13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

რა მოდა? რა იყო მიზეზი ასეთი აღტკინებისა, რომელიც კინაღამ სიცოცხლისფასად დაუჯდათ?მიზეზი გულმავიწყი მიშელის შეცდომა იყო, რომელიც ნიკოლმა დროზეშეამჩნია და გამოასწორა.ასეთი მდგომარეობა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. პირველად კაპიტანიგამოერკვა და შეეცადა, გონს მოსულიყო.მიუხედავად იმისა, რომ მან რაღაც ორი საათის წინ ისაუზმა, საშინელი შიმშილიიგრძნო, თითქოს რამდენიმე დღის უჭმელი ყოფილიყო. მთელი ორგანიზმი,კუჭიდან დაწყებული ტვინით დამთავრებული, აღეგზნო. ნიკოლი ფეხზე წამოდგადა მიშელს დამატებითი საუზმე მოსთხოვა, მაგრამ მიშელი ისე იყოღონეგამოცლილი, პასუხის თავიც არ ჰქონდა. ნიკოლმა გადაწყვიტა, თვითონაედუღებინა ჩაი და სანდვიჩთნ ერთად მიერთვა. მაგრამ ასანთს რომ გაჰკრა, ცეცხლიისე აბრიალდა, თვალები ეტკინა. გაზის მილიდან თვალისმომჭრელი,ელექტრონული სინათლის ნაკადივით კაშკაშა ალი გამოვარდა.მაშინ კი მიხვდა ნიკოლი, რისგანაც იყო გამოწვეული ეს თვალისმომჭრელი ალი,მისი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოვლენები, ფიზიკური და სულიერი აღგზნება.- ჟანგბადი! - წამოიყვირა მან.ნიკოლი ჟანგბადუს აპარატთან დაიხარა და ნახა,რომ ონკანიდან უფერო დაუსუნო გაზის ნაკადი მოედინებოდა. უჟანგბადოდ სიცოცხლე შეუძლებელია, მაგრამჭარბი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ადამიანის ორგანიზმი მოშალოს. დაუდევარდა დაბნეულ მიშელს აპარტის ონკანი ღია დარჩენოდა.ნიკოლმა სასწრაფოდ გადაკეტა ონკანი. ყუმბარა ისე იყო გავსებული ჟანგბადით,რომ ყველანი ბოლოს და ბოლოს, ან დაიხოცებოდნენ, ან დაიწვებოდნენ.ერთ საათში ჰაერი გაიწმინდა და ფილტვებსაც ნორმალური მუშაობისსაშუალება მიეცა. ნელ-ნელა მეგობრები გონს მოეგნენ, მაგრამ ნამთვრალევით კიდევდიდხანს ვერ გამოვიდნენ მდგომარეობიდან.მიშელი ოდნავადაც არ შეწუხებულა, როცა გაიგო, რომ ყველაფერში თვითონიყო დამნაშავე. მერე რა მოხდა? ამ უცაბედმა ორგიამ ცოტათი გამოაცოცხლა ჩვენიერთფეროვანი მოგზაურობაო. ამაზე აყვნენ, და რა სისულელე აღარ უთხრესერთმანეთს. მაგრამ ყველაფერი მალევე დაივიწყეს.- მერე რა, - მხიარულად თქვა არდანმა, - სრულებითაც არ ვნანობ, რომ ესმათრობელი გაზი გამოვუშვი. ჩემი აზრით, მეგობრებო, საინტერესო იქნებოდაჟანგბადის კაბინების დაარსება, სადაც მოდუნებული ორგანიზმის მქონე ადამიანებირამდენიმე საათი მაინც იცხოვრებდნენ უფრო აქტიური ცხოვრებიტ. წარმოიდგინეთ,რომელიმე თავშეყრის ადგილზე ან თეატრში ადმინისტრაციამ დიდი რაოდენობითგაუშვას ეს გაზი. როგორი ტემპერამენტით ითამაშებდნენ მსახიობები, ანმაყურებლის აღფრთოვანება როგორი იქნებოდა. ანდა ასეთი გაზით შეზარხოშებულრომელიმე ერს როგორი მჩქეფარე ცხოვრება ექნებოდა. დაუძლურებული ერიშეიძლება დიდ და ყოვლისშემძლე ერად იქცეს. ვფიქრობ, მობერებული ევროპისბევრ სახელმწიფოს ჯანმრთელობის აღსადგენად სჭირდება ჟანგბადით მკურნალობა!მიშელი ისეთი გატაცებით მსჯელობდა, თითქოს ჟანგბადის ონკანი ისევმიშვებული იყო, მაგრამ ბარბიკენის მოულოდნელმა შენიშვნამ მიშელსაღფრთოვანება გაუნელა.- ყველაფერი ეს კარგია, ძვირფასო მიშელ, -უთხრა მან, - მაგრამ ვერ მეტყვით,საიდან გაჩნდნენ ჩვენი კონცერტის აქტიური მონაწილე ქათმები?- ქათმები?!

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!