13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ამგვარად, მეგობრებო, - განაგრძო ბარბიკენმა, - ყოველგვარი უცაბედადშეწყვეტილი მოძრაობა სითბოს წარმოშობს. ამ თეორიის საფუძველზე შეიძლებავივარაუდოთ, რომ მზის სითბოს ხელს უწყობს ბოლიდები, რომლებიც სეტყვასვითცვივიან მზის ზედაპირზე. ისიც კი გამოითვალეს...- ფრთხილად, - ჩაურთო სიტყვა მიშელმა, - ისევ რიცხვებზე გადავდივართ.- უკვე გამოთვლილია, - განაგრძო მშვიდად ბარბიკენმა. - მზის ზედაპირზეთითოეული ბოლიდის დაცემა იმავე მოცულობის ქვანახშირის ოთხი ათასიერთეულის წვის დროს გამოყოფილი სითბოს ტოლია.- მზის სითბო როგორიღაა? - იკითხა მიშელმა.- მზეს რომ ოცდაშვიდი კილომეტრი სისქის ქვანახშირის ფენა შემოვაკრათ დადავწვათ, მივიღებთ მზის სითბოს ტოლ სითბოს.- სითბოა მერე ეს?- ასეთი სითბოს საშუალებით შეიძლება საათში ავადუღოთ ორი მილიარდცხრაასი მილიონი კუბიკური მირიამეტრი წყალი.- აქამდე როგორ არ დავიხუთეთ! - წამოიძახა მიშელმა.- იმიტომ, რომ დედამიწის ატმოსფერო ამ სითბოს ოთხ მეათედს შთანთქავს.ამავე დროს თვით დედამიწის სითბო მზის სითბოს ერთ ორმემილიონედ ნაწილსშეადგენს.- ახლა კი ვხედავ, - თქვა მიშელმა, - რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერიუკეთესობისაკენაა მიმართული. კარგი რამ ყოფილა ეს თქვენი ატმოსფერო. იგი არამარტო სუთნქვის საშუალებას გვაძლევს, შეხრუკვისაგანაც გვიცავს.- დიახ, - თქვა ნიკოლმა, - მაგრამ მთვარეზე, საუბედუროდ, საქმე სხვანაირადაა.- დიდი ამბავი! - შესძახა უდარდელად მიშელმა. - იქ თუ ბინადარნი არიან,ალბათ რაღაცით სუნთქავენ კიდეც, ხოლო თუ აღარ არიან, დარწმუნებული ვარ, სამიკაცის სამყოფი ჟანგბადი მაინც ექნებათ დატოვებული სადმე ხეობაში, სადაცჟანგბადი თვისი სიმძიმის წყალობით დაგროვდებოდა. რა მოხდა, ჩვენც მთებზე ნუავალთ. მორჩა და გათავდა!ესა თქვა, წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და მთვარის თვალის მომჭრელ დისკოსშეხედა.- ეშმაკმა დალახვროს! - შეჰყვირა მან, - კარგა მაგრა ეცხელება იქ!- ეგეც არ იყოს, - დაამატა ნიკოლმა, - მთვარეზე ხომ სამას სამოცდღიანი დღეა.- სამაგიეროდ, - ახსნა ბარბიკენმა, - ღამეებიც ასევე გრძელია იქ და რაკისივრცეში გამოსხივების გამო სითბო იკარგება, მთვარის ღამის ტემპერატურასაპლანეტათშორისო სივრცის ტემპერატურისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.- ერთი სიტყვით, ძალიან თბილ ადგილას კი მივდივართ, - დაცინვით თქვამიშელმა. - მაგრამ არაფერია! მე მინდა, უკვე იქ ვიყო! ეჰ, ძვირფასო მეგობრებო,მთვარესთან შედარებით დედამიწა სასაცილოა. როცა ხედავ, როგორ ამოდის ისჰორიზონტიდან, აკვირდები მისი მატერიკის მოხაზულობას, ამბობ: "აი, იქ ამერიკაა,იქ კი ევოპა", შემდეგ აკვირდები, როგორ ქრება მზის სხივებში. ჰო, მართლა,ბარბიკენ, მთვარეზე მცხოვრებლებს თუ შეუძლიათ, დაბნელებას დააკვირდნენ.- როგორ არა, მზის დაბნელების ნახვა შეუძლიათ, როდესაც მზის მთვარის დადედამიწის ცენტრები ერთ სწორ ხაზზეა განლაგებული და ამავე დროს, როდესაცდედამიწა ამ ორ პლანეტას შუაა მოქცეული. მაგრამ ასეთ შემთხვევაში სრულიდაბნელება არ ხდება. იმიტომ, რომ მზის დისკოზე ეკრანივით აფარებული დედამიწაპატარაა და მზის დიდ ნაწილს ხილულს ტოვებს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!