13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ეშმაკმა დალახვროს! - შესძახა გაშმაგებულმა მიშელმა.- რა დაგემართა! - გაუკვირდა ნიკოლს.- მივხვდი, რა მოჩვენებაცაა. იგი არც ასტეროიდია დ არც პლანეტის ნამსხვრევია.- მაშ, შენის აზრით, რა არის? - ჰკითხა "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტმა.- ჩვენი საწყალი ძაღლია! დიანას მეუღლე.მართლაც, ეს ბრტყელი, შეუცნობელ საგანი სატელიტის გვამი იყო, რომელიყუმბარის კვალდაკვალ მიფრინავდა.მეშვიდე თავიდამათრობელი წუთიეს თავისებური და უცნაური, მაგრამ სრულიად ლოგიკური მოვლენა მხოლოდასეთ უჩვეულო გარემოსი შეიძლებოდა მომხდარიყო. ვაგონიდან გადასროლილყოველ საგანს ყუმბარის ტრაექტორიით უნდა ემოძრავა და მხოლოდ მასთანერთადშეჩერებულიყო. ამ თემაზე საუბარმა დაღამებამდე გასტანა. რაც უფროუახლოვდებოდნენ დანიშნულ ადგილს, მით უფრო ემატებოდათ მღელვარება. ისინიმოულოდნელობებისა და ახალ "სასწაულების" მოლოდინში იყვნენ. მათი გაკვირვებაუკვე აღარაფერს შეეძლო. მათმა წარმოდგენებმა ყუმბარას გაუსწრეს. მას კიმოგზაურების შეუმჩნევლად საგრძნობლად აკლდებოდა სიჩქარე, მთვარე კიწუთწუთობით სულ უფრო დიდდებოდა მათ თვალწინ. თითქოს საცაა, ხელითაცმიწვდებიანო.მეორე დღეს, 5 დეკემბერს, დილის ხუთ საათზე, სამივე უკვე ფეხზე იყო.გამოთვლის მიხედვით, ეს დღე მათი მოგზაურობის ბოლო დღე უნდა ყოფილიყო.სწორედ ამ დღეს, შუაღამისას, სავსე მთვარის დროს მოკაშკაშე დისკოსათვისუნდა მიეღწიათ. უახლოეს შუაღამეს კი უნდა დაგვრგვინებულიყო ეს ყველაზეუჩვეულო მოგზაურობა, რაც კი ოდესმე, ძველსა თუ ახალ დროებაში მომხდარა.ამიტომაც დილაადრიან მთვარის სხივებით შევერცხლილი ფანჯრიდან ისინი ვაშასძახილით მიესალმნენ ღამის მნათობს.მთვარე დიდებულად მიცურავდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე. კიდევრამდენიმე გრადუსიც და მთვარე სივრცის იმ წერტილში აღმოჩნდებოდა, სადაცყუმბარას უნდა შეხვედროდა. ბარბიკენმა საკუთარი გამოთვლებით დაადგინა, რომყუმბარა ჩრდილო ნახევარსფეროში უნდა დაცემულიყო; სადაც ვრცელი დაბლობებიაგადაჭიმული და მხოლოდ აქა-იქაა აღმართული მთები. თუ მთვარის ატმოსფერო,როგორც ფიქრობდნენ, მართლაც მთვარის დაბლობებში იყო შემორჩენილი, ესვარაუდი ამ მხრივაც კარგი იყო.- თანაც ვაკე ადგილი დასაჯდომად უფრო მოხერხებულია, ვიდრე მთები,- თქვაარდანმა. - მთვარის მაცხოვრებლები ევროპაში რომ მონბლანზე დასვა ან კიდევაზიაში, ჰიმალაებზე, მათ მაინც არ ექნებათ უფლება, თქვან, რომ მიწაზე იმყოფებიან.- ვაკე ადგილი სხვა რამითაცაა კარგი, - დაუმატა კაპიტანმა ნიკოლმა. - ყუმბარარომ სწორ ადგილზე დაჯდეს, იგი მაშინვე გაჩერდება, მთებში კი, პირიქით,ბორბალივით ჩაგორდება. ხოლო, რაკი ჩვენ ციყვები კი არა, ადამიანები ვართ,ყუმბარიდან ცოცხლები ვერ გამოვალთ. ასე რომ, საქმე კარგადაა.წარმატებაში უკვე ეჭვი აღარც ერთს ეპარებოდა. მაგრამ ბარბიკენს მაინც რაღაცაწუხებდა, დაფიქრებული ჩუმად იყო და სხვებს არ ანერვიულებდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!