფერო დაუსუნო გაზის ნაკადი მოედინებოდა. უჟანგბადოდ სიცოცხლე შეუძლებელია, მაგრამჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ადამიანის ორგანიზმი მოშალოს. დაუდევარდა დაბნეულ მიშელს აპარტის ონკანი ღია დარჩენოდა.ნიკოლმა სასწრაფოდ გადაკეტა ონკანი. ყუმბარა ისე იყო გავსებული ჟანგბადით,რომ ყველანი ბოლოს და ბოლოს, ან დაიხოცებოდნენ, ან დაიწვებოდნენ.ერთ საათში ჰაერი გაიწმინდა და ფილტვებსაც ნორმალური მუშაობისსაშუალება მიეცა. ნელ-ნელა მეგობრები გონს მოეგნენ, მაგრამ ნამთვრალევით კიდევდიდხანს ვერ გამოვიდნენ მდგომარეობიდან.მიშელი ოდნავადაც არ შეწუხებულა, როცა გაიგო, რომ ყველაფერში თვითონიყო დამნაშავე. მერე რა მოხდა? ამ უცაბედმა ორგიამ ცოტათი გამოაცოცხლა ჩვენიერთფეროვანი მოგზაურობაო. ამაზე აყვნენ, და რა სისულელე აღარ უთხრესერთმანეთს. მაგრამ ყველაფერი მალევე დაივიწყეს.- მერე რა, - მხიარულად თქვა არდანმა, - სრულებითაც არ ვნანობ, რომ ესმათრობელი გაზი გამოვუშვი. ჩემი აზრით, მეგობრებო, საინტერესო იქნებოდაჟანგბადის კაბინების დაარსება, სადაც მოდუნებული ორგანიზმის მქონე ადამიანებირამდენიმე საათი მაინც იცხოვრებდნენ უფრო აქტიური ცხოვრებიტ. წარმოიდგინეთ,რომელიმე თავშეყრის ადგილზე ან თეატრში ადმინისტრაციამ დიდი რაოდენობითგაუშვას ეს გაზი. როგორი ტემპერამენტით ითამაშებდნენ მსახიობები, ანმაყურებლის აღფრთოვანება როგორი იქნებოდა. ანდა ასეთი გაზით შეზარხოშებულრომელიმე ერს როგორი მჩქეფარე ცხოვრება ექნებოდა. დაუძლურებული ერიშეიძლება დიდ და ყოვლისშემძლე ერად იქცეს. ვფიქრობ, მობერებული ევროპისბევრ სახელმწიფოს ჯანმრთელობის აღსადგენად სჭირდება ჟანგბადით მკურნალობა!მიშელი ისეთი გატაცებით მსჯელობდა, თითქოს ჟანგბადის ონკანი ისევმიშვებული იყო, მაგრამ ბარბიკენის მოულოდნელმა შენიშვნამ მიშელსაღფრთოვანება გაუნელა.- ყველაფერი ეს კარგია, ძვირფასო მიშელ, -უთხრა მან, - მაგრამ ვერ მეტყვით,საიდან გაჩნდნენ ჩვენი კონცერტის აქტიური მონაწილე ქათმები?- ქათმები?!

- დიახ, ქათმები.მართლაც, რამდენიმე დედალი ლამაზი მამლის მეთაურობით კრიახით მიდი-მოდიოდა ყუმბარაში.- ეჰ, თქვე არამზადებო! - შესძახა მიშელმა. - ამ ჟანგბადმა სულ აურ-დაურიაყველაფერი.- რა გინდა ამათ უყო? - იკითხა ბარბიკენმა.- მთვარეზე უნდა გავამრავლო ეს ვერანები!- მერედა რატომ გვიმალავდი?- სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა, პატივცემულო პრეზიდენტო, მაგრამ არმოხერხდა. მინდოდა ქათმები ჩუმად გამეშვა მთვარეზე. წამომიდგენია, როგორგაოცდებოდით, როდესაც მთვარის მინდვრებზე არხეინად მოსიარულე ამ მიწიერფრთოსნებს ნახავდით.- ოხ, შე ონავარო! - შესძახა ბარბიკენმა. - შენს გასაბრუებლად ჟანგბადი რასაჭიროა? ისედაც ყოველთვის თავბრუდახვეული ხარ.- ვინ იცის, იქნებ სწორედ მაშინ ვიყავით ყველაზე ჭკვიანები, - თქვა მიშელმა.ამგვარი ფილოსოფიური საუბრის შემდეგ მეგობრებმა ყუმბარაში წესრიგიდაამყარეს. ქათმები გალიაში გამოკეტეს. მაგრამ სწორედ ამ დროს ბარბიკენმა დამისმა მეგობრებმა ახალი საოცრება შეამჩნიეს.გაფრენის წუთიდან მათი საკუთარი წონა, აგრეთვე ყუმბარისა და იქმოთავსებულ საგანთა წონა თანდათან მცირდებოდა. თუ ისინი აქამდე ამას ვერამჩნევდნენ, დადგებოდა წუთი, როცა ან თავიანთი სხეულის, ანდა საჭირო ნივთებისწონის შემცირებას იგრძნობდნენ.ჩვეულებრივი აწონვით ამას ვერ შეამჩნევდნენ, რადგანაც გირებსაც იგივეშეფარდებით აკლდებოდა წონა. ზუსტი წონის გაგება მხოლოდ ზამბარიანისასწორით შეიძლებოდა, ვინაიდან ზამბარაზე დედამიწის მიზიდულობა არმოქმედებს.როგორც ცნობილია, მიზიდულობის ძალა ანუ სიმძიმე, პირდაპირპროპორციულია მასისა და უკუპროპორციულია მანძილის კვადრატისა. ყველაციური სხეული რომ გაქრეს და მხოლოდ ერთდადერთი სხეული - დედამიწა -დარჩეს მთელ სამყაროში, მაშინ ნიუტონის კანონის თანახმად, ყუმბარა, რაც უფროდაშორდება დედამიწას, მით უფრო დაკარგავს თავის წონას. მაგრამ აღსანიშნვიაისიც, რომ მთლიანად არ დაკარგავს, რადგანაც მანძილის მიუხედავად, დედამიწისმიზიდულობის ძალა მაინც იმოქმედებდა.ამ შემთხვევაში უნდა დამდგარიყო ის წუთი, როცა ყუმბარა სამყაროსმიზიდულობის კანონების მოქმედების სფეროდან გაიდოდა, ე.ი. დანარჩენ ციურსხეულთა მიზიდულობა ნულის ტოლი გახდებოდა.მაშასადამე, ყუმბარა დედამიწას და მთვარეს შორის იმყოფებოდა. იმის დამიხედვით, რაც იგი დედამიწას მოსცილდა, დედამიწის მიზიდულობა იცვლებოდამანძილის კვადრატის უკუპროპორციულად, მთვარის მიზიდულობა კი პირდაპირპროპორციულად. იმ წერტილში, სადაც მთვარისა და დედამიწის მიზიდულობისძალა გათანაბრდებოდა, ყუმბარა წონას დაკარგავდა. მთვარისა და დედამიწის მასებირომ ტოლი ყოფილიყო, მაშინ ეს წერტილი ზუსტად შუა გზაზე იქნებოდა. მაგრამრამდენადაც მათი მასები სხვადასხვაა, ეს წერტილი მთელი გზის 47/52 ნაწილშიიქნება, ესე იგი დედამიწიდან 78 114 ლიეზე.მიზიდულობის გაწონასწორების ამ წერტილში, ყოველი სხეული, რომელსაცარც სიჩქარე და არც ძრავა არ ექნებოდა, სამუდამოდ გაიყინებოდა. ორივე მნათობი

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!