13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- გაოცებულებმა ერთმანეთს გადახედეს. გეგონებოდათ, პირველად გაიგონეს ესამბავიო.- მაგით რა გინდა თქვა? - სერიოზულად ჰკითხა ბარბიკენმა.- ჩემი აზრით, საჩქარო არ არის იმ ქვეყნიდან დაბრუნებაზე ლაპარაკი,რომეზლედაც ჯერ ფეხი არ დაგვიდგამს, - დაუმატა მიშელმა.- უკან დავიხიოთ-მეთქი, ხომ არ ვამბობ, - შეედავა ნიკოლი, - მაინტერესებს, რასაშუალებით დავბრუნდებით.- მე ეს არ ვიცი, - უპასუხა ბარბიკენმა.- რომ მცოდნოდა, მაინც არ დავბრუნდებოდი, - თქვა მიშელმა.- აი, პასუხი! - შესძახა ნიკოლმა.- მე მომწონს მისი პასუხი, - თქვა ბარბიკენმა. - იმასაც გეტყვი, რომ თქვენსშეკითხვას ამჯერად არავითარი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. როცა დედამიწაზედაბრუნებას საჭიროდ ჩავთვლით, მაშინ ვიფიქროთ ამაზე, თუ მთვარეზეკოლუმბიადა არ იქნება, ყუმბარა ხომ სამუდამოდ ჩვენთან დარჩება.- კარგი ნუგეშია! ეს იგივეა, რაც ტყვია იარარის გარეშე!- იარღის გაკეთება ყოველთვის შეიძლება, - შეეკამათა ბარბიკენი. - ასევედენთისაც. შეუძლებელია მთვარის წიაღში არ იყოს ლითონი, გვარჯილა თუნახშირი, ამასთან დედამიწაზე დასაბრუნებლად მხოლოდ მთვარის მიზიდულობისარის გადალახვაა საჭირო. საკმარისია, ათასი ლიეთი ავიწიოთმთვარისზედაპირიდან, რომ მიზიდულობის კანონის თანახმად, ყუმბარა თავისთავადდაეცემა დედამიწაზე.- კმარა, - შეაწყვეტინა გამხნევებულმა მიშელმა, - დაბრუნებაზე ლაპარაკიც კი არმინდა! რაც შეეხება ძველ თანამემამულეებთან კავშირს, ეს საქმე, მგონი, ძნელი არუნდა იყოს.- რა საშუალებით?- მთვარის ვულკანებიდან ამოხეთქილი ბოლიდების საშუალებით.- ძალზე გონებამახვილური იდეაა, მიშელ! -სერიოზულად თქვა ბარბიკენმა. -ლაპლასმა გამოთვალა, რომ ბოლიდის მთვარიდან დედამიწაზე გამოსაგზავნადსაჭიროა ხუთჯერ მეტი სატყორცნი ძალა, ვიდრე ჩვენს ზრბაზნებს გააჩნია, ხოლოვულკანებს გაცილებით მეტი ამოხეთქვის ძალა აქვთ.- ვაშა! - შესძახა მიშელმა. - ბოლიდი შესანიშნავი ფოსტალიონია და თანაცმუქთი. რას ვიცინებთ ჩვენს საფოსტო უწყებებზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ...- რას ფიქრობ?- შესანიშნვი იდეაა, როგორ ვერ მოვიფიქრეთ, რომ ყუმბარაზე მავთულიგამოგვება. მაშინ ხომ დედამიწას ტელეგრამებსაც გადავცემდით!- ეშმაკმა დალახვროს! - წამოიძახა ნიკოლმა. - ოთხმოცდაექვის ათასი ლიემავთული შენთვის არაფერს ნიშნავს?- რასაკვირველია, არაფერს, მხოლოდ ორჯერ მეტი დენთი იქნებოდა საჭირო ანსამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერ მეტიც კი! - ყვიროდა გაფიცხებული მიშელი.- ამ პროექტის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ერთ მოსაზრებას გამოვთქვამ, -დაიწყო ბარბიკენმა, - დედამიწის ბრუნვის დროს მავთული ისე შემოხვეოდაყუმბარას, როგორც ჯაჭვი ეხვევა ლილვს და შეიძლებოდა ისევ დედამიწასმივეზიდეთ.- დასწყევლოს ეშმაკმა! - იყვირა მიშელმა. - მაშასადამე, მთელი ჩემი იდეებიაუხდენელია! მერე რა იდეები, მასტონიც რომ უარს არ იტყოდა მათზე! ჰო, მართლა,

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!