13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- რა შეუმჩნევლად გადის დრო საუბარში ისეთ მეცნიერბთან, როგორიც ჩვენავართ, - თქვა მიშელმა. - აშკარად ვგრძნობ, როგორ მემატება საათობით ჭკუა დაგანათლება.შემდეგ იგი ყუმბარის თაღში აძვრა, "რათა უკეთ დაკვირვებოდა მთვარეს",როგორც მან თქვა. დანარჩენი ორი ამ დროს ქვედა სარკმლიდან იყურბოდა, მაგრამრაიმე ახალი არ შეუმჩნევიათ.რამდენიმე წუთში არდანი ისევ ქვემოთ ჩამოვიდა, გვერდითა ილუმინტორთანმივიდა და გაკვირვებისაგან შეჰყვირა.- რა მოხდა? - იკითხა ბარბიკენმა."საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტი სასწრაფოდ მივიდა ფანჯარასთან დადაინახა, რომ რამდენიმე მეტრზე ბრტყელი, ტომრის მსგავსი რაღაც მიფრინავდა. იგითითქოს უძრავად ეკიდა რაღაცაზე, ეტყობოდა, ყუმბარის სიჩქარით მიფრინავდა.- ეს რარა ეშმაკია, - იკითხა არდანმა, - შეიძლება რაიმე საპლანეტათშორისონაწილაკია, რომელიც ჩვენმა ყუმბარამ თავისი მიზიდულობის სფეროში მოაქცია.ალბათ ეს "თანამგზავრი" მთვარემდე მიგვაცილებს.- მე ის მიკვირს, - თქვა ნიკოლმა, - როგორ მოძრაობს ეს სხეული ჩვენსპარლელურად. მისი ხვედრითი წონა ხომ გაცილებით ნაკლებია ჩვენი ყუმბარისხვედრით წონაზე.- ნიკოლ, - ცოტა დაფიქრების შემდეგ თქვა ბარბიკენმა, - მე არ ვიცი, ეს რასხეულია, მაგრამ რატომ მოდის ჩვენ გვერდი-გვერდ, ამას კი აგიხსნით.- რატომ?- იმიტომ, ჩემო ძვირფასო კაპიტანო, რომ ჩვენ ამჟამად სიცარიელეშიმივფრინავთ, სიცარიელეში კი ყველა სხეული, როგორი ფორმისა დ წონისაც არ უნდაიყოს, ერთი და იმავე სიჩქარით ან ვარდება, ან მოძრაობს (რაც ერტი და იგივეა).წონაში განსხვევებას ჰაერის წინააღმდეგობა განსაზღვრავს. თუ გრძელი მილიდანმთელ ჰაერს ამოვქაჩავთ, მასინ შიგ მყოფი ყველა საგანი - მტვრის უმცირესინაწილაკი იქნება თუ ტყვია, ერთ და იმავე სიჩქარით იმოძრავებს. აქაც,საპლანეტათშორისო სივრცეში იგივე მიზეზს და შედეგს ვხედავთ.- სრული სიმართლეა, - დაემოწმა ნიკოლი. - მაშასადამე, რაც არ უნდაგადავაგდოთ ყუმბარიდან, იგი ჩვენთან ერთად იმოძრავებს მთვარემდე.- რა სულელები ვართ! - შესძახა მიშელმა.- რითი დავიმსახურეთ ასეთი ქება? - იკითხა ბარბიკენმა.- იმით, რომ უნდა მივმხვდარიყავით, ინსტრუმენტები, იარაღი და მისთანანიწამოგვეღო, შემდეგ კი გადაგვეგდო და დანიშნულ ადგილზე ყველაფერი ჩვენთანერთად მოვიდოდა. რა ჭკვიანური იქნებოდა! ანდა ჩვენ თვითონ ბოლიდივით რატომარ უნდა გავიბავარდოთ სივრცეში? რატომ არ უნდა გადავხტეთ რომელიმესარკმლიდან. რა სასიამოვნო იქნებოდა ეთერში ლივლივი! ჩიტსაც კი შეშურდებოდაჩვენი პირობები. მან ხომ ფრთები უნდა აქნიოს, რომ არ ჩამოვარდეს.- მშვენიერია, - თქვა ბარბიკენმა. - საინტერესოა, რითი ისუნთქებდი?- წყეული ჰაერი! ყოველთვის იქ არა კმარა, სადაც საჭიროა.- სამაგიეროდ, ჰაერი რომ საკმარისი ყოფილიყო, შენ მალე ჩამოგვრჩებოდი,რადგან შენი ხვედრითი წონა ნაკლებია ყუმბარისაზე.- ეს რა მოჯადოებული წრეა!- დიახ, თუკი ასეთი რამ არსებობს.- ესე იგი ისევ გამოკეტილში გვიხდება ჯდომა.- დიახ.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!