13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მეცნიერებისა და ასტრონომიული ციფრების მიმართ მიშელის ამგვარიგამოხდომის შედეგ, მოგზაურები სატელიტის დამარხვას შეუდგნენ. როგორცმეზღვაურები აგდებენ ზღვაში მიცვალებულებს, სატელიტის გვამიც ასე უნდაესროლათ სივრცეში.ბარბიკენის მითითებით, დაკრძალვის პროცედურა რაც შეიძლება სწრაფადუნდა მომხდარიყო, რათა ისედაც სწრაფად მოძრავი ჰაერი სამყაროს სივრცეში არგაპარულიყო. მარჯვენა სარკმლის ოცდაათი სანტიმეტრის სიგანის ჭინჭიკებიფრთხილად მოხსნეს, მიშელს უკვე ხელში ეჭირა სატელიტის გვამი დაგადასაგდებად მზად იყო. ყუმბარის შიდა წნევის დასაძლევად გამართული მძლავრიბერკეტის საშუალებით, მინა სწრაფად შემოტრიალდა და სატელიტიც გაისროლეს.ყუმბარიდან ჰაერის მხოლოდ რამდენიმე მოლეკულა გაქრა. ეს ყველფერი ისესწრაფად ჩაატარეს, რომ ბარბიკენს უკვე აღარ ეშინოდა, ვაგონი მომავალშიცგაეწმინდა ათასგვარი ნაგვისაგან.მეექვსე თავიკითხვები და პასუხებიოთხ დეკემბერს, როცა ორმოცდათოთხმეტი საათის მგზავრობის შემდეგმოგზაურებს გამოეღვიძათ, ქრონომეტრი დილის ხუთ საათს უჩვენებდა. მათყუმბარაში სავარაუდო დროის ნახევარზე ხუთი საათითდა ორმოცი წუთით მეტიგაატარეს. ამ ხნის განმავლობაში ყუმბარამ მთელი გზის შვიდი მეათედი გაიარა; ესშეუსაბამობა გამოწვეული იყო სიჩქარის განუწყვეტელი შემცირებით.როდესაც მეგობრებმა ქვედა სარკმლიდან დედამიწას დახედეს, იგი მათ მზისნათებაში ჩამქრალ, მუქ ლაქად მოეჩვენათ. არც ნამგალი და აღარც ფერფლისფერისინათლე არ ჩანდა. მეორე დღეს, შუადღისას, როცა მთვარე სავსე მთვარის ფაზაშიშევიდოდა, მოსალოდნელი იყო, დედამიწა ახალ ფაზაში ეხილათ. ზემოთ კი ღამისმნათობი სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა ყუმბარის ტრაექტორიას. ასე რომ,ისინი დანიშნულ დროს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. ჩამუქებული ცის თაღიუამრავი მანათობელი წერტილით იყო მოჭედილი, რომლებიც ნელ-ნელა იცვლიდნენადგილს. მაგრამ ყუმბარისაგან ისე იყვნენ დაშორებული, რომ პირობითი სიდიდეუცვლელი რჩებოდა. მზე და ვარსკვლავები ისევე ჩანდნენ, თითქოს დედამიწიდანუყურებდნენ. მართალია, მთვარე ძალზე დიდი ჩანდა, მაგრამ მოგზაურთა სუსტიჭოგრიტებით მის ზედაპირზე არც დეტალების და არც ტოპოგრაფიული დაგეოლოგიური აგებულების დანხავა არ შეიძლებოდა.განუწყეტელ საუბარში დრო სწრაფად გადიოდა. ძირითადად მთვარეზელაპარაკობდნენ. თითოეული თავის ცოდნას ამჟღავნებდა: ბარბიკენი და ნიკოლი,როგორც ყოველთვის, მეცნიერულად ბჭობდნენ, მიშელი კი თავისი დაუშრეტელიფანტაზიით უმასპინძლდებოდა მათ. ლაპარაკობდნენ ყუმბარაზე და სივრცეში მისმგომარეობა-მიმართულებაზე. იმაზე, რა შეიძლებოდა შემოთხვევოდათ, წინასწარ რაზომები უნდა მიეღოთ, თუ მთვარეზე დაეცემოდნენ.ერთხელ, საუმზის დროს, მიშელმა ყუმბარის შესახებ ისეთი შეკითხვა დასვა,რომ ბარბიკენის ძალზე საინტერესო პასუხი გამოიწვია. მისი მოსმენა მართლაც რომღირს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!