13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საქმე იმაში იყო, რომ მთვარის ჩრდილო ნახევარსფეროსაკენ ყუმბარისმოძრაობის ტრაექტორია ცოტათი შეცვლილიყო. მათემატიკური გამოთვლებით,ყუმბარა ზუსტად მთვარის დისკოს ცენტრისკენ უნდა გაესროლათ. გადახრა აშკარაიყო, მაგრამ რას უნდა გამოეწვია ეს?ბარბიკენისათვის უცნობი იყო საწყისი მონაცემები და ამიტომ გადახრისმიზეზებს ვერ განსაზღვრავდა. მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ გადახრას ცუდიდასასრული არ ექნებოდა და ყუმბარა მთვარის ჩრდილო მხარეზე დაჯდებოდა.ამიტომაც არ ამხელდა ბარბიკენი თავის აზრებს, მთვარეს თვალს არ აშორებდადა ცდილობდა ამოეცნო, რამდენად იყო ყუმბარა გადახრილი.ამაზე საშინელი რა უნდა ყოფილიყო - ხომ შეიძლებოდა, ყუმბარას მიზნისათვისვერ მიეღწია, მთვარეს თანდათანობით დაშორებოდა და საპლანეტათშორისოსივრცეში გადაკარგულიყო.მთვარე ახლა ბრტყელ დისკოდ როდი მოჩანდა. სულ უფრო გარკვევითგამოისახა მისი რელიეფი. მზის სხივები რომ მთვარისკენ ირიბად ყოფილიყომიმრთული, და არ პირდაპირ, მაშინ ჩრდილების წყალობით შესაძლებელიიქნებოდა, ნათლად გაგვერჩია მთვარის მაღალი, რგოლის მაგვარი მთები,ხახადაღებული კრატერები, და უჩვეულო ნაპრალები, რომლებსაც მთვარის ველებიდაეღარათ. მაგრამმთელი ეს რელიეფი ისე იყო მზის სხივებით გაჩახჩახებული, რომგარკვევით არაფერი ჩანდა. ძნელად თუ შეამჩნევდით მუქ ლაქებს, რომლითაცმთვარე ადამიანის სახეს ემსგავსებოდა.- მხოლოდ სახეს, - თქვა არდანმა, - მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუაპოლონის მშვენიერი დაიკო ისეთი ჩოფურა იქნებოდა.მოგზაურები, რომლებიც უკვე ასე ახლოს იყვნენ მიზანთან, თვალს ვერაშორებდნენ შეუცნობელ სამყაროს. თავიანთ წარმოდგენაში ისინი უკვედააბიჯებდნენ ამ ახალ ქვეყანაში, ადიოდნენ მაღალ პიკებზე, ეშვებოდნენ ფართეკრატერების ფსკერზე, ხან აქ, ხან იქ თვალუწვდენელი ზღვები ელანდებოდათ,რომლებსაც სანპირებში ძლივს იკავებდა გაუხშოებული ატმოსფერო, ზღვებშიცამავალი მთის ნიაღვრები. ისინი იმდოვნებდნენ, რაიმე ხმას გაიგონებდნენ ამ მარადმდუმარე მნათობიდან.ის დღე ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ მათ. ყოველი წვრილმანი სამუდამოდჩაებეჭდათ მეხსიერებაში, მაგრამ რაღაც შეუცნობელი შიშის გრძნობადაუფლებოდათ. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ გაიზრდებოდა ეს შიში, მათ რომგაეგოთ, ყუმბარის სიჩქარემ იკლოო, არსებული სიჩქარე უკვე არასაკმარისადმოეჩვენებოდათ მიზნის მისაღწევად.ამ დროისათვის ყუმბარას აღარც წონა გააჩნდა. იგი თანდათან მსუბუქად დამალე ალბათ უწონადო გახდებოდა. ასეთი საოცარი მოვლენა შეიძლებოდა მხოლოდიმ წერტილში, სადაც მთვარისა და დედამიწის მიზიდულობის ძალები თანაბრდება.მიუხედავად ასეთი მღელვარებისა, წესრიგის მოყვარულ არდანს საუზმისმომზადება არ დავიწყებოდა და მადიანადაც შეექცნენ. რა სჯობს გაზზემომზადებულ ბულიონს? რა შეედრება დაკონსერვებულ ხორცს? საუზმისდასასრულს რამდენიმე ჭიქა ფრანგული ღვინოც გადაკრეს. არდანმა ისიც კი თქვა,რომ მთვარეზე მცხუნვარე მზის სხივებქვეშ დამწიფებული ყურძნისაგან, თუკი იქვენახები საერთოდ არის, ალბათ საუკეთესო ღვინოს ამზადებენო. წინდახედულფრანგს, ყოველ შემთხვევისათვის, მაინც წამოეღო მედოკისა და კოთ დ,ორას ვაზისლერწები და მათზე დიდ იმედებს ამყარებდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!