13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მთვარეს დაპატრონებოდით! რათა შტატებისათვის კიდევ ერთი, მეორმოცე შტატიმიგეერთებინათ! მოგეხდინათ მთვარის კოლონიზაცია, რათა მეცნიერების,ხელოვნებისა და ტექნიკის საოცრებები მოათავსოთ იქ! ცივილიზაციაშეგეტანათსელენიტებში, თუ ისინი ჩვენამდე უკვე ცივილიზებულები არ არიან. და ბოლოსრესპუბლიკად გამოგეცხადებინათ მთვარე, თუ იქ უკვე არ არსებობს რესპუბლიკა.- კი მაგრამ, არიან მთვარეზე სელენიტები? - ჩაიბუბუნა ნიკოლმა, რომლსაცგაურკვეველი მდგომარობის გამო წინაღმდეგობის გაწევის სურვილი გასჩენოდა.- ვინ თქვა, სელენიტები არ არიანო? - მუქარით იყვირა მიშელმა.- მე! - პასუხად იღრიალა ნიკოლმა.- კაპიტანო! არ გაბედო ამის გამორება, თორემ ნახავ, რაც მოგივა!მოწინააღმდეგენი მზად იყვნენ, ერთმანეთისათვის მუშტები დაეშინათ. უაზროკამათი ცემა-ტყეპაში გადაიზრდებოდა, რომ ბარბიკენი არ ჩარეულიყო.- შეჩერდით, სულელებო! - დაიყვირა მან და ნიკოლი და მიშელი გააშველა. არიქნებიან სელენიტები და ნუ იქნებიან. უიმათოდაც გავძლებთ.- რა თქმა უნდა, - ღრიალებდა მიშელი, მას უკვე დავიწყებოდა, რასაც ეს წუთიაამტკიცებდა, - მათ გარეშეც იოლად გავალთ! რა ეშმაკად გვინდა სელენიტები!... ძირსსელენიტები!- მთვარეს ჩვენ დავიპყრობთ! - ყვიროდა ნიკოლი.- ჩვენ სამნი გამოვაცხადებთ მთვარეზე რესპუბლიკას!- მე კონგრესი ვიქნები! - ღრიალებდა მიშელი.- მე სენატი! - ყვიროდა ნიკოლი.- ბარბიკენი კი პრეზიდენტი იქნება! - ღმუოდა მიშელი.- პრეზიდენტს ხალხი ირჩევს! - წამოიძახა ბარბიკენმა.- პრეზიდენტს კონგრესი აირჩევს, - დაიყვირა მიშელმა. - ხოლო ვინაიდანკონგრესი მე ვარ, ერთხმად გირჩევ შენ პრეზიდენტად!- ვაშა! ვაშა! გაუმარჯოს პრეზიდენტ ბარბიკენს! - ყვიროდა ნიკოლი.- ვაშა! ვაშა! ... - იყვირა მიშელ არდანმა.ამის შემდეგ "პრეზიდენტმა" "სენატთან" ერთად მქუხარე ხმით პოპულარულისიმღერა "იანკი დუდლი" წამოიწყო, ხოლო "კონგრესმა" თავისი ბასით"მარსელიოზა" შემოსძახა.ისეთი თავშეუკავებელი ცეკვა გაიმართა, რომ მათი ჟესტები და ველურიკონვულსიები ტაკიმასხარას შეშურდებოდა. ამ ვაკხანალიის მონაწილეგახელებულმა დიანამ ღმულილი ატეხა და ყუმბარის თაღზე შეხტა. იქიდან მამლისფრთების ფათქუნი და უჩველოდ წკრიალა "ყიყლიყო" მოისმა.ხუთი თუ ექვსი დედალი ღამურებივით ჭერში შეფრთხიალდნენ და ყუმბარისკედლებს ხან აქ, ხან იქ ეხეთქებოდნენ.მოგზაურები თანდათან მართლა მთვრალებს დაემსგავსნენ, საოცარი იყო, რომჰაერი ფილტვებსა და სასუნთქ ორგანოებს უწვავდათ. ბოლოს უგრძნობლად დაეცნენყუმბარის ფსკერზე.მერვე თავიდედამიწიდან 78-114 ლიეს დაშორებით

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!