13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- სრული დაბნელება რატომ არ შეიძლება მოხდეს? - იკითხა ნიკოლმა. -დედამიწის ჩრდილოვანი კონუსი ხომ მთვარის მიღმაც გრძელდება.- შეიძლება, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ დედამიწის ატმოსფეროშისხივების გარდატეხას; და არ შეიძლება, თუკი მხედველობაში მივიღებთგარდატეხას. ჰორიზონტალური პარალაქსი დელტა პრიმით აღვნიშნოთ, ხოლო Ρპრიმით ხილული დიამეტრი...- ოხ! - ამოიოხრა მიშელმა, - ისევ υ-ის ნახევარს პლიუს ნული კვადრატში. შემართლა მოსიარულე ალგებრავ, ერთხელ მაინც ილაპარაკე ისე, რომ ჩვეულებრივმამოკვდავმა გაიგოს.- კეთილი! - დაეთანხმა ბარბიკენი. - უხეშად რომ ვთქვათ, რაკი მთვარესა დადედამიწას შორის საშუალო მანძილი დედამიწის სამოცი რადიუსის ტოლია, მაშინჩრდილოვანი კონუსის სიგრზე, გარდატეხის გამო, უკიდურეს შემთხვევაში,ორმოცდაორი რადიუსით მაინც შემცირდება. ამიტომაც დაბნელების დროს მთვარეჩრდილოვანი კონუსის მიღმა აღმოჩნდება და განათდება არა მარტო პერიფერიული,არამედ მზის ცენტრალური სხივებითაც.- მას რატომღა ხდება დაბნეელბა, თუ თქვენი აზრით, ეს შეუძლებელია, -ხუმრობით ჩაეძია მიშელი.- მხოლოდ იმიტომ, რომ გარდატეხისაგან მზის სხივები სუსტდება და მისიდიდი ნაწილი ინთქმება ატმოსფეროში, სადაც მათ უნდა გაიარონ.- ასეთი ახსნა-განმარტება მე სავსებით მაკმაყოფილებს, - განაცხადა მიშელმა, -მთვარეზე როცა ვიქნებით, ყველაფერს მაშინ შევამოწმებტ. ახლა კი, ბარბიკენ,მითხარი, გჯერა, რომ მთვარე ძველი პლანეტაა?- ეს რაღა იდეაა?- თქვენ წარმოიდგინეთ, მეც მომდის ხოლმე თავში სხვადასხვა იდეები,-გაიპრანჭა მიშელი.- ეს იდეა მიშელს არ ეკუთვნის,- თქვა ნიკოლმა.- მით უკეთესი! მაშასადამე, პლაგიატი ვარ.- რასაკვირველია, - უპასუხა ნიკოლმა. - თუ ძველ არკადიელებს დავუჯერებთ,მათი წინაპრები იმ დროს ცხოვრობდნენ, როცა მთვარე ჯერ კიდევ დედამიწისთანაგზავრი არ იყო. ამ თეორიის საფუძველზე ზოგ მეცნიერს მთვარე კომეტადმიაჩნდა, რომლის ორბიტა დედამიწას ერთხელ იმდენად მიუახლოვდა, რომ მისიმიზიდულობის სფეროში აღმოჩნდა.- მერე რა არის ამ ჰიოთეზაში ჭეშმარიტი? - იკითხა მიშელმა.- არაფერი, - უპასუხა ბარბიკენმა, - ამის საბუთად ის ფაქტი გამოდგება, რომმთვარეზე გაზისებური გარსის კვალიც კი არ არის, რომელიც კომეტას მუდამ გარსახვევია.- ნუთუ მთქვარეს, სანამ ის დედამიწის თანაგზავრი გახდებოდა, არ შეეძლოპერიგეაში ყოფნისას, მზეს იმდენად მიახლოვებოდა, რომ მთელი მისი გარსისებურინივთიერება აორთქლებულიყო? - იკითხა ნიკოლმა.- შეიძლებოდა, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია.- რატომ?- იმიტომ, რომ.... მოკლედ, არ ვიცი, რატომ.- ო.... ო! - გაიხრა მიშელმა, - რაც არ ვიცი, იმაზე ასობით ტომები დაიწერება.- ერთი მითხარით, რომელი საათია? - იკითხა ბარბიკენმა.- სამი საათია, - მიუგო ნიკოლმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!